კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ვერ შეელევა მანიკა ასათიანი და როგორ დაეხმარა ის მეუღლეს რთული პერიოდის გადალახვაში

მანიკა ასათიანმა „იმედის დილის“ ახალი სეზონი ახალი შემართებითა და ენერგიით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ის ზაფხულს ყოველთვის აქტიურად ატარებს, წელს ეს დრო საყვარელ შვილს დაუთმო და თავიდან ბოლომდე მის რეჟიმზე გადაერთო.
მანიკა ასათიანი: ტელევიზიაში ახალი სეზონი დაიწყო. „დილაში“ მატებაც გვაქვს, ოთარ ტატიშვილი იქნება წამყვანი. თუმცა, მეორეს მხრივ, დანაკლისიცაა – ილო ბეროშვილი წავიდა. ჩემთან რაიმე ცვლილება არ ყოფილა, რადგან იგივე პარტნიორი მყავს – მიკი, რომელსაც ვერ შეველეოდი, რადგან ძალიან მივეჩვიეთ ერთმანეთს.
 –  მიკის სახით, კარგი პარტნიორი იშოვე.
– კი და მიკიმაც, ჩემი სახით, კარგი პარტნიორი იშოვა. რაც მთავარია, ხალხს მოსწონს ჩვენი ტანდემი, რადგან ბევრ ღონისძიებაზე ერთად გვიწვევენ.
– როგორი ზაფხული გქონდა?
– გიოსთან ერთად გავატარე სამი კვირა ბათუმში, ყოველგვარი ზედმეტი გართობისა და გარეთ გასვლის გარეშე. დილა იწყებოდა ძალიან ადრე, როცა გიო იღვიძებდა და მთავრდებოდა ასევე ადრე, როცა გიო იძინებდა. მაგრამ, ძალიან კარგი იყო. თან, ახლა გერმანიაში მივდივარ და იქ ავინაზღაურებ ყველაფერს. დაქალი ცხოვრობს იქ, გოგონები დაგვპატიჟა და უკვე გაწერილი გვაქვს გრაფიკი. დარწმუნებული ვარ, წინ საინტერესო ამბები გველოდება.
– ზაფხულში შენს მეუღლეს, ბექას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რასაც შენი მხრიდან ადეკვატური შეფასება მოჰყვა.
– რეალურად, ფაქტი არ იყო ისე რთულად გადასატანი, რამდენადაც ხალხის გამოხმაურება და „გახარებული“ კომენტარები, რომელიც ინტერნეტსივრცეში წავიკითხე. აქამდე ასეთი მომენტი არ მქონია. ჩემ მიმართ აგრესია არასდროს მიგრძნია, თუ არ ჩავთვლით ერთი-ორ ადამიანს, რაც არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი. რეალურად, ეს კომენეტარებიც უმნიშვნელო იყო, მაგრამ საზოგადოების აზრი ასე თუ ისე მნიშვნელოვანია, როცა ეკრანზე ჩანხარ და ცნობილი სახე ხარ. ამიტომაც ვიყავი მომხრე, გამესაჯაროებინა რეალური ამბავი – ის, რაც მოხდა, ვიდრე ის მოგონილი, რასაც წერდნენ. რეალობა იყო ერთი – ადამიანმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ არც იმხელა, როგორი აჟიოტაჟიც ამ ამბავს მოჰყვა. ჩემი გვერდში დგომა კი არც ისეთი დიდი ყოფილა, ყველა ნორმალური ცოლი ასე მოიქცეოდა. მაგაზე მეტი არაფერი დამიშავოს ცხოვრებაში და არ დავეძებ, მაგას ვპატიობ. იმ მომენტში და იმ პერიოდში მხოლოდ ბექაზე ვნერვიულობდი და არა იმ გარემოებაზე, რაც შეიძლება, ამას მოჰყოლოდა. ჩემი საფიქრალი იყო ის, თუ როგორ იყო შიგნით ბექა – სამი დღე მოუწია ეგრეთ წოდებულ „კაპეზეში“ ყოფნა. ქართველები ძალიან კრიტიკულები ვართ. ყველა ელოდება, როდის დაგიცდება ფეხი, რომ მერე რაღაც მოძებნონ და გაგაკრიტიკონ... თუმცა, არა უშავს, ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. ესეც ერთგვარი გამოცდილება იყო ჩემთვისაც და ბექასთვისაც. ყველაფერი ხომ ღმერთის ნებაა და ალბათ, ესეც ღმერთის ნება იყო, რომ ასე მომხდარიყო, რადგან მიმაჩნია, რომ ამის შემდეგ ჩვენი ცხოვრებისთვის უკეთესი გზა გაიხსნა და ახლა უკვე აღარ ვნერვიულობ ბევრ რამეზე.
