კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარული რეანიმაციაში

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-34(817)

 სამსახურში დილით მისულ ნიას დერეფნები პაციენტებით სავსე დაუხვდა და მიხვდა – „დავითი ჩამოვიდა“... თიკო და ექთნები საოპერაციოებს ამზადებდნენ.  ნიას დანახვაზე თიკოს სახე გაუბრწყინდა.
– ვფიქრობდი, ნეტავი, ცოტა ადრე მოვიდეს-მეთქი... სამი ოპერაციაა, მოგვეხმარები?
– სამი ოპერაცია?
– ჰო. ერთს სოსო აკეთებს, ორს – ბატონი დავითი. იცი ხომ, რომ მოვიდა?!
– ჰო, მივხვდი... მისი კაბინეტის წინ ისეთი ამბავია... სად არის?
– ალბათ, თავის კაბინეტში... წეღან აქ იყო. დაფაზე ოპერაციების განრიგის დაწერა მთხოვა. სად მიდიხარ?
– ახლავე მოვალ... სულ ერთი წუთით ჩავალ ქვემოთ...
– დიდხანს არ დაყოვნდე. დაეხმარები ბატონ დავითს?
– რა თქმა უნდა.
თიკომ მადლიერების ნიშნად გაუღიმა.
– მაშინ მე სოსოსთან შევალ... ნია, როგორ ფიქრობ, რამე გამოგვივა?
– სოსოსთან შენს ურთიერთობას გულისხმობ? რა ვიცი, იმ გულისმომკვლელი აღიარების შემდეგ, მგონი, შენმა ყურადღებამ უნდა აღაფრთოვანოს.
– რას გულისხმობ? – ვერ მიხვდა თიკო.
– საორდინატოროში რომ ლაპარაკობდა, ჩემი პროფესიის გადამკიდე, სულ მარტო ვარო... შენზეა დამოკიდებული. ცოტა გააქტიურდი.
– რას ამბობ, „გააქტიურდი“ რას ნიშნავს? კისერზე ხომ არ ჩამოვეკიდები. არ შემიძლია. ასე ძალიანაც კი არ მიჭირს – შეურაცხყოფად მიიღო თიკომ ნიას სიტყვები.
– საწყენად არ მითქვამს. კაცებს ინიციატივა აკლიათ ხოლმე, მით უფრო სოსოსნაირ ტიპაჟებს. გაუღიმე, ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინე მის მიმართ, რომ მიხვდეს.
– რას მიხვდეს?
– მის მიმართ შენს ინტერესს.
– ჯერ კიდევ არ მიმიღია გადაწყვეტილება მასთან დაკავშირებით. გაორებული გრძნობა მაქვს... გამოფენაზე რომ ვიყავით, ის ტიპიც მომეწონა.
– ვინ, გუკა?
– ჰო... ძალიან საინტერესო ვინმე ჩანს.
ნიამ მხრები აიჩეჩა.
– შენ იცი, მაგრამ მხატვრები, არქიტექტორები, დიზაინერები, მეტისმეტად თავისუფალი და უცნაური ხალხია. არ გამოგადგება. სოსო უფრო სტაბილურია. თუ სერიოზული ურთიერთობა გინდა, მაშინ სოსო უკეთესი ვარიანტია.
თიკომ შეხედა და სიცილი აუტყდა.
– ჩვენ ისე ვარჩევთ და ვლაპარაკობთ, თითქოს ყველაფერი ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული... სასაცილოები ვართ ძალიან.
– არც ისე, – ტუჩები აიბზუა ნიამ, – სასაცილოები კაცები არიან. თავიანთი ამბიციებით. თავი რომ ძალიან მაგრები ჰქონიათ და მაინც ქალის ჭკუაზე დადიან.
– ეჰ, მაგასაც მოხერხება უნდა, –  სინანულით ჩაილაპარაკა თიკომ, – მე არ გამომდის და შენ?
– ნიამ მხრები აიჩეჩა.
– რა ვიცი, ზოგჯერ გამომდის...
– მართლა? მაგალითად, ვისთან გამოგივიდა? – ჩააცივდა თიკო.
