სანთლის ფერი გეტყვით
ეს ტესტი მსოფლიოში ცნობილმა ირლანდიელმა ფსიქოლოგმა შეიმუშავა და საკმაოდ ინფორმატიულია. აირჩიეთ რა ფერის სანთელი გირჩევნიათ, რომ სიმშვიდე მოგგვაროთ და ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ინფორმაცია.
თეთრი - მთვარის ფერია. შეიძლება მისი ფაზების გავლენასაც გრძნობდეთ. ამ სამყაროში იმიტომ მოხვედით, რომ განვითარდეთ და სიკეთე მოუტანოთ გარშემო მყოფებს. ძლიერი ინტუიცია გაქვთ. შეიძლება საკუთარ თავს ფსიქოლოგის ან მედიუმის თვისებებსაც ამჩნევთ. ინტუიციურად გრძნობთ, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეთ. კარგი იქნება, თუ მთვარის ენერგიას მეტად განავითარებთ საკუთარ თავში. ძილის წინ 5 წუთი მედიტაციისთვის გამოჰყავით. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ სიბნელიდან გამომავალი თეთრი შუქი.
იასამნისფერი - იუპიტერის ფერია. ეს ნიშნავს, რომ ცოტა ხანში კეთილდღეობას მიიზიდავთ. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან საჭირო ადამიანები. ყური დაუგდეთ მათ რჩევებს. საშუალება მოგეცემათ, დაეუფლოთ ახალ ცოდნას. თუ ცხოვრებაში უსამართლობას შეეჩეხებით, აკონტროლეთ ემოციები. შეიძლება, საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ იყოთ და გადაწყვეტილების მიღება გიჭირდეთ. თუმცა, ბოლო მომენტში, ინტუიციაზე დაყრდნობით მაინც სწორ გადაწყვეტილებას იღებთ.
წითელი - ძალისა და სიმამაცის ფერია. ამ ფერს ირჩევენ ისინი, ვინც ომის ან სიყვარულისთვის ემზადებიან. მათი სული ნერვიულობს და მოქმედების მოლოდინშია. დროა, სიამოვნება მიიღოთ შინაგანი განვითარებისგან. თქვენ საკმაოდ მამაცი ხართ და ცხოვრებისეულ გამოწვევებს ნუ შეუშინდებით. მზად ხართ სიყვარულისთვის: ეს შეიძლება იყოს პარტნიორი, ბავშვი ან შინაური ცხოველი. შეიძლება ახალი სამსახური შემოგთავაზონ, სამოგზაუროდ გაემგზავროთ ან ახალი ჰობი გამოგიჩნდეთ. მთავარია, მზად იყოთ სიახლეებისთვის.
ყვითელი - მერკურის ფერია, ურთიერთობისა და გონების პლანეტის. მას ინტელექტუალები ანიჭებენ უპირატესობას. ყვითელი მოძრაობის, ახალი წამოწყებების ფერია. მუდამ მზად ხართ სწავლისთვის, ინფორმაციების მისაღებად. უპირატესობა მიანიჭეთ იურიდიული საქმის შესწავლას. თქვენგან საუკეთესო ადვოკატი გამოვა. აგრეთვე, კარგია ცხოველებთან მუშაობა. გახსოვდეთ, არასდროსაა გვიან, თუ გულით მოინდომებთ.
მწვანე - გულის ჩაკრის ფერია. თქვენი გრძნობების ორგანოსთანაა კავშირში. თუ მწვანე აირჩიეთ, ჯანმრთელი, ემოციური ყოფილხართ. ბუნება ბალანსის შენარჩუნებაში გეხმარებათ. შეიძლება, ცოტა ხანში მატერიალურად მოძლიერდეთ. მცირე სიხარულიც გელით. გახსოვდეთ, რომ სამყარო რთულია და მუდამ უნდა შეგეძლოთ ბალანსის მოძებნა. ელოდეთ ახალი იდეების დაბადებას. შემოქმედებითი ცხოვრება დაგეწყებათ. ეცადეთ, ხშირად მიირთვათ ჯანსაღი საკვები. იზრუნეთ სხეულზე. კარგია კულინარიის, მებაღეობის, უცხო ენის, სიმღერის სწავლა.
ლურჯი - წყალთან ასოცირდება. უნდა შეძლოთ საკუთარი ქმედებების აღქმა. კარგი ინტუიცია გაქვთ, თქვენი ციური მფარველი პლანეტა პლუტონია. ის ექსტრასენსებსა და მკურნალებს სწყალობს. შეიძლება, სენტიმენტალური ადამიანი იყოთ, რომელიც განწყობის ცვალებადობისგან იტანჯება. როცა თქვენი მეექვსე გრძნობა აქტიურდება, ენერგიული ხდებით და ყველაფერს კარგად აკეთებთ. ისწავლეთ ინსტინქტების გამოცნობა. აღიარეთ თქვენი ნიჭი.
შავი - ბოროტების კი არა, თვითანალიზისა და თავდაცვის ფერია. ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიცნოთ, განვითარება რომ შეძლოთ. ხშირად უნდა შეჩერდეთ და დაფიქრდეთ. ძველად ჯადოქრები შავ სანთელს დაბნეული ადამიანის გონზე მოსასვლელად იყენებდნენ, რომ მათ სინათლე დაენახათ. მეტად მოუსმინეთ შინაგან ხმას და იმ კითხვებს გაეცემა პასუხები, რომლებიც დიდი ხანია, გაწუხებთ. ეცადეთ, ხშირად განმარტოვდეთ. სასურველია, ბუნებაში სამყაროს შორიდან დააკვირდეთ.