–  როგორ აისახა ეს ყველაფერი თქვენს ურთიერთობაზე?
– ბექა ცოტა შეიცვალა, უფრო სერიოზულად ეკიდება ბევრ რამეს. როცა სამი დღე მარტო ხარ გამოკეტილი ოთხ კედელში და სამ-სამი ნაბიჯი გაქვს აქეთ-იქით გადასადგმელი – მთელმა ცხოვრებამ ჩაურბინა თვალწინ.  შეცვლილი გამოვიდა იქიდან – ფსიქოლოგიურად სულ სხვა აზროვნების ადამიანი. ადრე თუ რაღაცეებს მარტივად უყურებდა, ახლა ასე აღარ არის. მიხარია, რომ ბექა გარეთ, ჩემთან არის. არც ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება, სხვანაირი დასასრული ჰქონოდა. რეალობაა ის, რომ ბექა არც კრიმინალია, არც ნარკოტიკების მომხმარებელი, არც კაცი მოუკლავს და სერიოზული არაფერი დაუშავებია. მესმის, რომ კანონით დააშავა, მაგრამ არა ისე, რომ ციხეში ჩაესვათ. ასეთ დროს ყოველთვის ჩანს, ვინ არის შენ გვერდით. თეორიულად მესმოდა: ჭირში ნახავ ვინ არის შენი მეგობარიო და მართლაც ასე ყოფილა – ბექას ძალიან კარგი მეგობრები ჰყავს და მეც, უპირველეს ყოვლისა, მისი მეგობარი ვარ, შემდეგ კი, მეუღლე. ყველა ერთად მაგრად ვიდექით ბექას გვერდით და ამან გაუადვილა მძიმე პერიოდის გადალახვა. დღეს ისევ დაუბრუნდა ძველ რიტმს, ვარჯიშობს და  ახალი სეზონისთვის ემზადება.
– ამბობენ, წლების განმავლობაში სიყვარული ტრანსფორმირდება, სხვადასხვა ეტაპს გადისო – თქვენ ახლა სიყვარულის რა ეტაპზე ხართ?
– ბავშვამდე სულ სხვა ეტაპი იყო, მაშინ ორივე პატარები ვიყავით, ერთად ვიზრდებოდით. მერე გიო გაჩნდა და კიდევ სხვა ეტაპი დაიწყო. ახლა გიო უკვე 4 წლისაა და ჩვენც რიტმს მივყვებით. ყველაფერი იცვლება, ზოგჯერ რთული მომენტებიცაა. ცხოვრება ისეთი მარტივი არ არის, რომ ყოველი დღე იდეალური იყოს, პრობლემების გარეშე. შესაბამისად, არის პრობლემები და იმ პრობლემებსაც ერთად დავძლევთ, ვცდილობთ, ყველაფერში ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. მეშვიდე წელია, ერთად ვართ და დათმობების გარეშე ვერ გავქაჩავდით, ალბათ. ორივე ჯიუტები ვარ, ხშირადაც ვკამათობთ და ეგეც ბუნებრივია. არ მიკამათია არასდროსო – ესეც არ მწამს. თუ არ კამათობთ,  ცოტათი მაინც არ ჩხუბობთ, ესე იგი, არ გაინტერესებთ ერთმანეთი და მგონია, იქ არც სიყვარულია. არ არსებობს რამე სადავო არ გამონახო, არა მხოლოდ ქმართან, დედასთან, მამასთან, დედმამიშვილთან.
–  როგორ გაქვთ უფლებები გადანაწილებული?
– არ ვიცი, ვინ როგორ უყურებს ამ საკითხს, მაგრამ რაღაცეებში არ ვეთანხმები, გააჩნია, რა შედარებებია. ქმარი თუ მიღალატებს, მეც ვუღალატებ, – ასეთ ტექსტებზე ცუდად ვხდები. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ქალი და მამაკაცი თანაბარუფლებიანები არ არიან – ასეთ დროს კაციც იგივენაირად აშავებს, როგორც ქალი. მაგრამ, იმან თუ მიღალატა, მე რატომ არ შემიძლია, ვუღალატო – ასეთი ტექსტების არ მწამს. ურთიერთობაში შეიძლება, მამაკაცს ჰქონდეს რაღაც პრივილეგია და მე ეს მომწონს, მისაღებია ჩემთვის. მე მომწონს ძლიერი მამაკაცი, თუმცა ეს მაგიდაზე მუშტის დარტყმით არ გამოიხატება. მინდა, ცოტა რიდი მქონდეს მისი, ვგრძნობდე, რომ ჩემს უკან ძლიერი ძალა დგას. ქალი უფრო სხვა მიმართულებით უნდა იყოს ძლიერი – თუნდაც გვერდში დგომით, სიტუაციის განეიტრალებით, ჭკვიანური, დიპლომატიური და ცოტა ეშმაკურიც უნდა იყოს. ქმარი კი მამაკაცური და მის რაღაც პრივილეგიას ვემხრობი. ეს თანასწორუფლებიანობა მოდაში შემოვიდა. ყველაფერი კი ურთიერთობაზეა დამოკიდებული. მე თუ რაღაც არ მინდა, ვერავინ დამაძალებს იმის გაკეთებას. თუ მაძალებს, მაშინ ეს ძალადობაა და ეს უკვე სხვა თემაა. მაგრამ, მე ხომ რეალურად იმას მივიღებ, რაც მინდა და ეს ჩემთვის მისაღებია. ვიღაც კაცს მოსწონს, როცა ქალის ჭკუაზე დადის. ასეთ მამაკაცს ვერასდროს მივიღებდი და არ მომეწონებოდა. ისედაც ზეაქტიური ვარ და რაღაც მომენტში, ცოტა „მოთოკვა“ მჭირდება სხვა მხრივ. ბექა ჩემზე ბევრად სერიოზული და დამჯდარია.
