იტანჯებით მეტისმეტი ეჭვიანობით?
იყავით გულახდილი და ტესტის პასუხებისგან ბევრ საინტერესო სიახლეს შეიტყობთ. შეიძლება, თქვენც არ იცით, რომ ოტელოსავით ეჭვიანი ხართ და საყვარელ ადამიანს აწვალებთ.
1. არ იცით სად იმყოფება საყვარელი ადამიანი მოცემულ მომენტში:
ა) თითქმის არასდროს კითხულობთ, რა საქმეებით იყო ის დაკავებული;
ბ) ჩვეულებრივ, ინტერესდებით იმით, თუ სად იყო, მაგრამ არა იმიტომ, რომ ღალატის გეშინიათ;
ბ) ღალატის შესაძლებლობა რომ გამორიცხოთ, ყოველთვის დაწვრილებით ეკითხებით, სად და ვისთან ერთად იყო ის.
2. როდესაც საშუალება გაქვთ, პარტნიორის მობილური შეამოწმოთ, თქვენ:
ა) აზრადაც არ მოგივათ წაიკითხოთ მისი sms-ები;
ბ) არ წაიკითხავთ sms-ებს დელიკატურობის გამო;
ვ) დაუყოვნებლივ შეისწავლით მის მიმოწერას.
3. გაიგეთ, რომ მან გიღალატათ:
ა) ეს მომაკვდინებელი არ არის, მოიცდით, ყველაფერს თავად როდის მოგიყვებათ;
ბ) თუ ბოდიშს მოიხდის, აპატიებთ – ეს ხომ აღარ განმეორდება მომავალში;
გ) არც დაივიწყებთ და არც აპატიებთ. შესაძლოა, არ მიატოვოთ, მაგრამ თვალყურს ადევნებთ.
4. თქვენი აზრით, ერთგულება:
ა) არ არის ყველაზე მთავარი. უფრო მნიშვნელოვანია, ერთმანეთის თავისუფლება არ შეზღუდოთ;
ბ) მნიშვნელოვანია, და მას უნდა ინახავდეს ორივე პარტნიორი;
გ) აუცილებელია და არცერთმა პარტნიორმა არ უნდა შექმნას მასში ეჭვის შეტანის საბაბი.
ახლა ნახეთ ტესტის შედეგები:
თუ ჭარბობს პასუხები „ა” – თქვენთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა ცნებას – ერთგულება. ის თქვენთვის არაფერს ნიშნავს. სწორად ეს გიშლით ხელს პარტნიორთან ღრმა და სტაბილური ურთიერთობების დამყარებაში.
თუ ჭარბობს პასუხები „ბ” – თქვენთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ერთგულებას, მაგრამ პათოლოგიური, ავადმყოფური ეჭვიანობა არ გახასიათებთ.
თუ ჭარბობს პასუხები „გ” – ერთგულება თქვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ფრთხილად: თავშეუკავებელ ეჭვიანობას შეუძლია, დაანგრიოს ნაზი გრძნობები. თქვენი ეჭვები შეიძლება უსაფუძვლოც იყოს. ისწავლეთ საკუთარი თავის კონტროლი!