რა ოპერაცია ჩაატარა სტალინმა 1937 წლის 1 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე
არსებობს მოსაზრება, რომ თითქოს საბჭოეთს იმიტომ გაუჭირდა ფაშისტებთან ბრძოლა დიდი სამამულო ომის პირველ ექვს თვეს, რომ ომამდე სტალინმა წითელი არმიის მთელი ხელმძღვანელობა გაანადგურა, რაც მტკნარი სიცრუეა... პროფესორი პავლე ბორტნიკოვი წერს: „დიდი სამამულო ომის ურთულეს პირველ თვეს თავისი მიზეზები აქვს. აქ არაფერ შუაშია „არმიის ელიტის“ განადგურება. დიახ, სტალინმა მართლაც გაანადგურა, მაგრამ ვინ? ვინ და – მოღალატეები. ეგრეთ წოდებული მეხუთე კოლონა და სწორედ საბჭოთა ბელადის დამსახურებაა, რომ ფაშისტებს დასაყრდენი არ ჰქონდათ საბჭოთა არმიის უმაღლეს ეშელონებში. ომის დაწყების დროს წითელი არმია უკვე გაწმენდილი იყო მოღალატეებისგან.
სტალინს ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების შუაში ჰქონდა სერიოზული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ არსებობდა სამხედრო გადატრიალების გეგმა, რომელსაც სამხედროები ამზადებდნენ და ნაწილობრივ „ჩეკაც“ ეხმარებოდა... ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინი მთელი ცხოვრება, განსაკუთრებით კი საბჭოეთის ხელმძღვანელობის პერიოდში, პერმანენტული საშიშროების წინაშე იმყოფებოდა და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. მიუხედავად იმისა, რომ სტალინს საგანგებოდ იცავდნენ და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს, გასროლა ან აფეთქება ყოველ წამს შეიძლებოდა განხორციელებულიყო. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ სტალინის წინააღმდეგ ამხედრდა მთელი მსოფლიოს „მონოპოლიური კაპიტალის“ მესვეურები. მათ არაერთხელ სცადეს სტალინის განადგურება. არაერთი მკვლელი და მკვლელთა ჯგუფი დაიქირავეს საამისოდ, მაგრამ ყველა გეგმა ჩაეშალათ. უმეტეს შემთხვევაში, საბჭოთა დაზვერვამ იყოჩაღა და შეთქმულებები გახსნეს ან მკვლელი აღმოაჩინეს. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როცა განგებამაც გამოიღო ხელი სტალინის გადასარჩენად. რაც იმას მაფიქრებინებს, რომ საბჭოთა ბელადი ბედის რჩეული იყო... 1934 წლის 1 დეკემბერს, კიროვი რომ მოკლეს, სტალინი ისეთი გამწარებული იყო, ლამის საკუთარ ხორცებს იჭამდა. სერგეი მირონიჩი (კიროვი) მისი დასაყრდენი და მარჯვენა ხელი გახლდათ და დიდი სიბრძნე არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ მირონიჩის (კიროვის) ლიკვიდაცია სწორედ სტალინის წინააღმდეგ მიმართული აქცია იყო. ჩვენ იმავე ღამეს ჩავედით ლენინგრადში. სტალინმა პირადად დაჰკითხა მკვლელი ნიკოლაევი. შეიძლება ითქვას, გამომძიებლის ფუნქციაც პირადად შეასრულა და დაადგინა, რომ კიროვის მკვლელობაში ლენინგრადის „ჩეკას“ უფროსი – ზაპოროჟეცი იყო გარეული. სტალინმა პირადად დააპატიმრებინა ის და მართალია, ჩეკას უფროსი ჰენრიხ იაგოდა იმ მომენტში გადაურჩა სასჯელს, მაგრამ ისიც მალე გაება და შეთქმულება მხოლოდ დროებით შეჩერდა... 1935 წლის 9 იანვარს სტალინს კაბინეტში ვეწვიე მისივე თხოვნით და მან მითხრა:
– ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, დიდი ბრძოლისთვის მოემზადე. სერიოზულ შემოტევას ველოდებით ქვეყნის მტრებისგან და კიდევ ერთხელ მინდა, დავრწმუნდე, რამდენად გამძლე და საქმის ერთგული თანამებრძოლები მყავსო...
