შემოფცქვნილი
„და მე ავმღერდი, ვით მეფე ლირი…“
მართალია, მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუ „ენ დი აისა“ და „აი არ აის“ ბოლო გამოკვლევებს ვერწმუნებით, მაგრამ ისე შემოეფცქვნა ამ ჩვენს ცნობილ ბანსა და ქველმოქმედს პოლიტიკური პარტია, რომ ლამისაა მეფე ლირის ბედი გაიზიაროს, ოღონდ კოალიციაში კვლავ რჩება „გირჩ“-ვაშაძე-„მემარჯვენეებთან“ (სხვათა შორის, ეს სამეული დუმილის უფლებას იყენებს და ბ-ნი ბურჭულაძის პარტიის სკანდალს თითქოს ვერ ამჩნევს, ან კი როგორ შეამჩნევს, როდესაც გაყრით ვეღარ გაეყრება, რეიტინგი კი ეკარგებათ?!).
მეორე მხრივ, როგორც ჩანს, ბ-ნ ბურჭულაძეს სიმღერა უფრო ეხერხება, ვინაიდან საჯარო გამოსვლებისას, პოლიტიკოსის რანგში, ისეთ „მარგალიტებს“ აფრქვევს, რომ, ლევან ბერძენიშვილის არ იყოს, მტკვარში დახრჩობის სურვილს მოგიძალებს.
სულ ბოლოს ის ბ-ნი ივანიშვილის ბრალდებას გამოეხმაურა, გვერდში დგომის სანაცვლოდ პაატა ბურჭულაძემ თანხა მოითხოვაო, ოღონდ განა უარყო, რაოდენობა დააზუსტა. სახელდობრ, ბრძანა (მომყავს ციტატა): „ნუთუ, ისეთი მოვთხოვე, რომ მას ძალიან გაუჭირდა ჩემთვის ფულის მოცემა? აი, თუ მაგაზე იყო, ესე იგი, ძალიან კარგად ამიწევია ჩემი ფასი… საინტერესოა, რა თანხაზეა საუბარი?!“
მისი ამ რიტორიკული კითხვიდან გამომდინარე, იბადება არანაკლებ რიტორიკული კითხვა: და მაინც, რა ღირს ბ-ნი ბურჭულაძე?! –