როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე ზოდიაქოს ნიშანზე დაკვირვებით
კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, სხვადასხვა სასიცოცხლო პოტენციალი გააჩნიათ. შესაბამისად, არსებობს საფრთეხები, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ, რომ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნათ და იცოდეთ, რას მიაქციოთ მეტი ყურადღება და სად გამოიჩინოთ მეტი სიფრთხილე.
ვერძი – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, კარგი სასიცოცხლო პოტენციალი აქვთ. გამოირჩევიან მაღალი სიცოცხლისუნარიანობითა და ამტანობით. თუმცა, იზიდავთ ხიფათი, უყვართ ექსტრემი. ამიტომ, ხშირად ხდებიან ავტოავარიისა და კონფლიქტების მსხვერპლი.
კურო – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულების სისუსტე ყელი, ფარისებრი ჯირკვალი და ჭარბი წონაა. ზოგადად, ჯანმრთელი ორგანიზმი აქვთ, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მიმართ უყურადღებობას, ხშირად ისინი სავალალო შედეგამდე მიჰყავს.
ტყუპები – ენერგიული და აქტიურია, მაგრამ ძალიან სუსტი ნერვული სისტემა გააჩნია, რის გამოც მიდრეკილია ვეგეტონერვოზისკენ. დიდი ალბათობაა, სიცოცხლის განმავლობაში რამდენჯერმე დასჭირდეს ქირურგიული ოპერაცია, მოტეხილობისა და ტრავმების გამო.
კირჩხიბი – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის მთავარი პრობლემა ემოციურობა და პესიმიზმია. სწორედ ამიტომ, ისინი ძალიან ხშირად ავადდებიან ქრონიკული, რთულად დიაგნოსტირებადი და ძნელად მოსარჩენი დაავადებებით.
ლომი – ამ ნიშნით დაბადებული ადამიანის გარეგნული თავდაჯერებულობის ნიღბის მიღმა სათუთი ბუნება და სუსტი ემოციური ველი იმალება. ლომის პირველი პრობლემა გული და გულ-სისხლძარღვთა სისტემაა.
ქალწული – მათი უმთავრესი პრობლემა კუჭ-ნაწლავის სისუსტე და კანის დაავადებებია. ამიტომ ამ ადამიანებს, ყველაზე ხშირად აწუხებთ ალერგიის სხვადასხვა ფორმა, გასტრიტი, კოლიტი, ენტეროვირუსები.
სასწორი – სასწორების სისუსტე თირკმელი და ნივთიერებათა ცვლის პრობლემებია. მათ უმრავლესობას ხშირად ჭარბი წონის პრობლემაც აქვს. სასწორები ყველაზე ხშირად გართულებული უროლოგიური პრობლემების გამო იტანჯებიან.
მორიელი – გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობა, რეგენერაციის უნარი და თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვს. თუმცა, არსებობს რიგი დაავადებები, რომელიც მორიელს უტევს. უპირველესად, ეს გახლავთ ნერვული პრობლემები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.
მშვილდოსანი – ენერგიული, მოძრავი და აქტიურია. სპორტი მათი ცხოვრების წესი უნდა იყოს, რადგან, აძლიერებს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების სასიცოცხლო ლიმიტს. გადამეტებული ჭამა-სმის სიყვარული და მავნე ჩვევები, ხშირად არღვევს მშვილდოსნის ნივთიერებათა ცვლას.
თხის რქა – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის მთავარი პრობლემა ძვლოვან სისტემას უკავშირდება. ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი და კბილების სისუსტე, მათი მუდმივი პრობლემაა. თუმცა, საქმეს ხშირად არა მხოლოდ დაავადების ალბათობა, არამედ, თხის რქისთვის დამახასიათებელი პესიმიზმიც ართულებს. რაც ხშირად ხდება ზოგიერთი დაავადების ქრონიკულ სტადიაზე გადანაცვლების მიზეზი.
მერწყული – მათი უმთავრესი პრობლემა სისხლძარღვებსა და სისხლის მიმოქცევის სისტემას უკავშირდება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს არ უყვართ სპორტი, იშვიათად მისდევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს და ნაკლებად იკვებებიან სწორად. მათი დიდი ნაწილი ხშირად ხდება ფსიქოზისა და სხვადასხვა ნერვული დაავადების მსხვერპლი.
თევზები – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულის ძირითადი სისუსტეა ნერვული სისტემა და სითხის ბალანსის დარღვევა ორგანიზმში. გააჩნიათ მიდრეკილება ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისკენ, რაც ხდება კიდეც, საბოლოო ჯამში, მათთვის სასიკვდილო საფრთხის მიზეზი.