კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავიდიდოთ მკერდი საკვების საშუალებით


მკერდის ზომის გაზრდაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალის ჰორმონები – ესტროგენები. ასაკი, რომლის დროსაც მკერდის ზომა იზრდება 11-18 წლებს მოიცავს. ამ პროცესში ესტროგენების გარდა, მნიშვნელოვანი როლი შეაქვს მემკვიდრეობითობას, რეჟიმსა და კვების რაციონს. მეცნიერებმა განსაზღვრეს იმ პროდუქტების ნუსხა, რომლებიც მკერდის ზომას ზრდის, რადგან ორგანიზმზე ესტორეგენების მსგავსად მოქმედებს.
ეს სია კი ასეთია:  შავი ყავა, ლობიო, ატამი, სოია, ფორთოხალი, ოხრახუში და ბევრი სხვა მცენარე. ამ პროდუქტებს განსაკუთრებული ეფექტი აქვს მოზარდობის პერიოდში და ის აუცილებლად გაზრდის თქვენი მკერდის ზომას. თუ საქმე უკვე ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ ფორმებთან გვაქვს, რომელიც არ გვაკმაყოფილებს, მაშინ ამ პროდუქტების ყოველდღიური გამოყენება ხელს შეგიწყობთ პრობლემის მოგვარებაში. ის აუცილებლად აისახება მკერდის ზომასა და ფორმაზე. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი გზა მკერდის სასურველი ზომისა და ფორმის მისაღწევად. არსებობს სხვა პროდუქტებიც, რომელთა ზემოქმედებაც აუცილებლად უნდა მივიღოთ მხედველობაში: ცილები, ცხიმები და ვიტამინები. უპირველესად, ხორცისა და რძის პროდუქტები, ღორის, ძროხის ღვიძლი, კვერცხი, რძე და ყველი. ეს პროდუქტები ცხოველური ცილისა და კალციუმის მდიდარი წყაროა. მკერდის ოთხმოცი პროცენტი ცხიმის ქსოვილისგან შედგება. ამიტომ, ზომის გასაზრდელად უნდა მივიღოთ საკვები ცხიმები: კარაქი, არაჟანი და სხვა.
მესამე და მნიშვნელოვანი ფაქტორია ხილი,  ბოსტნეული, რომელიც უამრავ სასარგებლო თვისებასთან ერთად, მკერდის ზომაზეც დადებითად აისახება. დაბოლოს, რა თქმა უნდა, აქტიური, სპორტული ცხოვრება და ვარჯიში.

შვრია – კანის სილამაზის საიდუმლო
შვრიის ფაფით პირის დაბანა იაფი საშუალებაა, რომლის დახმარებითაც სახლის პირობებში შეგიძლიათ კანს დაეხმაროთ. შვრია მინერალებისა და ვიტამინების საწყობია, რომელსაც უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. ის, რა თქმა უნდა, ჯანსაღი და საუკეთესო საუზმეა და ამასთან ერთად, ქალებს ლამაზი კანის ეფექტის მიღწევაში ეხმარება. მისი საშუალებით შესაძლებელია,  ლამაზი და ახალგაზრდული კანის შენარჩუნება. ამისთვის არსებობს ხალხური რეცეპტები. სასურველი შედეგის მისაღწევად რამდენიმე მარტივი წესი უნდა გახსოვდეთ: აუცილებელია, აირჩიოთ ბუნებრივი მარცვლეული და მისი გამოყენების პროცედურა უნდა გრძელდებოდეს 15-20 წუთი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარცვლეული სასურველ შედეგს ვერ მოგვცემს. პროცედურის ჩატარებამდე კარგად უნდა მოიშოროთ მაკიაჟი და სახის კანი ოდნავ სველი გქონდეთ. ასეთ კანზე შვრიის ფაფა უნდა შეიზილოთ  ნაზად, წერტილოვანი მასაჟით. კიდევ უფრო მეტი ეფექტისთვის კარგი იქნება, თუ შვრიის ფაფას მცირე რაოდენობით ყავას, ქატოს ან ნებისმიერი ციტრუსის წვენს დაუმატებთ.