– არ იცნობ შენ, – ღიმილით აარიდა თავი პასუხს ნიამ, – გავიქცევი და მალე დავბრუნდები. თუ სოსო ამოვა, არ დაგავიწყდეს, რაც გითხარი – შენგან ყურადღება უნდა იგრძნოს...
ნიამ ყურადღებით მოათვალიერა პაციენტებით გავსებული დერეფანი და დააკვირდა, გაიღებოდა, თუ არა დავითის კაბინეტის კარი... ათწუთიანი ლოდინის მერე ეჭვმა გაკენწლა. „ნამდვილად იმ გოგოს სანახავად შევიდა. დარწმუნებული ვარ“...  – გაიფიქრა ეს თუ არა, შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა პალატებისკენ.
***
– დავითი საწოლთან ჩამოუჯდა ცისიას და გაუღიმა.
– შენ ამბავს სულ ვკითხულობდი. ვიცი, რომ სწრაფად მიიწევ წინ. მალე ადგები კიდეც.
– როდის? სოსო ექიმს ვეკითხებოდი და მეუბნებოდა, მარტო ბატონი დავითი გაგცემს ამ შეკითხვაზე პასუხსო.
– კიდევ რას გეუბნებოდა სოსო ექიმი? – დავითი ვერ მალავდა აღფრთოვანებას. ამ გოგოში იყო რაღაც ისეთი, რაც მასში საუკეთესო ემოციებს აღძრავდა. ერთბაშად მივხდა, რა იზიდავდა ცისიაში ასე – ბავშვური გულწრფელობა და გალუბრყვილობა. კიდევ უცნაური, თითქოს ხელუხლებელი სილამაზე, ისეთი სილამაზე, რომელიც თავად ცისიასაც კი არ ჰქონდა გაცნობიერებული.
– კიდევ ხომ არ აპირებთ ჩემს მიტოვებას? – შესცინა გოგომ და დავითი ფიქრიდან გამოერკვა. ცისია ისე შესციცინებდა, რომ უხერხულობა იგრძნო.
– არ მიმიტოვებიხარ. რამდენიმე დღით ვიყავი წასული მნიშვნელოვანი საქმე მქონდა.
– ვიცი, შვილი და შვილიშვილები უნდა გენახათ.
– ეს სოსო ექიმმა გითხრა?
– დიახ. ტყუპი შვილიშვილი რომ გყავთ, ესეც ვიცი.
– ოჰო, ყოჩაღ სოსოს, დრო უქმად არ დაუკარგავს, – ჩაიცინა დავითმა, – კიდევ რა გითხრა?
– რომ ძალიან გამიმართლა, თქვენს ჯადოსნურ ხელში რომ აღმოვჩნდი. თუმცა, ამას მეც ვგრძნობდი. იცით, ხომ ამბობენ, ზოგჯერ ძალიან ცუდ ამბავშიც შეიძლება, იპოვო პოზიტივიო. ჩემი ავარიის პოზიტივი თქვენ ხართ.
დავითმა უნდობლად შეხედა გოგოს. მოეჩვენა, რომ ცისია სიყვარულით სავსე მზერით შესცქეროდა. საკუთარი თავი გაკიცხა ამისთვის და სწრაფად წამოდგა.
– ოპერაცია მაქვს. მიხარია, რომ კარგად ხარ. ამ დღეებში კიდევ შემოგივლი და როცა დავრწმუნდები, რომ საშიშროება აღარ გემუქრება, ფეხზეც დაგაყენებ. მერე კი შენს მშობლებთან ერთად გადავწყვეტთ, სად გაივლი რეაბილიტაციის კურსს.
– არა, – ჯიუტად წარმოთქვა ცისიამ.
– რას ნიშნავს არა? – დავითმა ამოიოხრა. ინტუიციით გრძნობდა, რომ ეს ურთიერთობა ცისიასთან საშიშ ფორმებს იღებდა.
– ოპერაციის მერე მოდით და მითხარით, როგორ ჩაივლის ყველაფერი. რეაბილიტაციის კურსზე კი ნაადრევია ლაპარაკი. სანამ ფეხზე არ დავდგები და არ გავივლი...
– კარგი. მერე ვილაპარაკოთ ამაზე, – დაეთანხმა დავითი – ოპერაციის შემდეგ კი შეიძლება, ვერ შემოგიარო. ძალიან დაღლილი ვიქნები... დილით ადრე ჩამოვფრინდი.  ხვალ მოგინახულებ, აუცილებლად.