როგორც შევიტყვე, სტალინი „ჩეკაში“ წმენდას იწყებდა და ამ პროცესის პირველი ეტაპი შედარებით უმტკივნეულოდ ჩაატარა. მეორე ეტაპზე კი, რა დასამალია, რომ იტყვიან, სისხლის გამოშვება გახდა საჭირო და არაერთი მაღალჩინოსანი გამოესალმა თანამდებობასთან ერთად, სიცოცხლესაც... მაგრამ, ისინი დამნაშავეები, მოღალატეები იყვნენ და შეთქმულებას ამზადებდნენ. „ჩეკას“ გაწმენდით სტალინი ბოლომდე დაეუფლა ამ ორგანოს სადავეებს. ერთი საშინელი მეტასტაზა მოიშორა და ეს სისტემა ქვეყნის სამსახურში ბოლომდე ჩააყენა. მისი მოდერნიზება მოახდინა და ერთგული „ჩეკისტებით“ აავსო ყველა სტრატეგიული სფერო.“
გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში მიმდინარე დიდი პოლიტიკური თამაში, ერთი მხრივ, ანგლო-ამერიკული, მეორე მხრივ კი, გერმანული წრეების მიერ გახლდათ დაგეგმილი და ისეთი აბლაბუდას ქსელი იყო გაბმული, იქიდან თავის დაღწევა თითქმის წარმოუდგენელი იყო. მართალია, სტალინმა ბოლომდე ვერ დააღწია მას თავი და დიდ ომში ჩაება ფაშისტებთან, მაგრამ მოხდა ორი უმნიშვნელოვანესი რამ. პირველი – სტალინმა დრო მოიგო და ომის დაწყების თარიღი გადაწია. მეორე – მან მოახერხა საკუთარი სიცოცხლის დაცვა. ყველა მკვლელობასა და შეთქმულებას გადაურჩა და ქვეყანა დიადი გამარჯვებისკენ წაიყვანა.
უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში 1937 წლის 1 მაისი. იმ დღეს მოსკოვში, წითელ მოედანზე ტრადიციული დემონსტრაცია გაიმართა. მავზოლეუმის ტრიბუნაზე საბჭოთა ბელადის გვერდით წითელი არმიის ხელმძღვანელობაც იდგა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად. ამ დღეს, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამხედრო გადატრიალება უნდა მომხდარიყო, სტალინი უნდა დაეპატიმრებინათ და საიმედო იზოლაციაში მოექციათ. ქვეყანაში კი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოეცხადებინათ. ამ გადატრიალების სულის ჩამდგმელები იყვნენ: მარშლები – ტუხაჩევსკი, ბლიუხერი, უბორევიჩი და გამარნიკი. გეგმის მიხედვით, მათ მავზოლეუმის ტრიბუნაზევე უნდა დაეპატიმრებინათ სტალინი და წინასწარ მომზადებული, ჯავშნიანი მანქანით გადაეყვანათ სამხედრო ბუნკერში. საზეიმო მსვლელობის დასრულებას ბევრი არაფერი აკლდა, როდესაც ტუხაჩევსკი, ბლიუხერი და უბორევიჩი სტალინისკენ დაიძრნენ, რომ მისთვის დაპატიმრების შესახებ ეცნობებინათ. მაგრამ, სტალინი მავზოლეუმზე დამონტაჟებული სპეცსატელეფონო კავშირის ყურმილს დასწვდა და სანამ ტუხაჩევსკი ეტყოდა, გაპატიმრებო, ყურმილი მიაწოდა: ნამდვილ სტალინს ელაპარაკეო... სტალინმა უკვე იცოდა სამხედროების შეთქმულების შესახებ. ზომები წინასწარ მიიღო და საპირველმაისო დემონსტრაციაზე თავისი ორეული გაუშვა. თავად კი საიმედო ადგილზე იმყოფებოდა და პირადად ხელმძღვანელობდა გადატრიალების ჩახშობის ოპერაციას. მან გაოგნებულ ტუხაჩევსკის უთხრა:
– თქვენ წააგეთ. არცერთი ტანკი არ გამოვა ყაზარმიდან და ერთი ჯარისკაციც არ დაგიდგებათ გვერდით. წითელი მოედანი და მავზოლეუმი „ჩეკას“ საგანგებო რაზმის ალყაშია. თუ გინდათ, რომ ცოფიანი ძაღლებივით არ ჩაგცხრილონ და სამართლიანად გაგასამართლონ, ჩაგვბარდით.
პუტჩისტები იქვე ჩაბარდნენ „ჩეკას“. მარშალმა გამარნიკმა კი, რომელიც იმ მომენტში გენშტაბში იმყოფებოდა და შეთქმულების ჩაშლის ამბავი შეიტყო, საკუთარ კაბინეტშივე მოიკლა თავი. შემდგომი 48 საათის განმავლობაში დააპატიმრეს კიდევ 60 სხვადასხვა რანგის ოფიცერი და 1937 წლის სამხედრო შეთქმულება ქვეყნისა და სტალინის წინააღმდეგ ამით დასრულდა. მეხუთე კოლონა განადგურდა და სტალინი ფორსირებულად შეუდგა არმიის მოდერნიზაციას.“