კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დათო ხუჯაძის ანეკდოტები


წარწერა წამალზე: „მოხმარების წინ, აუცილებელია, გახდეთ ავად!”
***
პატრული აჩერებს ნასვამ მძღოლს, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მიდის.
– სად მიდიხარ?
– სად მივდივარ არ ვიცი, მაგრამ, მგონი, დამაგვიანდა... ყველა უკან მოდის.
***
ქმარი გვიან დაბრუნდა სახლში. იფიქრა, ცოლი ჩხუბს დამიწყებსო და პირიქით მოხდა – გაუღიმა.
– მოხვედი, საყვარელო?
– მაპატიე, ძალიან დავაგვიანე?
– არა, რას ამბობ! ძლივს ნორმალური ქალის სუნამოს სუნი აგდის.
***
ძმაკაცი უყვება ძმაკაცს:
– აუ, ბიჭო, გუშინ საშინელი სიზმარი ვნახე. დამესიზმრა, ვითომ დაუსახლებელ კუნძულზე ვიყავი და ჩემს გვერდით იყვნენ ნაომი კემპბელი, კლაუდია შიფერი და ჯულია რობერტსი.
– მერე, ეგ არის საშინელი სიზმარი?
– მე მერლინ მონრო ვიყავი.
***
საუბარი ციხეში:
– რაზე ზიხარ?
– ცოლს შემოველახე.
– მერე?
– შემომაკვდა.
***
– როგორ ხარ? რას შვრება შენი ბიჭი უცხოეთში?
– ენაცვალოს მამა! სულ დაბლიდან დაიწყო და თავამდე ავიდა – თავიდან ფეხსაცმელებს წმენდდა, ახლა კი პარიკმახერია.
***
აბიტურიენტი დაბრუნდა სახლში გამოცდიდან. ნანერვიულები მშობლები კართან დახვდნენ და ეგრევე კითხვები დააყარეს:
– აბა, რა ქენი, შვილო, ხომ არ შეგვარცხვინე? ჩააბარე?
– რა ვიცი, ძალიან მორწმუნე გამომცდელი შემხვდა... რამეს რომ მკითხავდა, ვუპასუხებდი, ის კი ჭერში იხედებოდა და ამბობდა: ღმერთო ჩემო... ღმერთო ჩემოო.
***
– შენ რა ბარაბანზე აღარ უკრავ?
– რავი, ჩემს ზედა მეზობელს იარაღი უყიდია და...
***
ორი ძმაკაცი შეხვდა ერთმანეთს:
– როგორ ხარ? რას შვრები? წამო, არ გინდა, დავლიოთ?
– იცი, მე  აღარ ვსვამ...
– როდიდან?
– ერთი წელი იქნება.
– რატომ, მერე?
– წინა ზაფხული გახსოვს?
– კი, მახსოვს.
– ჰოდა, მე არ მახსოვს!

ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები
– თქვენი ქმარი სად მუშაობს?
– ქმარი ოცი წლის წინ მომიკვდა.
– კი მაგრამ, თქვენ ხომ პატარა შვილები გყავთ?
–  ქმარი მომიკვდა, მე კი არ მოვმკვდარვარ!
***
– რამდენჯერ უნდა გითხრა, ჭამის დროს ნუ კითხულობ. ვერ ხედავ, რას ჭამ, გემოსაც ვერ იგებ, – ეუბნება ცოლი ქმარს.
–  ხოდა, სწორედ მაგიტომ ვკითხულობ, ქალო!
***
საოპერაციოში, მაგიდაზე წევს პაციენტი და ქირურგს ეკითხება:
–  ექიმო, მითხარით, არ დამიმალოთ, ოპერაციის შემდეგ, ვიოლინოზე დაკვრა შემეძლება?
–  რასაკვირველია, შეგეძლებათ.
–  არ მატყუებთ?
–  როგორ გეკადრებათ!
–  რა სასწაულია, მადლობა ღმერთს... არასდროს დამიკრავს ვიოლინოზე და ახლა შევძლებ.
***
მარო ეუბნება მიხოს:
–  იცი, მიხო, დღესა მათხოვარი დავაპურე და თანაც ორი ლარი ვაჩუქე.
– და, რა შაააჭამე?
– ჩემი გაკეთებული ბოზბაში.
–  სულ შაჭამა?
–  კი, ბოლომდე.
–  მაშინ, ორი ლარი ცოტაა.

скачать dle 11.3