კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კოსმიურ აღმოჩენასთან არის დაკავშირებული ზოდიაქოს ნიშნების ცვლილება და შეეცვალათ თუ არა ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნები

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნასამ” ზოდიაქოს ნიშნები 2000 წლის შემდეგ, პირველად განაახლა და რომ ვარსკვლავებმა ბოლო 2-3 ათასი წლის განმავლობაში განლაგება შეიცვალეს. ამ ინფორმაციამ საზოგადოების უდიდესი ნაწილი შოკში ჩააგდო. ამის მიხედვით: ვერძი გახდა თევზები, კურო – ვერძი, ტყუპები გახდა კურო და ასე შემდეგ. ასევე, აქტიურად ლაპარაკობენ მე-13 ნიშანზეც, რომელიც „გველმჭერის” ნიშნით არის ცნობილი. მის არსებობაზე ასტროლოგოები წლებია, ბევრს დავობენ. გველმჭერის თანავარკვლავედი რეალურად არსებობს (9 ნოემბრიდან – 17 დეკემბრამდე შუალედში) და ამ პერიოდში დაბადებულები განსაკუთრებული ნიჭითა და უნარებით გამორჩევიან. თუმცა, ის არ მიიჩნევა მე-13 ზოდიაქოს ნიშნად. ქართველი ასტროლოგები შეცვლილი ზოდიაქოს ნიშნებთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორს უცხო ენის არცოდნას უკავშირებენ და ყველა მათგანი აცხადებს, რომ ეს თარგმანში, ნებსით თუ უნებლიედ, დაშვებული შეცდომაა და ქართველმა ჟურნალისტებმა მეტი სკანდალურობისთვის ერთმანეთში აურიეს ასტრონომია და ასტროლოგია. ისიც ფაქტია, რომ ჩვეულებრივ მკითხველზე რომ არაფერი ვთქვათ, ჟურნალისტებმაც კი არ იციან, რა არის თანავარსკვლავედი და რა კავშირი აქვს ასტროლოგიასთან. აღნიშნულ გაუგებრობაში გასარკვევად მიხეილ ცაგარელს ვთხოვე კომენტარის გაკეთება, რომელმა მარტივი და გასაგები ენით აგვიხსნა აღნიშნული ვითარება.
– ბატონო მიშა, მართალია, რომ აღარ ვართ ის ზოდიაქოს ნიშნები, რაც აქამდე გვეგონა, რომ ვიყავით?
– მე მეგონა, მარტო ჩვენ გვჭირდა ის, რომ ვერ ვარკვევთ ასტრონომიას ასტროლოგიისგან და თურმე აღმოჩნა, რომ „ნასაშიც” ამის პრობლემაა. „ნასა” ბოლო 8 წელია, უკვე მესამედ აქვეყნებს ასეთ სისულელეს. რატომ აკეთებს და რატომ იქცევა ასე, ჩემთვის გაუგებარია. ასევე, „ნასას” შემოტანილია თავის დროზე მე-13 ზოდიაქო – „გველმჭერი” და ის პანიკაც, როცა მაიას ტომების მიხედვით, 21 დეკემბერს მთავრდებოდა სამყარო და აღსასრული დგებოდა.
– რა მიზანს ემსახურება?
– ეჭვი მაქვს, რომ „ნასაც” მასონურ ჯგუფებს ემსახურება, რომელთა მიზანი საყოველთაო შიშისა და არასტაბილურობის დასადგურებაა ქვეყანაში. სხვანაირად, ამ ქმედებებს ვერ ვხსნი. თუ გახსოვთ, 2012 წლის 21 დეკემბრის მოახლოებასთან დაკავშირებით, ლამის პარალიზდა მთელი მსოფლიო. ამ გავრცელებულ ინფორმაციაში, თუ კი ეს მართლა „ნასამ” გაავრცელა, ვერ ვხედავ ასტროლოგების დასკვნას. არადა, ამერიკაში უბადლო ასტოლოგები ჰყავთ. როგორ შეიძლება, ასეთი სისულელის თქმა, როცა ზოდიაქოს რკალი უცვლელია 40 საუკუნის განმავლობაში. ის გარედან არტყია დედამიწას და როგორიც იყო, ისეთივე რჩება. მაგრამ, 40 საუკუნის წინ, როცა ადამიანებმა პირველად გაარკვიეს ზოდიაქოთა რკალის არსებობა, დედამიწის ირგვლივ, ზოდიაქოს რკალის გასწვრივ, სხვადასხვა სახის თანავარსკვლავედები მდებარეობდა. ამიტომ, როცა დადგა საკითხი, რა სახელი დაერქმიათ ზოდიაქოს ნიშნებისთვის, დაარქვეს იმ თანავარსკვლავედთა სახელი, რა დროსაც ეს თანავარსკვლავედები იმყოფებოდნენ კონკრეტული ზოდიაქოს რკალის გასწვრივ. უფრო კონკრეტულად, მაგალითად: 21 მარტიდან 21 აპრილამდე იბადება ამათუ იმ ტიპის ადამიანი ასეთი და ასეთი ხასიათით – რა სახელი დავარქვათ ასეთ ადამიანს? რადგან ზუსტად ამ დროს იმყოფებოდა ეს ზოდიაქოს 30-გრადუსიანი მონაკვეთი ამ სარტყელზე – ზუსტად ვერძის ზოდაქოს თანავარსკვლავედის გასწვრივ, ასეთი ტიპის ადამიანებს დაარქვეს „ვერძი” და ასე შემდეგ. ასე რომ, 12-ვე სარტყელის 30-გრადუსიანმა მონაკვეთმა მიიღო სახელწოდება გამომდინარე იმ თანავარსკვლავედიდან, რომლის გასწვრივაც იმყოფებოდა იმ პერიოდში, ანუ 40 საუკუნის წინ, როდესაც დაფუძნდა ასტროლოგია. მაგრამ, თანავარსკვლავედები მოძრაობენ. ამიტომ, 40 საუკუნის განმავლობაში მათ გადაინაცვლეს ერთი ნიშნით წინ. ანუ, მაშინდელი თანავარსკვლავედი თუ თევზებში იყო, ახლა უკვე ვერძშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზოდიაქოს წრის ეკლექტიკა შეიცვალა.
