ბრძნული აზრები
ომარ ხაიამი: არასდროს აურიოთ ერთმანეთში ჩემი ხასიათი და ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება. ჩემი ხასიათი ჩემზეა დამოკიდებული, ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება კი – თქვენს ქცევებზე.
ოლდოს ჰაკსლი: როდესაც გამოუსახავის გამოსახვაა საჭირო დუმილის შემდეგ მეორე ადგილზე მუსიკა დგას.
ჟვანეცკი: როგორც ოდესაში ამბობენ: არ მინდა გაწყენინოთ, მაგრამ ჩემთან ყველაფერი კარგადაა!
ბეკონი: თუ გაქვთ სინდისი, მაშინ თქვენ მათი საკუთრება ხართ, ვისაც ის არ აქვთ.
ნაპოლეონი. თუ იდეალის სახელით ადამიანი იძულებულია ბოროტება ჩაიდინოს, ამ იდეალის ფასი კაპიკია.
ბაირონი: თუ თქვენ მორალურად დაიღალეთ, ამორალურად უნდა დაისვენოთ.
გოეთე: სისულელეა სწავლა აზრის გარეშე, აზრი სწავლის გარეშე – საშიში.
ვოლტერი: დიდებული იდეები ცუდ გარემოში სისულელეებად გადაიქცევიან ხოლმე.
ვიაზემსკი: ჩვენი ცხოვრება სიბერეში – გაცვეთილი ხალათია: ჩაცმის გვრცხვენია, გადაგდებაც გვენანება.
გალაფაქსი: ადამიანები არასდროს იწამებდნენ ღმერთს, თუ მათ არასწორი რწმენის უფლებას არ მისცემდნენ.
გებელი: ახალგაზრდობა უბიძგებს ადამიანს იფიქროს, რომ თითქოს სამყარო მისთვის იწყება. სიბერეში კი უფრო ხშირად ფიქრობენ, რომ სამყარო მასთან ერთად დამთავრდება.
კანტი: ცოდნა იმისთვისაა საჭირო, რომ შეისწავლო.
კიური: სისულელეა, ცხოვრების მთელი ინტერესი ისეთ ბობოქარ გრძნობაზე იყოს დამოკიდებული, როგორიც სიყვარულია:
ვოვენარგი: ადამიანისთვის ვნება უცხო არ უნდა იყოს, მაგრამ მისი მართვის უნარიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
არსანდისი: ის ცდილობდა, კარგი გამხდარიყო, მაგრამ ხასიათმა არ მისცა ნება.
ჩესტერფილდი: მას სათქმელი ექნებოდა, ამდენს რომ არ ლაპარაკობდეს.
ფორდი: თუ ბევრს არ მოისურვებ, ცოტაც ბევრად მოგეჩვენება.
უელსი: როდესაც დიდი ადამიანები ჩხუბობენ, პატარები ზარალდებიან.
ბალზაკი: ქალბატონები მხოლოდ მაშინ აღმოაჩენენ ხოლმე თავის თავში ჭკუას, როცა კარგავენ.
მოპასანი: გათხოვილი ქალები უნდა დაჯილდოვდნენ მედლით „გამარჯვებისთვის“, დაქორწინებული მამაკაცები – „მამაცობისთვის“, უცოლოები – „თავდაცვისთვის“.