კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ვარ რამდენიმე თვის ფეხმძიმე. ეკლესიურად არასდროს გვიცხოვრია არც მე და არც ჩემს მეუღლეს. ხომ არ აისახება ეს ცოდვა ბავშვზე?
პასუხი: უფალი დედობის სიხარულით გასაჩუქრებთ და თუკი აქამდე არ დადიოდით ტაძარში და შორს იყავით ღმერთისგან, ახლა მაინც უნდა იაროთ. თუკი ქრისტეს ხორცსა და სისხლს ეზიარებით, თქვენს პატარაზე მადლი გადავა და ჯანმრთელი დაიბადება. ზოგადად, ეკლესია ფეხმძიმეებს მარხვასაც უმსუბუქებს. მათ შეუძლიათ, შეძლებისდაგვარად, ყოველკვირა ეზიარონ.
კითხვა: თავიდან ვერ მოვიშორე წარუმატებლობა და უბედურებები. აქამდე ვფიქრობდი, რომ ჯადოს ბრალი იყო. ახლა მითხრეს, რომ კარმა მაქვს დაბინძურებული და საჭიროა მისი განწმენდა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თუ თქვენ მართლმადიდებელი ხართ, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი წარუმატებლობა, უცხოურ რელიგიაში კარმად მოხსენიებულ ბედისწერას კი არ დააბრალოთ, არამედ იმას, რომ უფლის რწმენა გაკლიათ. მობრძანდით ტაძარში, დაელაპარაკეთ მოძღვარს და იცხოვრეთ რელიგიურად. ასე შეგეწევათ უფალი.
კითხვა: ქონების გაყოფასთან დაკავშირებით ოჯახის წევრთან შემექმნა პრობლემები, რასაც ძალიან განვიცდი. როგორ მოვიქცე?
პასუხი: არ არსებობს საკითხი, სახარების სიბრძნე რომ არ გვიხსნიდეს. სახარების მიხედვით კი, უფალი ერთმანეთის სიყვარულს გვასწავლის. სიყვარული კი ნებისმიერ ქონებაზე მეტია. ოჯახის წევრთან ქონების გამო გართულებული ურთიერთობა ბოროტი ძალისგან არის შთაგონებული. ილოცეთ თქვენთვისაც და ოჯახის წევრისთვისაც. გულიდან ამოირეცხეთ წყენა და გაღიზიანება, სიმშვიდით შეხვდით ყველაფერს. თქვენს ოჯახის წევრსაც ასე გაუნათდება გონება და პრობლემაც მოგვარდება.
კითხვა: წლების წინ გარდამეცვალა მშობლები. ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღე მეცხადება მათი სახეები. რატომ ხდება ასე და რა ვიღონო?
პასუხი: ისინი თქვენგან ლოცვასა და შეწევნას მოითხოვენ. მათ სახელზე მღვდელმსახურს პანაშვიდი გადაახდევინეთ, მოიხსენიეთ ლოცვებში და წირვის დროს. ამგვარად, დამშვიდდებით და თქვენი მშობლების სულებსაც შეეწევით.

скачать dle 11.3