– რა გავლენას ახდენს თანავარსკვლავედი ადამიანის ზოდიაქოზე ან მის ფსიქოტიპზე?
– თვით ზოდიაქოს ზეგავლენა ქმნის ადამიანის ფსიქოტიპს და არა თანავარსკვლავედები, რომელთა გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე, პრაქტიკულად, უმნიშვნელოა.
– როგორც გავიგე, გადაინაცვლა თანავარსკვლავედებმა, რომელიც პრაქტიკულად, არაფერ შუაშია ზოდიაქოს ნიშნებთან, გარდა იმისა, რომ მათი სახელები ჰქვია ამ ნიშნებს?
– კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი პლანეტარული ზეგავლენაა. თორემ თანავარსკვლავედი, პრაქტიკულად, არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ჩვენზე. მაგალითად, მერწყულის თანავარსკვლავედი გაცილებით პატარაა, ვიდრე ვერძის; კუროს თანავარსკვლავედი შედარებით დიდია, ვიდრე ტყუპების. მაგრამ, ზოდიაქოს ნიშნებში ეს თანავარსკვლავედი პირობითად დაყოფილია 30-30 გრადუსებად, რომ გაიყოს 12 ზოდიაქოდ და არა – ცამეტად. მეცამეტე ზოდიაქო წარმოუდგენელი და არარსებული რამეა. უბრალოდ, სამყაროსეული ჰარმონიიდან ვარდება ჯერ ერთი, 12 საკრალური რიცხვია და მეორეც, არითმეტიკულადაც სწორია. ეს არის დედამიწის ორბიტა მზის გარშემო. რატომ არ გვაქვს 13 საათი, ანუ დღეღამის განმავლობაში 24 საათის ნაცვლად, 26 საათი?
– თუ შეიძლება, „გველმჭერის” ზოდიაქოსთან დაკავშირებით გაგვარკვიეთ?!
– გველმჭერი განსაკუთრებული ენერკეტიკული ზონაა, რომელიც მდებარეობს მორიელის ბოლო 7 გრადუსში და მშვილდოსნის პირველ 7 გრადუსში. ეს არის ზონა ფაიტონის დაღუპვისა ძველ მითოლოგიაში და პერიოდი კოსმიური გამოცდებისა ყველასთვის. აი, ამ ორ კვირას როგორ გაივლის ადამიანი, იმის მიხედვით დგინდება. ის წელიწადი სწორად გაიარა თუ არა. ამ პერიოდში იბადებიან განსაკუთრებული ადამიანები – მხედართმთავრები, უშიშარი, მებრძოლი, ხელმძღვანელი პირები, მათ შორის დიდი მაგები, ეზოთერიკოსები და ასე შემდეგ... ამიტომ, გველმჭერს თავისებური ზეგავლენა აქვს, მაგრამ მეცამეტე ზოდიაქოს არ ქმნის. ის არის მხოლოდ 2-კვირიანი პერიოდი მშვილდოსანსა და მორიელს შორის,  რომელიც განსაკუთრებული ფსიქოტიპის ადამიანებს გვაძლევს.
P.S. ეს ინფორმაცია არაერთ ასტროლოგთან გადავამოწმეთ და ყველას პასუხი ერთი და იგივეა. თუმცა, ყველა ადამიანისთვის გასათვალისწინებელია 9 ნოემბრიდან – 17 დეკემბრამდე შუალედი რა დროსაც მივიღებთ პასუხს კითხვაზე, სწორად თუ არასწორად გავიარეთ ის წელი. ასევე, ერთმნიშვნელოვნად უდავოა, რომ ამ პერიოდში დაბადებულები განსაკუთრებულები არიან. ამის დასადგენად კი, გადავხედოთ ჩვენი ნაცნობ-მეგობრების დაბადების დღის სიას და დავაკვირდეთ ამ პერიოდში დაბადებულებს.

скачать dle 11.3