კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიკვეთა ვასილ მაღლაფერიძის გზა ტელევიზიებში ბიძინა ივანიშვილთან და სად სცდის ის საკუთარ თავს მეღვინეობაში

ცოტა ხნის წინ ფილოლოგმა და პუბლიცისტმა ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც წელიწადზე მეტხანს გადაცემა 20/30-ის პროდიუსერი იყო,  ტელეკომპანია GDS დატოვა.  ეს უკვე მეორე შემთხვევაა, „მეცხრე არხის” ცნობილი მოვლენების  შემდეგ, რა დროსაც, ვასილ მაღლაფერიძემ ექსპრემიერთან სატელევიზიო ფორმატში „კვეთა” დაასრულა, სად გააგრძელებს ის საქმიანობას და რას საქმიანობს ტაიმაუტის დროს, ამის შესახებ თავად  ვასილ მაღლაფერიძეს  გავესაუბრეთ.
 – ბატონო ვასილ, რატომ დატოვეთ ტელეკომპანია GDS და პროექტი  20/30 არჩევნების წინ?
–   ამ გადაწყვეტილებას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს,   განსაკუთრებული მიზეზი არ ყოფილა. დასრულდა კონტრაქტი  და გადავწყვიტეთ, რომ აღარ ღირდა ამ კონტრაქტის გაგრძელება.  ყველაფერს აქვს დასასრული და დასაწყისი. მე მქონდა  განსხვავებული ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ტელევიზია. არხის  დირექციას სხვა ხედვა ჰქონდა და  ჩვენი მოსაზრებები არ ემთხვეოდა ერთმანეთს.   ეს ნორმალური მოვლენაა და ისიც ნორმალურია, როცა ესა თუ ის პროექტი, აღარ არის შენთვის საინტერესო.  ეს იყო და ეს,   გარკვეულია ყველაფერი.   ჩვენ ერთხელ უკვე  გავაგრძელეთ კონტრაქტი და ახლა ამისი სურვილი აღარ იყო.  ტელევიზიას  თავისი გეგმები აქვს, რომელიც შესაძლოა,  ბევრი ადამიანისთვის საინტერესოა, ჩემთვის კი ასე აღარ აღმოჩნდა.  მე აღარ მინდოდა, მქონოდა ეს ვალდებულება.   
–    ტელევიზიამ  დაიწყო ახალი პროექტი, რომლის წამყვანიც ბიძინა ივანიშვილია.   მას, როგორც ამბობენ, თქვენ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდბულება აქვს. როგორ მოგწონთ  ექსპრემიერის,  როგორც ტელეწამყვანის განახლებული ამპლუა?
– მე   ახალი  პროექტის მომზადებაში  არ ვყოფილვარ ჩართული. არ ვიცი, რატომ უნდა იყოს  ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება განსაკუთრებული  ჩემ მიმართ. პატივისცემა და კეთილგანწყობა ჩემგანაც იყო და ალბათ, მისგანაც. ის ზრდილობიანი იმერელი კაცია, უპატივცემულოდ რატომ მომექცეოდა?  არც „მეცხრე არხზე” მუშაობის დროს მქონია მასთან განსაკუთრებული შეხვედრები  და არც ახლა, როცა GDS-ში ვმუშაობდი, სულ რამდენჯერმე  შევხვდი რაღაც საკითხზე.    არ მიფიქრია, რომ ჩემი სამსახურის საკითხი მასთან  განსახილველი თემაა.  არც მაშინ შეგვითანხმებია ეს,  როცა „მეცხრე არხზე” დავიწყე მუშაობა და არც ახლა.
– თუმცა, ყოველთვის იმ ტელევიზიებში მუშაობდით, რომელიც მის სახელთან არის დაკავშირებული.
– როდესაც „მეცხრე არხზე” დავიწყე მუშაობა, ეს იყო ერთადერთი ტელევიზია, რომელიც არ კონტროლდებოდა ხელისუფლების მიერ. ამის გამო დავიწყე მაშინ მუშაობა „მეცხრე არხზე“. მერე იყო  ის პერიოდი, რაც ყველამ კარგად იცის. გაცილებით უფრო რთული ეტაპები მაქვს გავლილი ცხოვრებაში. ასე რომ,  ასეთი ტიპის სამსახურებრივ ცვლილებებში განსაკუთრებული არაფერია.
 – ახლა უმუშევარი ხართ? სად ატარებთ ტაიმაუტს?
–  არ ვარ უმუშევარი, ჩემს  პირად საქმეებს მივხედე. ჩემს ოჯახს აქვს პატარა საოჯახო ბიზნესი და სოფელში მაქვს საქმეები. გომბორში მაქვს სახლი და იქ ძალიან ხშირად ვარ. იქ არის ახლა ჩემი საქმე – კარგ ღვინოს ვასხამ ამ ეტაპზე მეგობრებისთვის.  მაგრამ, ვფიქრობ,  ჩემი საქმიანობა  უფრო გაიზრდება. რამდენიმე ქვევრი  ვიყიდე, უკვე – ცხრა მაქვს. ახლა  ყურძენს ვიყიდი და დავწურავ.   გომბორში ოჯახისთვის საკმარისი პატარა  სოფლის მეურნეობაც გვაქვს.   
– როგორც ჩანს, კარგი მეღვინე დადექით.  სად გნახავთ უახლოეს მომავალში?
– არ ვიცი, ჯერჯერობით არაფერი გადამიწყვეტია, შესაძლოა, ბიზნესსაქმიანობას მივხედო.  იმდენი სფერო გამოვიცვალე, იმდენი კვალიფიკაცია მივიღე,  რომელიმე გამომადგება მომავალში. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ ტელევიზიას დავუბრუნდები, არც პოლიტიკური გეგმები მაქვს. ყველას გეგმა გამომჟღავნდა, ვისაც  ამ მიმართულებით  რამე   ჰქონდა.  ახლა ჩემი მთავარი  პოლიტიკური გეგმა არჩევნებზე წასვლაა. ბოლო პერიოდში  ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ. გადაცემებში  რაღაცას რომ ბრახაბრუხობენ,  ინტერვიუებს იძლევიან და თავი პოლიტიკოსები ჰგონიათ,  ეს პოლიტიკა არაა. ეს მარაზმია. ასეთ ხალხს ვურჩევდი,  წიგნები წაიკითხონ. ჩემს დროსაც იყო ასე. სწორედ ამან  რომ აღარ დამაინტერესა, ავდექი და წამოვედი. ამას, ბატონო, აგერ, გომბორის სიმშვიდე  მირჩევნია.  ღვინომ   მშვენივრად  გაამართლა. ახალ ექსპერიმენტებსაც  ვატარებ  ამ მხრივ. დიდი მეღვინე თუ ვერ დავდექი, კარგი  ღვინო მაინც მექნება მეგობრებისა  და სტუმრებისთვის.

скачать dle 11.3