კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიმპტომებით ვლინდება ალერგია შემოდგომაზე და როგორ უნდა გავარჩიოთ ის კანის პრობლემებისგან

სეზონურ ცვლილებას თან ახლავს ორგანიზმში ალერგიული სიმპტომების გამოვლინება, რაც კონკრეტულ სეზონზე შესაბამისი ფაქტორებით იჩენს თავს. რა არის ამის მიზეზი; როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ალერგია გვაქვს, როგორ დავიწყოთ მკურნალობა და საშიშია თუ არა ის ორგანიზმისთვის, ამ საკითხებზე გავესაუბრეთ  მედიცინის დოქტორს, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ალერგოლოგსა და პედიატრს, ილონა ხიზანეიშვილს.
– რა არის ალერგია, რასთან არის დაკავშირებული და როგორი სიმპტომებით შეიძლება, გამოვლინდეს ის ორგანიზმში?
– დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი იმუნური სისტემა გვიცავს, ორგანიზმში უცხო ნივთიერებების შემოჭრისგან. დაცვის  ერთ–ერთი ფორმა კი, ეგრეთ წოდებული, ანტისხეულების გამომუშავება და შემოჭრილი აგენტების  განეიტრალებაა.
მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენი იმუნური სისტემა იწყებს გაძლიერებულ რეაგირებას, ხდება უკონტროლო და იწვევს  ორგანიზმისთვის საზიანო, გადაჭარბებულ რეაქციებს, რაც ალერგიული დაავადებების სახით ვლინდება. უმრავლეს შემთხვევაში,  ეს  ნივთიერებები  სრულიად უსაფრთხოა. მათ  წინააღმდეგ განვითარებული ჰიპერრეაქცია კი ორგანიზმისთვის ზედმეტად საზიანოა  და შემდეგი კლინიკური ნიშნებით ვლინდენა – კანზე გამონაყარი, ქავილი, ხველა, კანის სიმშრალე, თვალის ლორწოვანის სიწითლე, ქავილი, ცრემლდენა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება, შეშუპებები სხეულის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის, ხორხის... რაც სიცოცხლისთვის სახიფათოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. პაციენტების ნაწილი ხშირად  აღნიშნავს ალერგიის სეზონურობას, ანუ სიმპტომების გამოვლინებას უფრო მეტად გაზაფხულზე ან შემოდგომაზე. ეს დაკავშირებულია აღნიშნულ სეზონზე იმ ნივთიერებების სიჭარბესთან, რომელიც ინდივიდისთვის ალერგენად გვევლინება.
– კონკრეტულად, რა გამოვლინებები და სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს ადამიანს შემოდგომის ალერგიებზე?
– შემოდგომის სეზონური  ალერგიები, ძირითადად, სასუნთქი სისტემის პათოლოგიის სახით ვლინდება და განპირობებულია  შემოდგომაზე მოყვავილე მცენარეების  მტვრის ცილის მაღალი კონცენტრაციით ჰაერში.  ყვავილების მტვრის მსგავსად, ადრეულ შემოდგომაზე ატმოსფერო დატვირთულია, ეგრეთ წოდებული, ობის სპორებით – ობი ძაფისებრი  სოკოების ნაირსახეობა, რაც ზრდის პროცესში სპორებს გამოიმუშავებს. ასეთი ობი არის შენობებში, ლპობად მცენარეებში, ჰაერში. ალერგიული ადამიანების მიერ  მათი ჩასუნთქვა და სასუნთქი  სისტემის ლორწოვანზე ექსპოზიცია იწვევს სწორედ ორგანიზმის  ჰიპერრეაქციას და სასუნთქი სისტემის მხრივ  სიმპტომოკომპლექსის გამოვლინებას – ხველა, ცხვირცემინება, თვალების ქავილი, სიწითლე, ცრემლდენა, ცხვირის გაჭედილობა, უფრო რთულ შემთხვევაში – ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება, სუნთქვის უკმარისობა..
