კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინიციატივიანი

ბირთვული ქობინების მოლოდინში

 „რესპუბლიკელების“ ლიდერმა გასულ კვირას კიდევ ერთი ახალი ინიციატივა წამოაყენა (რომელიც თქვენ კი გემახსოვრებათ, რომ მე უფრო ადრე წამოვაყენე), სახელდობრ, აშშ-ის სამხედრო ბაზის საქართველოში განთავსების შესახებ. მე არ ვიცი, რამ უბიძგა ბ-ნ უსუფაშვილს ამ ინიციატივისკენ, თუმცა ვიცი, რამ მიბიძგა მე, ამიტომაც მოგახსენებთ საკუთარ მოტივაციას: თუკი თურქეთსა და აშშ-ს შორის საბოლოოდ ჩაირბენდა შავი კატა და ჩაილურის წყალს დალევდა ინჯირლიკის სამხედრო ბაზა (რომელზეც ამერიკელი სამხედროები იღვწიან და თვით აშშ-ური ბირთვული ქობინებია განთავსებული), შავ ზღვასა და ახლო აღმოსავლეთში გავლენის შესანარჩუნებლად იმ ბაზის საქართველოში გადმოტანა სავსებით გამართლებული იქნებოდა.
მართალია, ჩემს ინიციატივას მოუყრუა, მაგრამ, სამაგიეროდ, ბ-ნი უსუფაშვილის ინიციატივას საქართველოში აშშ-ის ელჩმა (ბ-ნმა კელიმ) საინტერესო უწოდა. ოღონდ დასძინა, „უნდა შევხედოთ, რას გულისხმობს რესპუბლიკელების წინადადებაო“.
რთული წარმოსადგენია, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ამ შესაძლებლობაზე არ უფიქრია, იმ მარტივი მიზეზით, რომ ჯერ კიდევ 2002 წელსაა გაფორმებული აშშ-საქართველოს სამთავრობათაშორისო შეთანხმება, რის მიხედვითაც, ამერიკელ სამხედროებს საქართველოს ტერიტორიაზე სიით, ყოველგვარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გარეშე, აქვთ შემოსვლის უფლება და შენობა-ნაგებობების დაკავება, სადაც არ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.
უფრო მეტიც, ამერიკული ბაზის საქართველოს ტერიტორიაზე გახსნის შესაძლებლობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს 2009 წლის იანვარში გაფორმებული ქარტიაც აძლევს, ანუ სამართლებრივი ბაზა უკვე არსებობს და მისი შექმნის მოტივი, სწორედაც რომ, ის არის, ერთ მშვენიერ დღეს გამოიყენონ. საწუხარი მხოლოდ ისაა, რომ, უდიდესი ალბათობით, გამოიყენებს მაშინ, როცა თავად დასჭირდება, თორემ ჩვენ ახლაც „დაგვხატავდა“ ბირთვული ქობინები. –

скачать dle 11.3