ბრძნული აზრები
ძერჟინსკი: მსოფლიოში იმდენი ბოროტება ხდება ძმობის სახელით, ღვიძლი ძმაც რომ მყავდეს, ბიძაშვილს დავუძახებდი.
ჯებრანი: მრავალი სწავლება ფანჯრის შუშას ჰგავს, ჩვენ ვხედავთ ჭეშმარიტებას მისი გავლით და არა იმას, რაც ამ ჭეშმარიტებისგან გამოგვყოფს.
ბუხმანი: ადამიანი, თუნდაც ერთი, ღმერთთან ერთად ყოველთვის უმრავლესობაშია.
ბერდიაევი: ცხოვრება კომერციული გარიგებაა.
ბაირონი: ჯოჯოხეთი იმისთვის კი არ არის საჭირო, რომ ბოროტი ადამიანები დაიტანჯონ, არამედ ადამიანზე სიკეთემ არ იძალადოს.
ავგუსტინი: აზროვნება არის სულის ხედვა, რომელიც თვითონ, სხეულის ჩაურევლად განჭვრეტს.
დეკარტი: ჭკუა რომ სრულვყოთ, კი არ უნდა ვიზუთხოთ, მეტი უნდა ვიაზროვნოთ.
გობსი: ადამიანებს მხოლოდ ის ბოროტება სძულთ, რომელსაც ისინი ვერ სძლევენ და რომლის აცილებაც შეუძლებელია.
ტოლსტოი: მეცნიერები ეძებენ არა იმდენად იმას, რა იყო, არამედ იმას, რა შეიძლება ყოფილიყო.
ვოლტერი: არ განიკითხო ადამიანი, რაშიც დარწმუნებული არ ხარ; არ შეჰპირდე, თუ მოტყუება გადაწყვიტე; არ შეამოწმო, თუ უკვე ენდობი და არ აჩუქო, თუ გამორთმევას აპირებ.
ჰაინე: დიდი ხანია ცნობილია, რომ ადამიანთა 20 პროცენტი საქმის 80 პროცენტს აკეთებს. ცოტა ხნის წინ აღმოჩნდა, რომ ადამიანთა 80 პროცენტს ჰგონია, რომ ისინი იმ 20 პროცენტში შედიან.
დოსტოევსკი: არავინ დგამს პირველ ნაბიჯს, იმიტომ რომ ყველა ფიქრობს, იგივეთი არ უპასუხებენ.
ვოვენარგი: ხშირად გვეჩვენება, რომ იდეალური დამოკიდებულებაა იქ, სადაც ადამიანები არასდროს კამათობენ... ტყუილია! სიჩუმე და სიმშვიდე მხოლოდ იქ არის, სადაც უკვე კარგა ხანია, გულგრილობა დამკვიდრდა.
ბერკლი: ხარ – ნიშნავს, რომ მიგიღეს.
კანტი: დრო შეიძლება გააჩერო, სარკე კი გატეხო – ეს რევოლუციონრების იდეაა და არა რეალისტების.
ბრანდოსი: ადრე ვეძებდი ღმერთის არსებობის მტკიცებულებებს, ახლა ვეძებ ადამიანისას.
ზეიმე: სიზარმაცე – ეს სხეულის სისულელეა, სისულელე კი – ჭკუის სიზარმაცე.
ბონაპარტე: სულელი მოსაწყენია, ხოლო პედანტი – აუტანელი.
ბეკონი: შეიძლება, აიძულო ხალხი ისწავლონ, მაგრამ გადაეჩვიონ – შეუძლებელია.
დეკარტი: სხვების ჩადენილი სისულელეები სულაც არ გვეხმარება, ჭკვიანები გავხდეთ.
ჟვანეცკი: აზრი და ქალი ერთად არასდროს მოდიან.
მოპასანი: ქალებსაც აქვთ ჭკვიანი აზრები, ოღონდ ისინი მამაკაცებისაა.