ცისიას პალატიდან გამოსული დავითისთვის იქვე, კართან მდგარი ნიას ნახვა მეხის გავარდნას ჰგავდა.
– ნია, საოპერაციო მზად არის? – ჰკითხა მაქსიმალურად მშვიდად და ისიც კი მოახერხა, გაეღიმა მისთვის.
– დიახ. მაგრამ აქ საოპერაციოს მზადყოფნაზე ინფორმაციის მოსაწოდებლად არ გელოდები.
– დაახლოებით ვხვდები, რისთვისაც მელოდები, მაგრამ, ალბათ, არ დამჭირდება იმის ახსნა, რომ ეს შესაფერისი ადგილი არ  არის. მოგვიანებით ვილაპარაკოთ.
– კარგი. მოგვიანებით ვილაპარაკოთ. მალე ისევ გამექცევი და დამემალები.
დავითი მოიღუშა.
– არც გავქცეულვარ და არც დავმალულვარ. არ მიყვარს, როცა ოპერაციის წინ უსარგებლო და უსიამოვნო ლაპარაკით ნეგატიურად მმუხტავენ. საღამოს სავახშმოდ წავალთ და ყველაფერს აგიხსნი...
ნია დაჟინებით მიაშტერდა კაცს და თავი დაუქნია.
– კარგი, – თქვა ხმადაბლა. შებრუნდა და დერეფანს ნელი ნაბიჯით გაუყვა.
***
ანდრო ჩქარი ნაბიჯით შევარდა საოპერაციოში. სოსო უკვე იცვამდა.
– რა ჭირს ამ ლიფტს, სულ დაკავებულია?! ოცი წუთი ველოდე და მერე ფეხით ამოვედი. რატომ აკეთებენ კლინიკებში საოპერაციო განყოფილებებს სულ მაღლა.
– იმიტომ, რომ ზედა სართულები „ვიპ“ ზონაა... ჩვენ ხომ „ვიპ“ ადამიანები ვართ, ამიტომ აირჩიე ქირურგობა. ჩაიცვი, დღეს მე დამეხმარები.
ანდრო უკმაყოფილოდ დაიღრიჯა.
– ბატონი დავითი ჩამოვიდა და დღეს ურთულეს ოპერაციას აკეთებს, ძალიან საინტერესო ოპერაციას... რომელიმე სხვა რეზიდენტი რომ დაიხმარო?
– „რომელიმე სხვა რეზიდენტი“ კი არა, შენ მჭირდები. მეგობარი ხარ. საოპერაციოში ჩემიანი მირჩევნია გვერდით.
– დღეს დავითთან ვიქნები... ამით ჩვენს მეგობრობას არაფერი დაუშავებდა.
სოსომ მხრები აიჩეჩა.
– კარგი, რადგან ასე გინდა. ოღონდ  იცოდე, ჩუმად უნდა იყო. დავითს არ უყვარს, როცა მის საოპერაციოში ვინმე ლაპარაკობს. თიკო უსიტყვოდ ხვდება, როდის რა სჭირდება, ამიტომაც არ შედის საოპერაციოში მის გარეშე.
– მალე ჩემ გარეშეც არ შევა საოპერაციოში, – ანდრომ გაიცინა და სოსოს თვალი ჩაუკრა.
– გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ. ოღონდ რა გაძლევს ამ ოპტიმიზმის საფუძველს, ვერ ვხვდები.
– აუცილებელი არ არის, ყველაფერს ხვდებოდე. თავს ნუ აიტიკვებ ჩემს შორეულ, ბუნდოვან პერსპექტივაზე ფიქრით. მაგალითად, გუკას ისედაც სჯერა, რომ ცხოვრებაში ბევრს მივაღწევ.
– მხოლოდ გამიხარდება, – პირქუშად მიუგო სოსომ.
– იცი, რას გეტყვი? დროა, ვიღაც გაიჩინო, ქალს ვგულისხმობ. ზედმეტად გაღიზიანებული და დაძაბული ხარ.
– ოჰო, როდის აქეთ იძლევი რჩევებს?!
– კარგი. საწყენად არ მითქვამს. თიკოს, მგონი, მოსწონხარ. გამოიყენე...
