ვახო ბიჭიკაშვილის ანეკდოტები
– მიხო, როგორ ხარ, ჯო?
– ცუდად.
– რატომ?
– მგონი, მარო მღალატობს.
– ეს საიდანღა მაიფიქრე ახლა?
– რა და, წუხელისა სახლში არ ყოფილა. რომ ვკითხე, სად იყავ-მეთქი, მიპასუხა, ნათელასთანო.
– მერე ღალატი რა შუაშია?
– შუაში კი არა თავშია! ღამე ნათელასთან მე ვიყავი...
***
ტრანსპორტში უშნო გარეგნობის ქალი ზის. წინ, უცნობი მამაკაცი დაჯდა და ქალს გაუღიმა. ქალმა ირონიულად შეხედა და უთხრა:
– იცით, რა? ყველა ქალი არ იყიდება!
– ვიცი, ქალბატონო, ზოგიერთს დაკარგული აქვს სასაქონლო სახე.
ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები
ძმაკაცი შეხვდა ძმაკაცს ქუჩაში:
– აბა, როგორ ხარ? ხვალისთვის რა გეგმები გაქვს?
– შვილმა მთხოვა და ქალაქგარეთ უნდა გავიდეთ, ჰაერის გველები გავუშვათ ცაში. და შენ?
– მეც, დაახლოებით იგივე... აეროპორტში მივდივარ, სიდედრს ვაცილებ.
***
– რა ქენი, ბიჭო, შეაგინე?
– ჰო, ერთ ადგილას გავგზავნე.
– მერე, გზაც მიგესწავლებინა, თორემ ეგ ისეთი ინტელიგენტია, ვერ მიაგნებს და უკან დაბრუნდება.
***
– რატომ თქვი უარი სამსახურზე?
– უფროსი არ მომეწონა. გამოხედვაც კი უცენზურო ჰქონდა.
***
– ძვირფასო, რომელი კაბა ჩავიცვა, ეს თუ ის?
ქმარი გაზეთს კითხულობს და თავაუწევლად უპასუხა:
– მგონი, ორივე ნორმალურია.
– მე ნორმალური კი არა, მინდა, გადასარევად გამოვიყურებოდე.
– მაშინ, ორივე ჩაიცვი.
***
– აუ, იცი, გოგა პიდარასტი ყოფილა!
– რა, ფული გესესხა და არ გიბრუნებს?
– არა, ტო, კარგი გაგებით.
***
ახალგაზრდა ქალი ტაქსის აჩერებს:
– გლდანის ბოლოში გამიყვანთ?
– 10 ლარი.
– მე გირჩევთ, ნატურით გადამახდევინოთ.
– არა, გენაცვალე! 5 ლარად, ნაღდად ვერ წავალ.
***
– ასეთ მოხუც მამაკაცს ცოლად როგორ მიყვები?
– ბავშვობიდან მიყვარს ანტიკვარები.
***
ნეკნი როგორ ჩაიმტვრიე?
– საწოლში ცოლს ვუთხარი: ნინი, საყვარელო, გადმოტრიალდი-მეთქი, გადმოტრიალდა და...
– ეუფ, რა ცოლი გყოლია. სულ ასეა?
– არა, მარტო მაშინ, როცა სახელი მეშლება.