კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვუაროთ დეკოლტესა და ყელის კანს

ყელისა და დეკოლტეს კანი პრეტენზიულია. როგორც კი ყურადღება მოაკლდება, შედეგიც მაშინვე სახეზეა – ჩნდება წვრილი ნაოჭები და კანი იჩვარება. თუ გინდათ, დეკოლტე მუდამ მიზიდველად გამოიყურებოდეს და ყელის კანსაც გაუხანგრძლივდეს ახალგაზრდობა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები.
მთავარი შეცდომა ისაა, რომ ქალები ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ სხეულის ამ ნაწილებს, არადა პროცედურები, რომლებსაც სახის კანისა და თმისთვის ვიყენებთ, ყელსა და დეკოლტესაც ესაჭიროება. თანაც, ეს პროცესი სასარგებლოსთან ერთად, ფრიად სასიამოვნოცაა.
*დილით, შხაპის მიღებისას, ფრთხილად, წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი ყელსა და დეკოლტეს კანზე. ქვემოდან ზემოთ მიმართულებით გამოიყენეთ კონტრასტული შხაპი და შემდეგ დაიტანეთ მკვებავი საცხი იგივე მიმართულებით.  საცხი ჯერ  ხელის გულებზე დაიდეთ, წრიული მოძრაობით აურიეთ, თითებზე გადაინაწილეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიტანეთ ყელსა და დეკოლტეზე. საცხი უნდა წაისვათ სახლიდან გასვლის წინ მინიმუმ 30 წუთით ადრე.
*უმჯობესია, ყელი და დეკოლტე არ გაიმშრალოთ დაბანის შემდეგ და კანს თავად მიეცეს საშუალება, გაშრეს. თუ საჩქაროდ გიწევთ სახლიდან გასვლა, რბილი და ნაზი პირსახოცი შეარჩიეთ. კარგი იქნება, პროცედურებს ძილის წინაც თუ გაიმეორებთ.
სახლში დამზადებული ლოსიონები საუკეთესო საშუალებაა ყელისა და დეკოლტეს კანისთვის. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ნიღაბი, რომელიც დაგეხმარებათ, კანი მუდმივად ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს:
არაჟნის ნიღაბი – ცხიმიან არაჟანს დაუმატეთ 1 კვერცხის გული, 1 ცალი ახალი კიტრის წვენი, 1 ჩაის კოვზი არაყი და ნახევარი ლიმონის წვენი. დამზადებული მასა მოათავსეთ თავდახურულ ქილაში, შეინახეთ მაცივარში რამდენიმე დღე და შემდეგ დაიტანეთ ყელისა და დეკოლტეს კანზე. ეს ნიღაბი არა მარტო კვებავს, ასევე ათეთრებს კანს და ყავისფერი ლაქებისგან გვიცავს.
ლიმონისა და კვერცხის ნიღაბი – პერიოდულად შეგიძლიათ, გაიკეთოთ ეს ნიღაბიც: 1 კვერცხის ცილას აურიეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ლიმონის წვენი. ყელსა და კისერზე ყინულის კუბებით მასაჟის შემდეგ კი დაიტანეთ ის კანზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი, ჩამოიბანეთ ცივი წყლით და წაისვით დამარბილებელი საცხი.
პიტნის ნიღაბი – დეკოლტეს კანის გასაახალგაზრდავებლად და მისთვის ჟანგბადის მისაწოდებლად, სცადეთ შემდეგი ნიღაბი: 2 ჩაის კოვზი ხმელი პიტნა ადუღეთ 2 წუთის განმავლობაში 0,5 ლიტრ წყალში. ნახარშს დაუმატეთ ხილის ძმარი და გააცივეთ. შემდეგ დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ვარდის წყალი. ამ ლოსიონით შეგიძლიათ, გაიწმინდოთ დეკოლტეს ზონა, მხრები და ზურგის ზედა ნაწილი დილას და საღამოს. ლოსიონი უნდა შეინახოთ მუქ ქილაში ან ბოთლში.
დეკოლტეს კანის ელასტიკურობის აღდგენისთვის ნიღბების დამზადება საკმაოდ მარტივია – აურიეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო და ამდენივე მკვებავი საცხი, დაიტანეთ კანზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ან დეკოლტეზე, მხრებსა და ყელზე დაიტანეთ არაჟანი, კეფირი ან მჟავე რძე, ჩამოიბანეთ 15 წუთში თბილი წყლით.
გარდა შხაპის, კრემებისა და ნიღბებისა, მასაჟიც აუცილებელია. თუ ყოველდღიურად ვერ ახერხებთ,  2 დღეში ერთხელ მაინც უნდა დაუთმოთ საკუთარ თავს რამდენიმე წუთი.
* დადექით სწორად, გაასწორეთ მხრები და ხელისგულები დაიდეთ ყელზე. რბილი, არამკვეთრი მოძრაობით, დაწოლის გარეშე დაიზილეთ ყელი და კისერი ცენტრიდან  სხვადასხვა მიმართულებით. პროცედურა საკმაოდ მარტივია და სამსახურში, შესვენების დროსაც კი შეგიძლიათ, ჩაიტაროთ.
* კისერზე დაიდეთ ხელისგულები და თმის ძირებიდან ხერხემლამდე დაიმასაჟეთ კანი.
* დახარეთ თავი და საჩვენებელი და შუა თითი დაადეთ ჩაღრმავებას ხერხემლის მეშვიდე მალასთან. მას ადვილად მოძებნით, როცა თავი დახრილი გაქვთ – პატარა შემაღლება იქმნება სწორედ იქ, სადაც კისერი ზურგში გადადის. გაიკეთეთ მასაჟი წრიული მოძრაობით საათის ისრის და საწინააღმდეგო მიმართულებით.
* გაავსეთ პატარა სათბურა ან პოლიეთილენის პარკი წყლით, გაყინეთ და ყინული კისრის მასაჟისთვის გამოიყენეთ. მოძრაობები უნდა იყოს წრიული, ქვემოდან ზემოთ. კისერი გაიწმინდეთ რბილი ქაღალდის ხელსახოცით.

скачать dle 11.3