კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შოუ მოუწყო ფაშისტებს ცნობილმა ქართველმა თაღლითმა, მეტსახელად „ფრანტმა“

2002 წელს 92 წლის ასაკში, მოსკოვში ცნობილი ქართველი საბჭოთა თაღლითი პავლე აბაშიძე, მეტსახელად „ფრანტი,“ გარდაიცვალა. ეს ადამიანი კრიმინალური სამყაროს ლეგენდა იყო და გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს მისი ბიოგრაფიიდან.
დაზარალებული ორჯონიკიძე
პავლე აბაშიძე 1910 წელს თბილისში დაიბადა. მამამისი სამხედრო ოფიცერი იყო და პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა. ცოტა ხანში დედაც გარდაეცვალა და 7 წლის ბავშვი დაობლდა. მას შორეული ნათესავი უვლიდა, მაგრამ 8 წლის პავლე ბოშებს მიეკედლა და მათთან ერთად დახეტიალობდა რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე. 1925 წელს ბოშები კვლავ თბილისში დაბრუნდნენ. 15 წლის ბიჭი უკვე ჩამოყალიბებული ჯიბგირი იყო და დიდი ოსტატობით იპარავდა. ბოშები თბილისიდან მალევე გაემგზავრნენ, პავლე კი დარჩა. ის მასზე 10 წლით უფროსმა ბერძენმა ქალმა, მადინა გალიასმა შეიფარა, რომელსაც ტანადი ჭაბუკი მოეწონა და საყვარლად გაიხადა...
პავლე თბილისში ჯიბგირობდა. 1928 წელს თბილისში სასოფლო-სამეურნეო გამოფენა ტარდებოდა, რომელსაც უამრავი სტუმარი ჰყავდა. ერთ დღეს პავლე იქ „საჩალიჩოდ“ მივიდა. მისთვის უცნობ მოქალაქეს ჯიბიდან საათი ამოაცალა და სახლში დაბრუნდა. თუმცა, მეორე დღეს ის გალიასის ბინაში „ჩეკამ“ დააპატიმრა და წაიყვანა. საქმე კი ის გახლდათ, რომ დაზარალებული თავად სერგო ორჯონიკიძე იყო.
წარმოდგენა
ქურდი პირდაპირ დაზარალებულის კაბინეტში მიიყვანეს. „თბილისის დამპყრობელმა“ პავლე ყურადღებით შეათვალიერა და უთხრა:
– ოსტატურად იმუშავე. კიდევ კარგი, რომ თავი არ მომპარე. ერთი მხრივ, სიკეთე გამიკეთე და სიფხიზლე გამიასმაგე. თუ შემპირდები, რომ აღარასოდეს იქურდებ, არ დაგსჯი და დაგაჯილდოებ.
– პირობას გაძლევთ, აღარ ვიჯიბგირებ, – მიუგო პავლემ ორჯონიკიძეს, რომელსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ ვის ელაპარაკებოდა.
ორჯონიკიძეს გაეცინა. მაგიდის უჯრიდან ჯიბის საათი ამოიღო, პავლეს გადასცა და უთხრა:
– წარწერით გისახსოვრებ. შენ მიერ მოპარულ საათს გაჩუქებდი, მაგრამ ის თავადაა ნაჩუქარი – ლენინმა მისახსოვრა.
ლენინის სახელის ხსენებაზე პავლე ოდნავ გამოერკვა, რადგან იცოდა, ვინც იყო. ორჯონიკიძემ კი მას ხელი ჩამოართვა და კაბინეტიდან გამოისტუმრა. როდესაც ეს წარწერიანი საჩუქარი ბიჭმა მადინა გალიასს უჩვენა, ქალს გული წაუვიდა შიშისგან, რადგან კარგად იცოდა, თუ ვინ აჩუქა მის საყვარელს საათი...