შვრიის ფაფის მომზადების რეცეპტი ინდივიდუალურია კანის ტიპის მიხედვით. აქვს კარგი ეფექტი, თუმცა, შედეგის მისაღწევად, დროა საჭირო. არ იფიქროთ, რომ ეს ერთ-ორ დღეში მოხდება. იმისთვის, რომ ეფექტი ნათელი იყოს, აუცილებელია პროცედურების დაწყებიდან ერთი თვე ან ცოტა მეტი გავიდეს. რეცეპტი ძალიან მარტივია, ერთი სუფრის კოვზ შვრიას დაასხით მცირე რაოდენობის მდუღარე წყალი, იმდენი, რომ შვრია დაიფაროს და გააჩერეთ საშუალოდ ხუთი წუთი. როცა ის ფაფისებურ მასად იქცევა, შეიზილეთ სახეზე. თუ დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ, ფაფისებური მასა ბლენდერის საშუალებით მიიღოთ, შემდეგ მას შეურიოთ ცოტა ონკანის წყალი, შეიზილოთ და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაიჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ ნარჩენები სახიდან თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ მშრალი კანი გაქვთ, შვრიის ფაფას დაამატეთ რამდენიმე წვეთი ჩაის ნაყენი ან ყურძნის წვენი. ინგრედიენტები საგულდაგულოდ აურიეთ და მიღებული მასა დილით და საღამოს შეიზილეთ. თუ ცხიმიანი ან კომბინირებული კანი გაქვთ, შვრიის ფაფის წასმამდე კანზე გაიკეთეთ საპნის ბაზა და ფაფა შემდეგ წაისვით, ხოლო თუ პრობლემური კანი, აკნე ან წითელი ლაქები გაწუხებთ, შვრიის ფაფას დაუმატეთ ხორბლის ზეთი  და გამოიყენეთ დილით. ზოგადად, კანი ძალიან ინდივიდუალურია და იმისთვის, რომ უკეთეს შედეგს მიაღწიოთ, პერიოდულად შვრიის ფაფას სხვადასხვა კომპონენტი დაუმატეთ. იქნება ეს თაფლი, იოგურტი, ხილი, გამხმარი მწვანილი და დააკვირდით, რომელი მათგანი მოქმედებს თქვენს კანზე უკეთ. ამ პროცედურების შედეგად, თქვენი კანი დარბილდება და ჩაცხრება ანთებითი და მტკივნეული პროცესები. დატენიანდება და გასუფთავდება, გაგიუმჯობესდებათ კანის ფერი. შვრიის ფაფა ასევე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ავიწროებს ფორებს. თუმცა, შვრიის ფაფის გამოყენება, როგორც უკვე ვთქვით, მხოლოდ სუფთა, უმაკიაჟო სახეზე შეიძლება. არ გამოიყენოთ ის მაკიაჟის მოსაშორებლად. მისი მოხმარების საწყის ეტაპზე შესაძლოა, სახეზე უმნიშვნელო წითელი ლაქები შენიშნოთ, მაგრამ ეს საშიში არ არის, ძალიან მალე გაქრება და ცოტა ხანში თქვენი კანის მდგომარეობა აშკარა უკეთესობისკენ შეიცვლება.

სოდის სასარგებლო თვისებები
სოდა - ნივთიერებაა, რომელიც განსაკუთრებულია მისი სამკურნალო თვისებების გამო. მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საოჯახო აფთიაქში.
ზაფხულში ძალიან აქტუალურია მზით დამწვრობა. ასეთ შემთხვევაში, სოდას დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია. აბაზანის მიღებისას წყალში ჩაყარეთ ცოტაოდენი სოდა. ის დაარბილებს წყალს და დაამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.