– ვინ გამოვიყენო, თიკო თუ ის ამბავი, რომ მოვწონვარ?
– ორივე. როცა საოპერაციოს მთავარი ექთანი შენი საყვარელია, აქედან სარგებელი უნდა ნახო.
– გეყოფა. თიკო „ისეთი“ არ არის.
– მე ვთქვი „ისეთია“-მეთქი? მაგრამ, აშკარად მოსწონხარ.
 – მე არ მომწონს, – გაღიზიანებული ტონით მიახალა სოსომ, – მოვრჩეთ ამაზე!
– ჰო, ვხვდები. ის ნია გაცილებით მადისაღმძვრელია, მაგრამ მისგან თავი შორს დაიჭირე – ეს ჩემი მეგობრული რჩევაა.
სოსო შემობრუნდა და ანდროს ავად შეხედა.
– ნია რა შუაშია? და საერთოდ, ვინ ლაპარაკობს ნიაზე?
– მე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ, ვატყობ, მის მიმართ გულგრილი არ ხარ. ეგ გოგო არც ისეთი უწყინარი და მიამიტია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თან, აშკარად უფრო მსხვილ ფრინველზე მონადირეა.
– ვინ? ნია? გეშლება, – გაიცინა სოსომ, – უბრალოდ, პრანჭიაა და უკარებად მოაქვს თავი.
– ჩემი გითხარი... პირადად მე, ნიასთან მეგობრობას ვამჯობინებ.
– ლოგინში მეგობართან უნდა დაწვე, აბა, მტერთან რა გინდა? კარგი, ბევრ დროს ვხარჯავთ ამ სულელურ საუბრებზე. მოკლედ, რა გადაწყვიტე – ჩემთან შემოდიხარ თუ დავითთან?
– საოპერაციოში ჩუმად ყოფნას ვამჯობინებ, ისედაც ბევრი ვილაპარაკე.
სოსომ გულგრილად აიჩეჩა მხრები, მაგრამ შეეტყო, რომ ეწყინა.
***
ნიამ კარადიდან მოკლე, შავი კაბა გამოიღო და გადაიცვა. მერე სარკესთან მივიდა და საკუთარ გამოსახულებას ჩააშტერდა. ამ კაბაში ზრდასრულ, ცხოვრებაში ბევრ ჭირ-ვარამნანახ ქალს ჰგავდა. თუმცა, ელეგანტური და ოდნავ გამომწვევიც იყო... ცოტა ხანს იფიქრა. მერე კაბა გაიხადა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და დაფიქრდა. საჭირო იყო სტრატეგიის შემუშავება. ჯობდა, კაცისთვის თავი შეეცოდებინა, ვიდრე თავს დასხმოდა პრეტენზიებით. თუ დაჩაგრული გოგონას როლი უნდა ეთამაშა, მაშინ ეს კაბა არ გამოადგებოდა. დავითს მასში ქალიც უნდა დაენახა და დაუცველი არსებაც, რომელსაც კაცის მზრუნველი ხელი სჭირდება. არჩევანი ტანზე კარგად მორგებულ ჯინსსა და ღრმად გულამოჭრილ მაისურზე შეაჩერა, ფეხსაცმელიც ნახევრად სპორტული შეარჩია – პატარა ქუსლით. როცა რესტორანში შევიდა, დავითი უკვე იქ იყო. ტერასის შორეულ კუთხეში მდგარ მაგიდასთან იჯდა და წყალს სვამდა. დაფიქრებული სახე ჰქონდა და ისეთი გამომეტყველება, კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად რომ არიან ხოლმე მზად... ნია მივიდა და წინ დაუდგა. დავითმა პატარა საფირმო პარკი დადო მაგიდაზე.
– ეს შენ ჩამოგიტანე... არ ნახავ?
ნია არ განძრეულა. არც საჩუქრისთვის მოუკიდია ხელი. იჯდა და კაცს თვალს არ აცილებდა.
– აქ იმიტომ მომიყვანე, მითხრა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა? – მიახალა მოურიდებლად და თხელი, ლამაზი თითები მაგიდის ზედაპირზე აათამაშა. დავითი შეცბა. ამ კითხვას არ ელოდა.
