კახა კუხიანიძის ანეკდოტები
დაქალები საუბრობენ:
– იცი, მამაკაცები, მანქანებს ჰგვანან...
– და მაინც, რომელ მანქანასთან ასოცირდება შენი ქმარი?
– ფერარისთან – სწრაფია და წითელი სახე აქვს!
***
– პირადობის მოწმობას არასდროს ვატარებ. ჯიბეში მიდევს წერილი, რომელზეც მისამართი წერია. თუ დავთვერი და გავითიშე, ამ მისამართზე მიმიყვანენ – პარიზი, მონმარტის ბულვარი.
– კი მაგრამ? რა პარიზი, შენ ქუთაისში არ ცხოვრობ?
– მაგაშია საქმე! ქუთაისში კი ვცხოვრობ, მაგრამ პარიზში არასდროს ვყოფილვარ.
***
ძმაკაცები სახლში ქეიფობენ. უცბად, გაისმა ტელეფონის ზარი. წამოხტა ერთი ტიპი და გარბის ყურმილის ასაღებად.
– შენ სად გარბიხარ?
– მე მირეკავენ.
– რა იცი, რომ შენ გირეკავენ?
– ასე საშინლად მხოლოდ ჩემს ცოლს შეუძლია, დარეკოს.
***
– მართლა სირცხვილია ასე ცხოვრება! აღარ შემიძლია, ასე გაგრძელება. რამდენი წელია, ცოლშვილიანად მშობლების კისერზე ვზივართ!
– ნუ ნერვიულობ, გამოსავალი ვიპოვე.
– მუშაობას იწყებ?
– არა, რამდენიმე თვე ბებია-ბაბუასთან გადავალთ საცხოვრებლად!
***
სომეხს ეკითხებიან:
– არტურჯან, რომელი ფრინველი მოგწონს ყველაზე მეტად?
– არწივი.
– რახან ფრინველთა მეფეა იმიტომ?
– არა, მაგიტომ არა. ცხვირი აქვს ლამაზი.
***
წარწერა სტომატოლოგის კარზე: „გაიღიმეთ, შეიძლება, ამას უკანასკნელად აკეთებთ!“
***
– მარი, რამდენს იხდი თმის დავარცხნაში?
– რვა ლარს და კმაყოფილი ვარ.
– მე, 20 ლარს ვიხდი და არ ვარ კმაყოფილი.
– მაგდენს რომ ვიხდიდე, მეც, ნამდვილად არ ვიქნებოდი კმაყოფილი.
***
– იცი, რით ჰგავს ტელესერიალი და ქმართან სექსი ერთმანეთს?
– არა. რით?
– ორივე ყველაზე საინტერესო ადგილას მთავრდება და გაგრძელებას უნდა ელოდო.
***
მშობლები ეკითხებიან ქალიშვილს:
– შვილო, რატომ არ პატიჟებ შენს საქმროს სახლში, იქნებ გაგვაცნო, დაველაპარაკებით...
– არ არის საჭირო. მითხრა, შენი მშობლები ნანახი მყავს, მაგრამ მაინც მიყვარხარო.
***
განცხადება გაზეთში: „ვარ 45 წლის ქალბატონი, თეძოების გარშემოწერილობა 180 სანტიმეტრია. ვეძებ მამაკაცს, რომესაც გაშლილი მკლავებით შესაბამისი სიგრძე აქვს.“