კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაცუცურაკებული ქართველი სტუდენტები და ქუთაისურად დანაყრებული ესპანელი სტუდენტი – ანტონიო

სავლე პეტრიაშვილი და რეზო ჩხეიძე მოსკოვში სწავლობდნენ და ქართველ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ. რეზო აშკარად გამოირჩეოდა თავისი კვიმატობით და ერთ დღესაც ასეთი ოინი მოიფიქრა. ესპანელ სტუდენტ ანტონიოს სთხოვა: მოდი, სავლეს დაურეკე. უთხარი, რომ ჩინეთის ელჩის ატაშე ხარ, ეროვნებით ესპანელი და ჩინეთის საელჩოში გიბარებენ, სასწრაფოდ უნდა მოხვიდე. თან, თბილი პლედი წამოიღე და გამოცხადდიო. მოკლედ, დაურეკეს და დაარწმუნეს სავლე. რაღას იზამდა, ამოიღლიავა სავლემ თბილი პლედი და მიადგა ჩინეთის საელჩოს. კარისკაცმა, რასაკვირველია, არ შეუშვა ქართველი სტუდენტი საელჩოში. უხსნის სავლე: კაცო, ესპანელებმა დამპატიჟეს, თან მითხრეს, თბილი პლედი წამოიღეო. კარისკაცი გადაირია: რა ესპანელები, ეს ჩინეთის საელჩოა. თან, რომც შეგიშვა, გამაგებინე, ეს თბილი პლედი რად გინდაო. სავლე უხსნის: ჩინეთის საელჩო კი არის, მაგრამ ატაშემ დამირეკა, ესპანელები არიან სტუმრად. ეს თბილი პლედი კი იმიტომ მინდა, ღამის გათენება რომ მომიხდეს, დავიფაროო. კარისკაცმა ჰკითხა: ატაშეს პეკინში ელაპარაკეო? სავლე განერვიულდა: რა პეკინი, კაცო, მოსკოვიდან დამირეკა, ჩინეთის საელჩოდან. რა მინდოდა პეკინშიო. ერთი სიტყვით, აღმოჩნდა, რომ ჩინეთის საელჩოს ატაშე პეკინში იმყოფებოდა იმ პერიოდში და აშკარა იყო, სავლეს ვიღაც „გაეკაიფა“.  რეზო და ის ესპანელი სტუდენტი კი იქვე იდგნენ, თვალყურს ადევნებდნენ სავლესა და კარისკაცის საუბარს და სიცილით იგუდებოდნენ. მოკლედ, სავლე საგონებელში ჩავარდა. ვერა და ვერ გაარკვია, ვინ ეხუმრა. გავიდა რამდენიმე დღე და რეზო მიადგა სავლეს: გინდა, რევანში აიღო?.. სავლემ ყურები ცქვიტა: კი, მინდაო. ასეთი რამ მოიფიქრეს. სავლემ გვიან საღამოს დაურეკა ანტონიოს, დაძინებული გააღვიძა და რესტორან „არაგვში“ დაპატიჟა. შეთანხმდენენ, მარცხნივ, მესამე მაგიდაზე იყო სუფრა გაშლილი და იქ უნდა მისულიყო. გამოფხიზლდა, გამოიპრანჭა ანტონიო და ამაყად შეაბიჯა რესტორანში. მიიხედ-მოიხედა და ვერ დაინახა ნაცნობი სტუდენტები. სამაგიეროდ, მესამე მაგიდაზე გაშლილი იყო სუფრა და ქუთაისელები ქეიფობდნენ. მიადგა და უთხრა: მაპატიეთ, მე სავლემ გამომაგზავნაო. ქუთაისელებიც არ დაიბნენ – სავლე არ ვიცით ვინ არის, მაგრამ გეტყობა, უცხოელი ხარ. მოდი, სუფრას მოუჯექიო. ერთი სიტყვით, მოისვეს გვერდით, კარგად აქეიფეს ანტონიო უცნობმა ქუთაისელებმა – აჭამეს და ასვეს მშიერ სტუდენტს. რეზო და სავლე დიდხანს ელოდნენ ანტონიოს ზარს – როდის დარეკავდა და გალანძღავდა მათ ამ ტყუილისთვის... ბოლოს, მშიერ-მწყურვალი დაწვნენ. როგორც იქნა, დილით გაისმა ტელეფონის ზარი და ანტონიოს შეზარხოშებული ხმა: ეს რა მეგობრები გყოლიათ, სავლე! რა სუფრა, რა ღვინო, რა სიმღერები!  ღარიბი სტუდენტები, სავლე და რეზო კი, ამ დროს ცარიელ ჩაის სვამდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ. ეს ის მომენტია, რომ ვერ ხვდები, ვინ ვინ გააცუცურაკაო?!.

скачать dle 11.3