კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ ათეულ ათას აშშ დოლარს იღებს გიორგი ბარამიძე ყოველწლიურად საბანკო ანგარიშების დივიდენდების სახით

საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბარამიძე 1968 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიიღო მჭიდრო მასალების ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე და კვალიფიკაციით ინჟინერ-ტექნოლოგია. შემდეგ პოლიციის აკადემიაშიც უსწავლია (სწავლის წლები უცნობია) და სამართალმცოდნის კვალიფიკაციაც დაუმატებია. მისი შრომითი ბიოგრაფია 1991-1992 წლებში დაიწყო  საქართველოს მწვანეთა მოძრაობის კონსულტანტად, თუმცა 1992 წელს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათა შორის ურთიერთობის კომიტეტის განყოფილების უფროსი გახდა და იმავე წელს – საქართველოს პარლამენტის წევრიც. პარლამენტის წევრი იყო 1999-2004, 2004-2008 და 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტშიც. ბ-ნი ბარამიძის ოფიციალურ ბიოგრაფიაში არ არის აღნიშნული, რომ ის საქართველოს 1995-1999 წლების მოწვევის პარლამენტის წევრიც გახლდათ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიც, თავდაცვის მინისტრიც (2003-2004 წლებში) და სახელმწიფო მინისტრიც ევროპასთან და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1998 წლით თარიღდება, რომელიც მან პარლამენტის წევრის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: დედა – ნარგიზა თოიძე, მამა – ბ-ნი აივენგო, ძმა დავითი და ბებია. იმხანად გიორგი ბარამიძე მამასთან ერთად ფლობდა საცხოვრებელ ბინას თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ხოლო მის მშობლებს ეკუთვნოდათ საცხოვრებელი ბინა თბილისში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე; ასევე, საცხოვრებელი სახლები ბათუმსა და ოზურგეთში; ასევე, ნარგიზა თოიძის საკუთრება იყო მიწის ნაკვეთი თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე და ავტომანქანა „გაზ 21-06“, აივენგო ბარამიძე კი დამატებით ფლობდა აგარაკს მარტყოფში და კიდევ ერთ საცხოვრებელ ბინას თბილისში, უზნაძის ქუჩაზე. ამას გარდა, ბარამიძეების ოჯახის წევრები ფლობდნენ შემდეგი ღირებულების უძრავ-მოძრავ ნივთებს: გიორგი ბარამიძე – 10 000-დან 25 000-მდე;  ნარგიზა თოიძეც – იმავე ღირებულების; აივენგო ბარამიძის კუთვნილი ნივთები 10 000 ლარამდე ღირდა, დავით ბარამიძისაც და ბებიის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ნივთების ღირებულებაც 10 000 – 25 000 ლარამდე მერყეობდა. დეკლარაციის შევსების მომენტში, ანუ  1998 წელს, ნაღდი ფული ოჯახის ყველა წევრს ჰქონდა: გიორგი ბარამიძეს  – 2 000 ლარი, ნარგიზა თოიძეს – 5 000, აივენგო ბარამიძეს – 10 000; დავით ბარამიძეს – 1 800, ბებიას, ქეთევან ბენდელიანს – 2 500 ლარი.
იმხანად ოჯახში დასაქმებულები იყვნენ გიორგი ბარამიძე, პარლამენტის წევრად და მისმა შემოსავალმა 1997 წელს 5 280 ლარი შეადგინა;  ნარგიზა თოიძე – საქართველოს „ცეკავშირში“ პურის მრეწველობის სამსახურის უფროსად და მრეწველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ და მისმა შემოსავალმა იმავე პერიოდში 1 320 ლარი შეადგინა, ხოლო აივენგო ბარამიძემ, როგორც დიდუბის რაიონის განათლების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა, 1997 წელს 1 000 ლარი აიღო.
ბოლო დეკლარაცია ბ-ნმა ბარამიძემ 2016 წელს შეავსო, ასევე, როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრად მიუთითა 1999 წელს ვაშინგტონში დაბადებული ქალიშვილი ანა. ერთადერთი უძრავი ქონება გიორგი ბარამიძის საკუთრებაა – საცხოვრებელი ბინა უზნაძის ქუჩაზე (200კვ. მ.) და კედლის საათი, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარს აღემატება. როგორც პარლამენტის წევრმა 2015 წლის განმავლობაში 76 065 ლარი აიღო. ასევე, დედისგან 2006 წლიდან მოყოლებული 60 000 ლარი აქვს ნასესხები.  სხვადასხვა ბანკის ანგირიშებზე გიორგი ბარამიძეს ერიცხება 4 550 ლარი, 10 000 აშშ დოლარი, 35 000 ლარი და 212 200 აშშ დოლარი. შესაბამისად, დივიდენდების სახით, 2015 წლის განმავლობაში მან „ლიბერთი ბანკიდან“ 15 000 ლარი მიიღო, „საქართველოს ბანკიდან“ – 10 500 ლარი. შვილის სწავლაში კი, ტრადიციულად, 4 000 ევრო გადაიხადა. დივიდენდები 2014 წელსაც აიღო – 27 000 ლარი, სარემონტო სამუშაოებში კი 140 500 ლარი გადაიხადა. 2014 წელს გიორგი ბარამიძის სადეპუტატო შემოსავალმა 74 864 ლარი შეადგინა. 2013-ში – 60 000 ლარი; 2012 წელს, როგორც სახელმწიფო მინისტრმა – 640 500 (სავარაუდოდ, შეცდომაა) აიღო, 2011 წელს იმავე პოზიციაზე – 122 400 ლარი, 2010 წელს – 86 730 ლარი; 2009 წელს – 66 830 ლარი; 2008 წელს – 65 100 ლარი; 2007 წელს – 53 379 ლარი; 2006 წელს – 53 464 ლარი; 2005 წელს – 50 204 ლარი; 2004 წელს – 2 980 ლარი და 1 200 აშშ დოლარი; 2003 წელს, როგორც შს მინისტრმა – 30 000 ლარი.

скачать dle 11.3