თუ ყელი აგტკივდათ, გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი სოდა ერთ ჭიქა წყალში და გამოივლეთ ყელში ყოველ 4 საათში ერთხელ – ის ანეიტრალებს ტკივილის გამომწვევ მჟავებს. თუ ამ ხსნარს პირის ღრუში გამოივლებთ (დღეში რამდენჯერმე), ეს მოგიხსნით ტკივილს. თუ პირის ღრუს ლორწოვანის ანთება ან უსიამოვნო სუნი გაწუხებთ,  წყალბადის ზეჟანგთან ერთად, საჭმლის სოდა ძლიერ ეფექტს იძლევა – შლის უსიამო სუნის გამომწვევ ბაქტერიებს. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი სოდა 1 ჭიქა წყალბადის ზეჟანგს (2-3%-იანი) და გამოივლეთ პირში.
გაციების დროს სასარგებლოა ინჰალაცია. ამისთვის აიღეთ მომცრო ზომის ჩაიდანი და აადუღეთ 1 ჭიქა წყალი და 1 ჩაის კოვზი სოდა. მაგარი ქაღალდისგან გააკეთეთ მილი, ჩამოაცვით ჩაიდნის ცხვირს და ისუნთქეთ ორთქლი 10-15 წუთის განმავლობაში. ეს ინჰალაცია დაგეხმარებათ ცხვირიდან სველი გამონადენის მოსაშორებლად.
ბლანტი სისველის ამოსახველებლად დღეში ორჯერ, ჭამის წინ დალიეთ ნახევარი ჭიქა წყალი, რომელშიც გახსნილი იქნება ნახევარი ჩაის კოვზი სოდა და მწიკვი მარილი.
რინიტის, სტომატიტის, ლარინგიტის, კონიუნქტივიტის დროს. იყენებენ 0,5-2%-იან სოდიან ხსნარს.
შაკიკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც ადამიანს მოსვენებას არ აძლევს. მასთან საბრძოლველად ყოველდღე მიიღეთ ანადუღარი წყლისა და სოდის ნაზავი. პირველი დღე: სადილამდე 30 წუთით ადრე დალიეთ 1 ჭიქა ხსნარი (ნახევარი ჩაის კოვზი სოდა+წყალი). მეორე დღე: 2 ჭიქა ხსნარი და ასე შემდეგ 7 დღის განმავლობაში (7 ჭიქამდე). შემდეგ შეამცირეთ დოზა (6, 5, …1).
სოდის მეშვეობით შეგიძლიათ კარიესის თავიდან არიდება. მჟავები, რომლებიც პირის ღრუში ბაქტერიების შედეგად წარმოიქმნება, შლის კბილის ემალს. ამ მჟავების ნეიტრალიზება შეიძლება, თუ დღეში რამდენჯერმე გამოივლებთ კბილებში სოდიან წყალს. ამის გაკეთება შეიძლება სხვაგვარადაც: დაასველეთ კბილის ჯაგრისი წყლით, დააყარეთ ცოტა სოდა და გაიხეხეთ კბილები. ის ასევე, გააპრიალებს კბილებს ემალის დაუზიანებლად.
სოდა შეგიძლიათ, გამოიყენოთ ფეხზე უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად. ფეხებზე აბაზანის მისაღებ წყალში ჩამატებული სოდა ანეიტრალებს ბაქტერიებისგან გამოყოფილ მჟავებს, რაც უსიამოვნო სუნს იწვევს. ის ასევე, დაგეხმარებათ იღლიების სუნის მოსაშორებლად.
სოდა გვიცავს მწერების ნაკბენისგან. ნუ მოიფხანთ კოღოსა და სხვა სისხლისმწოველთა ნაკბენებს. გააკეთეთ ფაფისმაგვარი ნაზავი წყლისა და სოდისგან და წაისვით ნაკბენ ადგილზე. ასევე დაგეხმარებათ ჩუტყვავილას მიერ გამოწვეული ქავილისას და ჭინჭრით დასუსხვის შემთხვევაში.