– შემოდგომაზე გვიწევს იმ სამოსის ჩაცმა, რომელიც თვეობითაა შენახული კარადაში. როგორ უნდა მოიქცეს ის, ვისაც ნესტზე აქვს ალერგია?
– ნესტზე ალერგიის განვითარება, როგორც აღვნიშნე, დაკავშირებულია ნესტიან გარემოში არსებული ობის სოკოს სპორების ჩასუნთქვასთან. ობის თავიდან ასაცილებლად,  საჭიროა, საცხოვრებელი გარემოსა და ტანისამოსის  ხშირი განიავება, დახურულ ნესტიან სივრცეში (აბაზანა, სარდაფი, სხვენი)  ვენტილაციის მოწყობა, დაობებული პროდუქტების დროული  გატანა ბინიდან.
– ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ალერგია კანის პრობლემებში ერევათ. როგორ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან და მივხდეთ, რომ ალერგია?
– რიგი ალერგიული დაავადების დროს:  ურტიკარია, ატოპიური დერმატიტი, ეგზემა – ვლინდება კანზე გამონაყარი. კანზე გამონაყარი, ასევე, გამოხატულია კანის ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული დაავადებების, აუტოიმუნური და ინფექციური  დაავადების დროსაც. აღნიშნული გამონაყარის დიფერენცირება, დიაგნოსტიკა და მკურნალობის სქემის შედგენა  მხოლოდ გამოცდილი სპეციალისტის მიერ უნდა მოხდეს, თანაც  დროულად.
– როგორ უნდა ვუმკურნალოთ და რამდენად რთულია ალერგიის მკურნალობა? რა საფრთხეს წარმოადგენს ის ადამიანისთვის?
– მკურნალობის სქემა უნდა შეადგინოს აუცილებლად ექიმმა-ალერგოლოგმა დაავადების ხანდაზმულობის, სიმპტომოკომპლექსის ანამნეზის გათვალისწინებით. მკურნალობისთვის  სირთულეს, ძირითადად, ალერგენის ელიმინაცია  და ალერგიზაციის თავიდან არიდებაა... წამყვანი მნიშვნელობა აქვს გამოკვლევას, თუ რომელი ალერგენია დაავადების მიზეზი, რაც დღეს შესაძლებელია ალერგოდიაგნისტიკით, კანის ალერგიული სინჯების ჩატარებით.
ისეთი ალერგიული დაავადებები, როგორიცაა ბრონქული  ასთმა, კვინკეს ანგიონევროზული შეშუპება, შესაძლებელია, გართულდეს სიცოცხლისთვის სახიფათო სიმპტომებით: სუნთქვის უკმარისობა, სასუნთქი სისტემის შეშუპება  (ხორხის), რაც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. სტივენ-ჯონსისა და ლაიელის სინდრომის დროს კი, ლორწოვანისა და კანის უდიდესი ნაწილი ზიანდება, რაც ასევე, სახიფათოა და დროულ ჩარევას მოითხოვს.
– შეიძლება თუ არა ალერგია მემკვიდრეობითი იყოს?
– ალერგიული ადამიანების უმრავლესობა ატოპიითაა დაავადებული. ეს ალერგიის ისეთი სახეა, როცა წამყვან როლს სწორედ მემკვიდრეობა ასრულებს, თუ ერთ-ერთი მშობელი ალერგიითაა დაავადებული, რისკი იმისა, რომ ბავშვი ალერგიული იქნება 30 პროცენტია, ხოლო, თუ ორივე მშობელია დავადებული, ეს მაჩვენებელი 60 პროცენტამდე იზრდება,
ასევე, დასაშვებია, რომ ალერგიამ „გამოტოვოს” თაობა და დაავადება არ გამოვლინდეს, თუმცა 21-ე საუკუნეში, ეკოლოგიური კატასტროფის პირობებში, როცა ალერგენების რაოდენობა ჰაერში თუ საკვებში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, დაავადების გამოვლენის შანსი კიდე უფრო  მაღალია. ამიტომ, ალერგიას  შეიძლება, ცივილიზაციის დაავადებაც კი ვუწოდოთ.

скачать dle 11.3