კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ ესმის შოთიკო ნოზაძეს გენდერული თანასწორობა და რატომ საყვედურობს მას ცოლი „გათენგოებას“

მსახიობი შოთიკო ნოზაძე, რომელიც მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, ერთი თვის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ულამაზესი გოგონა, იურისტი სოფო აბუაშვილია. შოთიკომ „თენგოს“ არ უღალატა და ქორწილი ხაშურში გადაიხადა. საქორწინო მოგზაურობა კი ბაკურიანსა და სვანეთში ჰქონდათ.  უკან კი, ახალი სეზონისთვის, ლამაზი მოგონებებით დაბრუნებულები, უკვე რუსთავში შეუდგნენ ოჯახურ ცხოვრებას.
– შოთიკო, უპირველესად, გილოცავ გაბედნიერებას! ერთი თვეა, დაქორწინდი, როგორი აღმოჩნდა ოჯახური ცხოვრება?
– მადლობა. ჯერჯერობით ოჯახური ცხოვრება კარგად ვერ გავაცნობიერე, რადგან ისევ იგივე სიტუაციაა, რაც შეყვარებულობის პერიოდში გვქონდა. ურთიერთობა არ შეცვლილა, უბრალოდ, მას ოფიციალური სახე მივეცით. დაქორწინების შემდეგ ბაკურიანსა და სვანეთში ვისვენებდით, არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ეს დღეები არასდროს დამავიწყდება. თუმცა, ახალი სეზონი უკვე დაიწყო. ჩამოვედით და ახლა უკვე აქ შევუდექით ცოლქმრულ ცხოვრებას. გადაღებებზე ისეთი გრაფიკი მაქვს,  უკვე დაიწყო სახლში გვიან მისვლები. თუმცა, მეუღლე ამას გაგებით ეკიდება, რადგან აქამდეც კარგად იცოდა, რა და როგორ ხდებოდა.
– ვინ არის შენი მეუღლე?
– სოფო აბუაშვილი, იურისტია. ერთმანეთი სამი წლის წინ, საერთო მეგობრის ქორწილში გავიცანით. მომეწონა და რამდენიმე დღეში „ფეისბუქზე“ დავეკონტაქტე. მერე შეხვედრები დავიწყეთ და ნელ-ნელა, ამ სამი წლის განმავლობაში, ერთმანეთი კარგად გავიცანით. მივხვდით, რომ ერთად უნდა ვყოფილიყავით და ეს ნაბიჯი გადავდგით.
– სიმბოლურია, „თენგოს“ ქორწილი ხაშურში რომ ჰქონდა.
– ჰო, ასე დავამთხვიეთ. ჯვარი ბორჯომში, ტიმოთესუბანში დავიწერეთ და ბარემ, იქვე ახლოს გადავიხადეთ ქორწილი. ხაშურელებიდან მარტო ჩემი მეგობრები იყვნენ – დაახლოებით ათ კაცამდე, დანარჩენი სტუმრები თბილისიდან და რუსთავიდან გვყავდა. სერიალის გადაღებებს მოვრჩი თუ არა, ერთთვიანი შესვენება მქონდა და უცბად დავგეგმეთ ეს ამბავი. ასე რომ, წინასწარ არ გამომიცხადებია. ყველაფერმა ძალიან ლამაზად და მოკრძალებულად ჩაიარა.
– სერიალიდან თუ იყვნენ თქვენს ქორწილში?
– ბუბა (ბაქარი) იყო. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ყველას ვერ ვეტყოდი. იმედია, არ მიწყენენ ჩემი მეგობრები. სიმართლე გითხრათ, ცოტა დაბნეული და ეიფორიაში ვიყავი. ამიტომ, ქორწილის დეტალები კარგად არ მახსოვს. მაგრამ, არ დამავიწყდება, რომ ხან ერთ და ხან მეორე სუფრაზე ბუბა ყველას იღლიაში ჰყავდა ამოჩრილი ფოტოებს იღებდნენ (იცინის).
– წარმომიდგენია ხალხის რეაქცია შენს დანახვაზე. საქორწინო მოგზაურობის დროს სახალისო ისტორიები არ გადაგხდა?
– იმას არ ვიტყვი, რომ ხალხის ყურადღება შემაწუხებელია. მაგრამ, ახალდაქორწინებული რომ ხარ, გინდა, ცოლთან ერთად, მარტომ გაატარო დრო... ბორჯომში ვიყავით და ჰამაკში ვნებივრობდით. იქვე, ექსკურსიაზე იყვნენ ავტობუსით და უცბად ერთმა შემამჩნია. მოვიდა და ფოტოს გადაღება მთხოვა. მერე მეორემ დამინახა, მესამემ, მეოთხემ, საბოლოოდ, მთელი ავტობუსი მოვიდა და უამრავი ფოტო გადაიღეს. იძულებული ვიყავი, ჰამაკი ამეკეცა და იქიდან გავპარულიყავი (იცინის).