სოდა დიდ შვებას მოგგვრით ცისტიტის დროს. ტკივილის წარმომქმნელი ბაქტერიები ბინადრობენ შარდის ბუშტში. თუ თქვენი შარდის ბუშტი ინფექციის მსხვერპლი გახდა, მიიღეთ ჭამის შემდეგ სოდისა და წყლისგან მიღებული შუშხუნა კოქტეილი.
გამოყელვის დროს სოდის საფენები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვის კანის მდგომარეობას, ამცირებს ქავილს და აჩქარებს კანის შეხორცებას.
სოდის დახმარებით შეგიძლიათ, სიგარეტის მოწევის სურვილსაც კი ებრძოლოთ, ამისთვის პირში გამოივლეთ სოდის ნაზავი (1 სუფრის კოვზი სოდა 200 მილილიტრ წყალზე).
ხოლო თუ მშრალი კანი გაქვთ, მშრალი დერმატიტისას, იქტიოზისა და ფსორიაზის დროს სასარგებლოა სამკურნალო აბაზანები: 35 გრამი სოდა, 20 გრამი მაგნეზიის კარბონატი, 15 გრამი მაგნიუმის პერბორატი. წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 38-39 გრადუსს. ჯერ ჩაჯექით უბრალოდ თბილ წყალში, შემდეგ თანდათან გაზარდეთ ტემპერატურა. აბაზანის ხანგრძლივობა 15 წუთია.
 
ქალაზიონის მკურნალობა
 ქალაზიონი ქუთუთოების ანთებითი დაავადებაა. ხშირად ის ჯიბლიბოში ერევათ, რადგან დაწყებითი სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს. ზოგჯერ კი, ჯიბლიბო თვითონვე შეიძლება იქცეს ქალაზიონის მიზეზად. თუმცა, ჯიბლიბოსგან განსხვავებით, ქალაზიონს არ ახასიათებს თვითგანკურნება. ის ქრონიკული პათოლოგიაა. ხალხში ქალაზიონს ხოშკაკალას უწოდებენ, რაც მისი შესახედაობით არის განპირობებული. ქალაზიონი ქუთუთოს ხრტილის სისქეში არსებული მკვრივი კვანძია, გამოწვეული ქუთუთოს ხრტილის ჯირკვლების (მეიბომის ჯირკვლების) ქრონიკული ანთებით. ეს უმტკივნეულო, მრგვალი წარმონაქმნი წინ არის წამოწეული, მასზე კანი მოძრავია. ასეთი კვანძი შეიძლება დიდხანს არ გაიწოვოს და მოახდინოს არასასურველი ზეწოლა თვალის კაკალზე, რაც, თავის მხრივ, სხვა დაავადებების, მაგალითად, ქრონიკული კონიუნქტივიტის პროვოცირებას გამოიწვევს.
ასეთ დროს მიმართეთ თვითდახმარებას. გამოიყენეთ ცხელი კომპრესები და თვალის მასაჟი. მასაჟი შეიძლება მოგეხმაროთ ანთების წყაროს გათავისუფლებაში. კომპრესებისთვის კი გამოიყენეთ ხელსახოცი, რომელიც ტკბილ წყალში იქნება დასველებული. კომპრესი უნდა იყოს კანისთვის კომფორტული. დაიდეთ ის ქუთუთოზე დაახლოებით 15 წუთი და გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 4-5-ჯერ. გაიკეთეთ მასაჟი ქუთუთოზე წრიულად ერთი წუთის ხანგრძლივობით. მასაჟი ბლოკირებას გაუკეთებს დაგროვილ შემადგენლობას და გააუქმებს მას. ქალაზიონისგან განსაკურნებლად შეიძლება გამოიყენოთ სტეროიდების ინიექცია. ის ანთებას 1-2 კვირაში ამცირებს. ექიმს სტეროიდები შეჰყავს პირდაპირ ქალაზიონის ცენტრში. იმ შემთხვევაში, თუ ქალაზიონი ძალიან დიდია, ახლავს დისკომფორტი ან მუდმივად მეორდება, მაშინ საჭიროა მისი მოცილება ქირურგიული გზით.

скачать dle 11.3