ინტიმური საუბრები
ქმრის ძმაკაცისგან დავფეხმძიმდი და ახლა ჯოჯოხეთში ვცხოვრობ
მე და ჩემი ქმარი ახალდაქორწინებულები ვიყავით და მარტო ვცხოვრობდით ბინაში. მეუღლე ღამის ცვლაში მუშაობდა. აბაზანაში ონკანი გამიფუჭდა და ვიფიქრე, დედასთან წავალ, იქ ვიბანავებ და დავიძინებ-მეთქი. ქმარს დავურეკე, ვუთხარი დედასთან მივდივარ, დილით გამომიარე და ერთად დავბრუნდეთ სახლში-მეთქი. მან კი მიპასუხა: უკვე გვიანია, სად უნდა წახვიდე, გიორგის დავურეკავ და ონკანს გააკეთებსო. გიორგი ოთიკოს, ჩემი მეუღლის ბავშვობის მეგობარი იყო და საკმაოდ ხშირად მოდიოდა ჩვენთან. მოკლედ, ცოტა ხანში მართლაც მოვიდა გიორგი და ონკანი შეაკეთა. ვიფიქრე, პატივს ვცემ-მეთქი და ყავა შევთავაზე. მითხრა, არა ყავა არ მინდა, მაგრამ ლუდს კი დავლევდიო. მაცივარში არ მქონდა ლუდი, თავად წავიდა და მოიტანა. კი გამიკვირდა, წასვლა-მოსვლას არ ჯობდა სახლში დაელია-მეთქი, მაგრამ... მოკლედ, დალია ლუდი და არ აპირებდა წასვლას. მობოდიშებით ვუთხარი, უნდა დავიძინო-მეთქი და... არ დამავიწყდება მისი გამოხედვა. წამოხტა, მხეცივით მეცა და ფერება დამიწყო. ვყვიროდი, მუშტებს ვურტყამდი, რაც ძალი და ღონე მქონდა, ვუძალიანდებოდი, მაგრამ ამაოდ. საძინებლამდე როგორ მივედი, არ მახსოვს, აგონიაში ვიყავი. გულისწადილი რომ აისრულა, საწოლიდან ადგა და მშვიდად მითხრა, კიდევ შევხვდებითო და წავიდა. სიმწრისგან თითებს ვიკვნეტდი, მაგრამ რაღას ვუშველიდი იმას, რაც მოხდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ქმრისთვის როგორ მეთქვა ეს. ვიცი, მოკლავდა და ციხეში წავიდოდა. ეს ამბავი ვერავის გავუმხილე და ჩუმად გადავიტანე ეს საშინელი ტკივილი. მას მერე, ქუჩაში შევხვდი გიორგის და დავემუქრე, თუ ჩემს სახლში ფეხს შემოდგამ ან ჩემი ქმრის გვერდით გაივლი, მოგკლავ-მეთქი. მას მერე 2 წელი გავიდა. იმ მოძალადისგან შვილი მყავს. ამას გვიან მივხვდი. როდესაც დავფეხმძიმდი, კი გამკრა გულში, ვაითუ, ბავშვი მისგან იყოს-მეთქი. მაგრამ, ბავშვი რომ დაიბადა, მე მგავდა და დავწყნარდი, თავი დავიმშვიდე, გადავრჩი-მეთქი. თითქოს დავივიწყე ის საშინელი ღამე, მაგრამ რაც დღეები გადის და ბავშვი იზრდება, იმ მხეცს და არაკაცს ემსგავსება. გაჭრილი ვაშლივით ჰგავს იმ არამზადას. რასაკვირველია, ამას ჩემი ქმარი ვერ ამჩნევს და ბავშვზე გიჟდება, ისე უყვარს. ძალიან მრცხვენია, ამ ამბავს რომ ვუმალავ საკუთარ ქმარს, მაგრამ ძალიან მიყვარს და თან, ციხისთვისაც არ მემეტება. იმ ნაძირალას გამო, რატომ უნდა გაუბედურდეს? ასეთ საშინელებაში ვცხოვრობ. ვიცი, ეს ამბავი არ დაიმალება და ერთ დღესაც გასკდება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, უნდა გავჩუმდე. ამ ტყუილში ცხოვრება ჯოჯოხეთს ჰგავს. ვერც ვერავის ვეკითხები რჩევას, ან რა უნდა მირჩიონ? ვცხოვრობ, ერთი შეხედვით ბედნიერ ოჯაში, არადა, ერთი წამითაც არ მავიწყდება ის საშინელი ღამე.
ნატა, 25 წლის.