იმავე წელს მადინა და პავლე ლენინგრადში გადასახლდნენ და მართალია, პავლე აღარ ჯიბგირობდა, მაგრამ კრიმინალური საქმიანობისთვის თავი არ დაუნებებია. მან პროფესია შეიცვალა და თაღლითი გახდა. თავიდან ის წვრილმანი აფერით იყო დაკავებული. მოგვიანებით კი, როდესაც ქვეყანაში ინდუსტრიალიზაცია დაიწყო, საბჭოეთს უცხოელები მოაწყდნენ. პავლემ მათ „გაწეწვას“ მიჰყო ხელი, რაშიც მადინაც ეხმარებოდა. 1933 წლის 20 ივნისს ლენინგრადის სასტუმრო „მეტროპოლის“ ფეშენებელური რესტორნის სცენაზე ილუზიონისტმა, რომელიც საკუთარ თავს „ფრანტს“ უწოდებდა, უცხოელებისთვის ექსკლუზიური წარმოდგენა გამართა. ფრანტი – პავლე აბაშიძე იყო. ის ცილინდრსა და ფრაკში იყო გამოწყობილი, ხელებზე კი თეთრი ხელთათმანები ეცვა. მისმა მომხიბვლელმა ასისტენტმა ქალმა, ანუ მადინა გალიასმა, მაგიდებს შავი ყუთით ჩამოუარა. ყუთში უცხოელები ძვირფას ნივთებს ყრიდნენ. მადინამ ეს ყუთი სცენაზე აიტანა, მაგიდაზე დადო და კულისებში გავიდა. სცენაზე კი ფრანტი გამოვიდა და საზოგადოებას განუცხადა, რომ ორიოდე წუთის შემდეგ ყუთში მოთავსებული ნივთები ამოფრინდებოდნენ, თავიანთ პატრონებთან მიფრინდებოდნენ და ამგვარად დაუბრუნდებოდათ მათ.
– ერთი, ორი, სამი! – დაიძახა ფრანტმა და რესტორანში შუქი ჩაქრა. ნახევარი წუთის მერე კი, როდესაც „მეტროპოლის“ რესტორანი კვლავ გაჩახჩახდა, სცენა ცარიელი იყო, მაგიდაზე კი ძვირფასეულობით სავსე ყუთი უკვე აღარ იდო... ეს არც იყო გასაკვირი, რადგან პავლემ და მადინამ 75 ათასი მანეთის ღირებულების ნივთები გაიტაცეს და მოსკოვს გაემგზავრნენ. ილუზიონისტის „ექსკლუზიური წარმოდგენა“ კი დიდი სკანდალით დასრულდა და თაღლითი წყვილის ძებნა „ენკავედემ“ დაიწყო.
გაბითურებული ფაშისტები
მიუხედავად იმისა, რომ თაღლით წყვილს ინტენსიურად ეძებდნენ, მათი მოხელთება არ ხერხდებოდა. 1936 წელს მადინა დააკავეს და ხუთი წლით ციხეში ჩასვეს. ის 1941 წელს გაათავისუფლეს და ფრონტზე გაგზავნეს, სადაც ხუთი თვის შემდეგ დაიღუპა. პავლე აბაშიძე კი დიდ სამამულო ომს ოდესაში შეხვდა, სადაც ის ბოლო ორი წელი მოღვაწეობდა და აფერისტობა არც ფაშისტური ოკუპაციის დროს შეუწყვეტია.
ძებნილობის მიუხედავად, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება ახორციელებდა, პავლე თავისი ქვეყნის პატრიოტი იყო. სძულდა ფაშისტები და ცდილობდა, მათთვის ევნო. 1942 წლის აგვისტოს მიწურულს ოდესის კინოთეატრ „არსში“, სადაც ორასი ფაშისტი ოკუპანტი ჯარისკაცი და ოფიცერი შეიკრიბა, ვითომდა ცირკის მსახიობმა ფრანტმა ფაშისტებს „მეტროპოლის“ რესტორანში ჩატარებული სეანსი გაუმეორა. მერე კი, რაც სცენიდან ფაშისტების კუთვნილი, ძვირფასეულობით სავსე ყუთი გაუჩინარდა, დარბაზი კვლავ გაჩახჩახდა. „მფრინავი ნივთების“ მომლოდინე ფაშისტებს ორი სიურპრიზი ელოდათ: უცებ სცენაზე ფარდა დაეშვა, რომელზეც ჩამომხრჩვალი ჰიტლერის უზარმაზარი კარიკატურა ეკიდა და ეწერა: „ჰიტლერ კაპუტ“ (ჰიტლერი მკვდარია). ფაშისტები აღშფოთდნენ და აწრიალდნენ, მაგრამ ამ დროს დარბაზის ოთხივე მხარე ერთდროულად აალდა და კინოთეატრში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც ფაშისტები ძალიან დააზარალა. ისინი ტარაკნებივით, შებრაწულები გამორბოდნენ გარეთ... ეს აქცია ფრანტმა ოდესელ იატაკქვეშელებთან ერთად განახორციელა და ოდესიდან გაუჩინარდა. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და პავლე აბაშიძე სამჯერ იჯდა ციხეში. მაგრამ, წითელი ვარსკვლავის ორდენი, რომელიც ოდესის აქციისთვის მიანიჭეს და ორჯონიკიძეს მიერ ნაჩუქარი საათი მისთვის არავის ჩამოურთმევია.

скачать dle 11.3