რომელი სტიქიის ნიშნით დაბადებულები გამოირჩევიან ეჭვიანი ბუნებითა და მძაფრი, მესაკუთრული ინსტინქტებით
თუ ცდილობთ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის გულის მოგებას და მისთვის თავის შეყვარებას, მაშინ ზუსტად უნდა იცოდეთ, რა დრო და საშუალება დაგჭირდებათ ამისთვის. ადამიანის ტემპერამენტსა და მიდრეკილებას სიყვარულში, ხომ სწორედ ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს.
ყველაზე მარტივი სიყვარულში ჰაერის ნიშანია. ისინი იოლად აღიქვამენ მორიგი რომანის წამოწყებას. ამიტომ, ტყუპების, სასწორისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან სასიყვარულო ისტორიის წამოწყება არ გაგიჭირდებათ. მთავარია, მაქსიმალურად კომუნიკაბელური და მეგობრული იყოთ, გამოავლინოთ მეტად მჭერმეტყველება. თუ, ყველაფერ ამასთან ერთად, ინტელექტიც გიჭრით, ჩათვალეთ, რომ ჰაერის ნიშნით დაბადებულის გული უკვე მოინადირეთ. ხანგრძლივად გაგრძელდება თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა თუ არა, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. გახსოვდეთ, ჰაერის სტიქიის ნიშნით დაბადებული ადამიანი სტაბილური ნამდვილად არ არის რომანტიკულ ურთიერთობებში.
ცეცხლის ტიქიის ქვეშ დაბადებულებს კი, სპონტანურად უყვარდებათ. ამიტომ, ლომის, ვერძისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულები მხურვალე საყვარლები და რომანტიკული პარტნიორები არიან. თუმცა, მათთვის ურთიერთობაში აუცილებელია ექსტრემი. შესაბამისად თუ მათო ინტერესის გაღვივების შემდეგაც არ იაქტიურებთ, კონფლიქტები და ეჭვიანობა გარდაუვალია. სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენმა ცეცხლოვანმა პარტნიორმა, ერთ დღესაც უარი თქვას თქვენზე, ზურგი შეგაქციოთ და ახალი სასიყვარულო თავგადასავლის ძიება დაიწყოს.
საკმაოდ რთულია წყლის სტიქიის ადამიანებთან კონტაქტი და მათი სიყვარულში დაჯერება. კირჩხიბები, მორიელები და თევზები ძალიან ემოციურები და ფრთხილები არიან. ამიტომ, მათი გულის კარამდე მისასვლელი გზები რომ მონახოთ, ჯერ მათი ნდობის მოსაპოვებლად დაგჭირდებათ ხანგრძლივი ბრძოლა. თუ ასეთი ადამიანი გენდობათ და თქვენ გვერდით თავს უსაფრთხოდ იგრძნობს, შესაძლებელია მისი გრძნობები თქვენ მიმართ უსაზღვროდ რომანტიკული გახდეს და სიცოცხლის ბოლომდე არ დაგთმოთ. ამასთან ერთად, მათ ეჭვიან ბუნებასთანაც მოგიწევთ შეგუება, იმიტომ რომ წყლის ნიშანი საყვარელი ადამიანის მიმართ, მძაფრი მესაკუთრული ინსტინქტებითა და მიჯაჭვულობით გამოირჩევა.
ყველაზე ძნელი მიწის სტიქიით დაბადებული ადამიანის გულის მონადირებაა. კუროს, თხის რქისა და ქალწულის მოსახიბლად, დიდი დრო, სიმშვიდე, მონდომება და სიჯიუტე დაგჭირდებათ. ასეთი ადამიანები პარტნიორის ხასიათში აფასებენ სტაბილურობასა და გაწონასწორებულობას. მათთვის ასევე, მნიშვნელოვანია, შესწევს თუ არა მის მეორე ნახევარს უნარი უერთგულოს. ამიტომ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამოწმებენ პარტნიორის ემოციებს ერთგულებაზე. მიწის ნიშნის მეწყვილე თქვენგან სიმშვიდეს, ზრუნვასა და მუდმივ ყურადღებას ითხოვს. ვერ იტანს თავზეხელაღებულ ტიპებს და ერთი ღამის თავგადასავალიც არ არის მისთვის მომხიბვლელი. ასე რომ, თუკი თქვენი ინტერესის ობიექტი მიწის სტიქიის გავლენით დაიბადა, დიდი შრომა მოგიწევთ მისი გულის მოსაგებად. სამაგიეროდ, შედეგით იამაყებთ.