– მაგის მერე ერიდები ცოლთან ერთად ხალხში გამოჩენას?
– არა, არ ვერიდები. მაგრამ თვითონაც უხერხულადაა, როცა მარტო გვინდა ყოფნა და ასე ხდება.
– ახლობლები რას ეუბნებიან სოფოს, როცა იგებენ, რომ „თენგოს“ ცოლი გახდა?
– აქამდე საცოლე იყო და ეუბნებოდნენ: ვაიმე, ძალიან გვიყვარს ეგ ბიჭი და მაგის გამო ვუყურებთ სერიალსო. ახლა უკვე ამბობენ, „თენგოს ცოლიაო“ (იცინის). ეს იარლიყი ავიკარი. ჩემს სახელს აღარ მეძახიან, ყველა თენგოთი მომმართავს. რომ შემამჩნევენ, იცინიან. ზოგს უნდა, რომ მოვიდეს, მაგრამ ვხვდები, ვერ ბედავს. ეტყობა, ისეთი გამომეტყველება მაქვს,  ხალხს ვაშინებ (იცინის).
– თენგო არც ისე სასურველი  ქმარია, შენ როგორი მეუღლე ხარ?
– თენგო ნამდვილად არაა სასურველი მეუღლე. მე, მგონი, კარგი მეუღლე ვარ. რაც ცოლქმრულ ცხოვრებას შევუდექით, ჩამოვედით და გადაღებები დაიწყო.  სამსახურს მოვრჩები თუ არა, მაშინვე მასთან მივდივარ და ყველაზე დიდ დროს ერთად ვატარებთ. მგონია, რომ სულ ასე ვიქნები. თენგოსავით, სხვა გოგოებისკენ არასდროს გავაპარებ თვალს.
– თენგო – „ქალი ვიცი მე კუხნაში“ დამოკიდებულების ქმარია. თქვენ როგორ ინაწილებთ როლებს?
– განაწილებული მოვალეობები არ გვაქვს. დღეს, მაგალითად, პირველმა მე გავიღვიძე. ავდექი და ორივესთვის მოვამზადე საუზმე. ამის პრობლემა არ მაქვს. არ მიმაჩნია, რომ აუცილებლად ცოლმა უნდა მოამზადოს საჭმელი, გარეცხოს და ასე შემდეგ. თუ საჭოროა, რომ ეს მე გავაკეთო, რატომაც არა? მაგრამ, გენდერულ თანასწორობაზე თუ მიდგება საქმე, ქალსა და კაცს 50-50-ზე მაინც არ ვაყენებ. კაცი მაინც მაღლა დგას. ის ქალისთვის საყრდენი უნდა იყოს და კაცი მას უნდა იცავდეს. თუ აბსოლუტურ თანასწორობაზე ვისაუბრებთ, მაშინ ვთქვათ, რომ კაცი რასაც აკეთებს, ქალი იმას ვერ გააკეთებს – მოდი, ახლა, მე რომ კაცი ვარ, სახლს დავალაგებ, შენ წადი და „ლაფართქაზე“ იმუშავე. თანასწორობა თუ გინდა, მაშინ მე რასაც ვაკეთებ, შენც ხომ უნდა გააკეთო ის?!
– თენგო ყველას ძალიან უყვარს, მაგრამ მისი გინება ცოტა აღიზიანებთ ხოლმე. ცოლი რას გეუბნება ამაზე?
– ამ ბოლო დროს საჭესთან გინებას მეც დავეჩვიე და ცოლი მეუბნება: ნუ, გათენგოვდები ხოლმეო (იცინის). თენგოს გინებას რაც შეეხება, ნებისმიერს რომ ჰკითხო, გეტყვის: მისგან სხვანაირი მეტყველება ვერ წარმოგვიდგენიაო. ტიპია ისეთი, რომ უხდება გინება. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ „შე კარგ მოტ...ო“ ჩვეულებრივ კომუნიკაციის საშუალებად იქცა. ცუდი სიტყვა აღარაა და ქუჩაში რომ გითხრან, აღარ უნდა გეწყინოს (იცინის). ბევრი მხვდება და მეუბნება, ცოლს ასე ვაგინებო. ქალები მეუბნებიან: ვაიმე, შენი სიტყვებით სახლში ტვინი გვაქვს შეჭმული და აღარ შეგვიძლიაო. ეს ფრაზა განსაკუთრებით კაცებს მოსწონთ და ჩვეულებრივ მიმართვის ფორმად აქციეს (იცინის).
– ახალი სეზონდან რას ელოდოს მაყურებელი?
– ამ სეზონს ჩვენი ხაზი ხსნის და მეტი ჯერ არ ვიცი. გადაღებები უკვე დავიწყეთ და თენგო განსხვავებული იმიჯით, ულვაშით მოგვევლინება.
– ხაშურის გამგებლისგან შენს როლს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
– ჰო, არ მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება. უბრალოდ, სასაცილო იყო ამაზე მისი მხრიდან ამხელა გამოხმაურება.

скачать dle 11.3