კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მომხიბვლელი ლოთი


გია დანელია რომ თავის ცნობილ კომედიას, „აფონიას“ იღებდა, რომელიც ლოთ სანტექნიკოსზეა და ჩანაფიქრის მიხედვით, ლოთობაზე სატირა უნდა ყოფილიყო, სამი ცნობილი მსახიობი შეარჩია მთავარ როლზე: პოლონელი დანიელ ოლბრიხსკი, საყოველთაოდ ცნობილი ვლადიმირ ვისოცკი და ლეონიდ კურავლიოვი. სამივე  ერთმანეთისგან ისე რადიკალურად განსხვავდებოდა, სამი ფილმი რომ გადაღებულიყო, სამივე ერთმანეთისგან განსხვავებული სურათი გამოვიდოდა. საბოლოო ჯამში, არჩევანი კურავლიოვზე შეჩერდა და ფილმმაც გაამართლა. სატირული პერსონაჟი კი, საკმაოდ მომხიბვლელი გამოვიდა და აფონია სიბრალულსა და აქედან გამომდინარე, სიმპათიებსაც კი იმსახურებდა მაყურებლებში. თუმცა, ასე არ ფიქრობდნენ ლოთი კაცების აღშფოთებული ცოლები. მათგან „მოსფილმში“, დანელიას სახელზე ათასობით წერილი მოდიოდა.
დანელია იხსენებს:
„განსაკუთრებით ერთი ქალის წერილი დამამახსოვრდა, რომელიც აღშფოთებული მწერდა: „ამხანაგო რეჟისორი, ასეთი მომხიბვლელი ლოთი სანტექნიკოსის სახე რომ შექმენით, გძინებიათ კი ოდესმე, მთვრალ სანტექნიკოსთან?..“
საპასუხო წერილში მივწერე: „არც მთვრალთან და არც ფხიზელ სანტექნიკოსთან არ მძინებია-მეთქი“.

скачать dle 11.3