– შენ ხარ ბექასთან ურთიერთობაში დიპლომატი?
 – ზოგ მომენტში შეიძლება, არა, უმეტესწილად – კი. უბრალოდ, ზედმეტად ჯიუტი ვარ და ზოგჯერ ჩემი სიჯიუტე სხვას ყველაფერს ჩრდილავს და ფარავს. თუმცა, წყნარად მირჩევნია ყველაფრის გაკეთება. ბექამ ზუსტად იცის ჩემი ხასიათი და ისიც, რომ სიჯიუტისგან მომდის რაღაცეები. შეიძლება, ამ დროს გამერიდოს, ან მითხრას: ეს სიჯიუტისგან მოგდისო. ისე კარგად ვიცნობ, რომ მირეკავს, ვიცი, რაც უნდა, უსიტყვოდ მესმის მისი.
– არის ქალების კატეგორია, რომელიც ამბობს: კაცი მაინც გაიხედავს სხვისკენ, შეიძლება, მიღალატოს, მაგრამ მე არ უნდა გავიგო და ასე შემდეგ. შენ როგორ უყურებ ამ საკითხს?
– ძალიან კატეგორიული ვარ ამ თემასთან დაკავშირებით. კაცი მაინც წავა სხვასთან და რა მოხდა – იცი, როგორი მიუღებელია ჩემთვის? ჩემ გვერდითაც არიან გოგონები, ასე  რომ ფიქრობენ და ზუსტად მათ ღალატობენ ხშირად ქმრები. ქმრის თანდასწრებით რომ იტყვი: მერე რა, კაცი წავა და მიღალატებს, ოღონდ მე არ გავიგოო – დაგემშვიდობება და იმწამსვე წავა. ერთჯერადი გართობა არანაირად არ მესმის. ბექა ისე კარგად მიცნობს, თუ ამ საქციელამდე მივა, ისიც გაცნობიერებული ექნება, რომ მე დამკარგავს და ესე იგი, უღირს. ასეთ რამეს ვერავის ვერ ვაპატიებ. როგორი ერთგულიც მე ვარ, ისეთი ერთგული უნდა იყოს ისიც. მარტო კლუბშიც ყოფილა, დილითაც მოსულა, მაგრამ არ ვაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველაფერი მიფიქრია, გარდა იმისა, რომ სხვასთან იყო – ეს არასდროს გამივლვია თავში. ამას თუ გავიფიქრებ, რაღა ნდობაზეა საუბარი? თუ მთელი ცხოვრება ეჭვებში უნდა ვიცხოვრო – ვარჯიშზეა თუ სხვა ქალთან, რად მინდა ასეთი ცხოვრება ან ქმარი?! შინაგანად ეჭვიანი ვარ, მაგრამ იმდენად ვენდობი, ამას არასდროს გავიფიქრებ. ზომიერი კონტროლიც აუცილებელია, ქმარია და უნდა გაინტერესებდეს, სად არის, როგორ არის. აბა, ერთი კვირა თუ წავა და არ დაგაინტერესებს, სად არის – როგორი ცოლი ხარ ან ქმარი. მაგრამ ვიდეო ჩამირთე, მანდ ხარ თუ არა, ეს არასდროს გამიკეთებია. არასდროს გამიჩხრეკავს მისი ტელეფონი. ხომ ნათქვამია: ვინც ეძებს ის პოულობსო. ჰოდა, ნუ ეძებთ, ქალებო! ბექაც არ არის ისეთი,  ჩემი მესიჯები წაიკითხოს და ასე შემდეგ. დიდი შეურაცხყოფა და უნდობლობის გამოხატვაა ჩემთვის და ამას არ მივიღებ, არ მომწონს.

скачать dle 11.3