კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა

ცნობილია, რომ ქალის რეალურ ასაკს უპირველესად ხელები და ყელისა და დეკოლტეს წონა „გათქვამს“. ამჯერად გასწავლით, როგორ მოუაროთ მათ, რათა დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და მომხიბვლელობა.
პილინგი
კანი მხრებისა და დეკოლტეს ზონაში ნაოჭების გაჩენისკენ არის მიდრეკილი. ის არის მშრალი, თხელი და განიცდის მკვებავი ნივთიერებების სიმცირეს.
იმაში, რომ ნებისმიერ ასაკში შევინარჩუნოთ კანის სიმკვრივე და ელასტიკურობა, დაგვეხმარება პილინგი. ეპიდერმისის ზედა ფენის მოშორებით თქვენ ჟანგბადით აჯერებთ უჯრედებს და ეხმარებით მათ (უჯრედებს) განახლებასა და გაახალგაზრდავებაში.
თუ თქვენი კანი არ არის მიდრეკილი გაღიზიანებისკენ, თამამად გამოიყენეთ სკრაბი. ამქერცლავი ნაწილაკები (უმრავლეს შემთხვევაში ეს არის გარგარის დაფქული კურკები) სწრაფად გახდიან კანს სრიალას და ხავერდოვანს. მაგრამ თუ თქვენი კანი მშრალი და მგრძნობიარეა, უმჯობესია, შეარჩიოთ გომაჟი. ის შეიცავს ხილის მჟავებს (შეფუთვაზე უნდა ეწეროს AWA-მჟავები), რომლებიც აკურატულად შლიან უჯრედების ზედა ფენას. გახსოვდეთ, რომ პილინგის შემდეგ ნებისმიერი ტიპის კანი სწრაფად იწვება მზეზე, ამიტომ, უმჯობესია, ეს პროცედურები პლაჟზე გასვლამდე 1-2 დღით ადრე ჩაიტაროთ; პროცედურების ჩატარებიდან 2-3 დღის განმავლობაში კი ქუჩაში გასვლის დროსაც წაისვით მზისგან დამცავი კრემი – SPF50.
კანის დატენიანება და კვება
შეგიძლიათ, გაიხსენოთ, რა სიხშირით ისვამთ კრემს ყელსა და დეკოლტეზე? სტატისტიკის მიხედვით, ამას ქალების მხოლოდ 30 პროცენტი აკეთებს ყოველდღიურად, დანარჩენი 70 პროცენტი კი – როცა გაახსენდებათ. წესად შემოიღეთ ნაზი ზონების ყოველდღიური მოვლა. ხელებისა და მკლავებისთვის გამოგადგებათ ანტიცელულიტური კრემი – ის წვავს ცხიმებს, ახდენს სხეულის კონტურების გამოკვეთას და ამაგრებს კუნთებს. ყელისა და დეკოლტესთვის გამოგადგებათ სახის კრემები, გარდა იმ კრემებისა, რომლებიც განკუთვნილია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის, რადგან ისინი აშრობს კანს და აფერხებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, ყელის ზონაში კი კანი ისედაც სიმშრალეს განიცდის და მთელი წლის განმავლობაში საჭიროებს დამატებით დატენიანებას. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რომელ საშუალებას იყენებთ, არამედ ისიც, თუ როგორ აკეთებთ ამას: თუ ნაოჭების გასწორება გსურთ დეკოლტეს ზონაში, კრემი წაისვით ხელისგულებით, ტალღური მოძრაობით, მკერდიდან ნიკაპისკენ მიმართულებით. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 10-15-ჯერ; იმ შემთხვევაში კი, თუ ორმაგი ღაბაბის გაქრობა გინდათ, გააკეთეთ მუშტი და შესაბამისი ზონა დაიმასაჟეთ მოხრილი თითების „წვეტებით“, წრიული მოძრაობით, ჯერ საათის ისრების მიმართულებით, შემდეგ კი – პირიქით.
შენიღბვა
თუ თქვენ მაღალი რანგის წვეულებაზე გიწევთ წასვლა და აუცილებელია, ჩაიცვათ კაბა ღრმად ამოჭრილი დეკოლტეთი, მაგრამ საამისო „მონაცემები“ არ გაქვთ, უნდა ისარგებლოთ ვიზაჟისტებისა და სტილისტების პატარ-პატარა ეშმაკობებით, მაგალითად დეკოლტეს ზონაზე T ასოს მოხაზულობით წაისვით მბზინავნაწილაკებიანი პუდრი (ჰაილაიტერი) – ასე უფრო ფუმფულა მკერდი გამოგიჩნდებათ. არსებობს წვრილმანი ნაკლის დაფარვის კიდევ ერთი მეთოდი – წაისვით ავტორუჯი. ყველაზე უფრო თანაბრად კანზე ნაწილდება სპრეი. თუ თქვენ გამოიყენეთ ავტორუჯი რძის სახით, წასმის შემდეგ გაათანაბრეთ ის მშრალი „ღრუბლით“. კანის მშრალ მონაკვეთებზე (მაგალითად, იდაყვებზე), შესაძლოა, მიიღოთ უფრო ბაცი ფერი ან ლაქები, ამიტომ ისინი ცოტა უფრო ინტენსიურად დაიმუშავეთ იმავე „ღრუბლით“. მთლიანობაში, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ კანის არათანაბარი შეღებვა, ავტორუჯის წასმიდან 1 საათის შემდეგ ჩაიცვით საბანაო კოსტიუმი ან კაბა დეკოლტეთი.
გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ თქვენს კანს „შიგნიდანაც“ დაეხმარებით, ანუ კვებით შეუწყობთ ხელს.
გსურთ, ისე გახდეთ, რომ თქვენი კანი გაახალგაზრდავდეს და თანაც ჯანმრთელი დარჩეთ? კვების რაციონში შეიტანეთ რაც შეიძლება მეტი მწვანე ბოსტნეული, ხილი და სალათები, რადგან თითოეული მათგანი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტს. საიდუმლო არ არის, რომ სწორედ ეს პროდუქტები აფერხებს კანის უჯრედების დაშლის პროცესებს და აფერხებს კანის დაბერებას. თითქმის ყველა ვიტამინისა და მიკროელემენტის ნაკრებია ნიახურის, მწვანე ვაშლის, ისპანახისა და კივის სმუზი (თითოეული კომპონენტის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50-60 გრამს). ის მოამარაგებს ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერებით და არა მარტო სახის, არამედ სხეულის კანსაც დიდხანს შეუნარჩუნებს სინაზეს, სიმკვრივესა და ელასტიკურობას.

скачать dle 11.3