– მოდი, ჯერ ვივახშმოთ... რას შეუკვეთავ?
– სულერთია. შენ შეუკვეთე ჩემ მაგივრად და წყალი დამისხი. როცა ნაწყენი ხარ, წყალი ყველაზე კარგი საშუალებაა.
– ნია, რატომ ლაპარაკობ ისე, რომ თავი დამნაშავედ ვიგრძნო.
– რატომ გრძნობ თავს დამნაშავედ... მე ხომ არაფერს წარმოვადგენ. ვინ ვარ?! ერთი ექთანი, რომელმაც თავს უფლება მისცა, დიდებული ექიმი შეეყვარებინა.
– შენ მე არ გიყვარვარ, – შეაწყვეტინა კაცმა, – რა საჭიროა ზღაპრების შეთხზვა. ჰო, ჩვენ შორის რაღაც იყო. შეიძლება, მეტი უნდა მეფიქრა და იქნებ არც უნდა დამეშვა ჩვენი სიახლოვე, მაგრამ ამაზე ლაპარაკი უკვე გვიანია. შეეცადე, გაიგო. ორივესთვის აჯობებს, თუ ყველაფერს ისე დავტოვებთ, როგორც არის.
გოგომ სკამიდან წამოიწია და მისკენ გადაიხარა. მკვრივი, ლამაზი მკერდი თითქმის მთლიანად გამოუჩნდა. დავითმა თვალი მოარიდა.
– ნია, საჩუქარი ნახე. სპეციალურად შენთვის ვიყიდე. მინდა, მოგეწონოს.
– ჯერ მითხარი, რომ ჩემგან არ გაქცეულხარ.
– იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ვინმეს ან რამეს გავექცე, – მოიღუშა დავითი და ოფიციანტი მოიხმო, – პასტა მოგვიტანეთ, თქვენი, საფირმო... კიდევ წითელი ღვინო და ტირამისუ.
– თქვენი ქალიშვილიც დაამატებს რამეს? – ჰკითხა ოფიციანტმა.
კაცი შეცბა. ნიამ კი ხმამაღლა გაიცინა. ოფიციანტმა იგრძნო, მისმა შეკითხვამ უხერხულობა რომ წარმოშვა და გაუჩინარდა. ნია სიცილს აგრძელებდა. დავითს მოთმინების ფიალა აევსო.
– გეყოფა, სულაც არ არის სასაცილო.
– მართალი ხარ. ის, რომ ოფიციანტს შენი შვილი ვეგონე, სასაცილო ნამდვილად არ არის. ახლა, ალბათ, იტყვი, რომ მართლა მამად შეგეფერები.  კიდევ ერთი არგუმენტი გექნება, რომ დამშორდე.
– საჩუქარს არ ნახავ?
– ვნახავ. იმედია, თოჯინა ან სხვა რამე, სათამაშოს მსგავსი არ იქნება. მაგალითად, პაზლებიანი წიგნი...
– ნია, შვილთან და შვილიშვილებთან ვიყავი. არსად გავქცეულვარ.
– შეიძლებოდა, უბრალოდ, გეთქვა.
– შეიძლებოდა, მაგრამ მოულოდნელად გადავწყვიტე. ჩემი შვილი სულ  უკმაყოფილოა, რომ იშვიათად ჩავდივარ. ოთხი დღით ვიყავი წასული მხოლოდ და შენ ამისგან ტრაგედია შექმენი.
– სულაც არა. უბრალოდ, მომენატრე, ძალიან მომენატრე... – ნიამ ტუჩები საყვარლად გაბუსხა და პარკი გახსნა.
– ეს მართლა ჩემთვის იყიდე? – ნიამ მოგრძო ყუთიდან საათი ამოიღო.
– ჰო. გამყიდველს ვკითხე, რა შეიძლებოდა მოსწონებოდა შენი ასაკის გოგოს და ეს საათი მირჩია.
– ბოლო კოლექციიდან არის. ალბათ, ძალიან ძვირი გადაიხადე...
– რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ მოგეწონა. ახლა შეიძლება პასტაც მივირთვათ, – დავითი შესამჩნევად გახალისდა.
ნიამ ყუთი დახურა და ამოიოხრა.
– რა ხდება? – შეშფოთებით ჰკითხა დავითმა.
– მე ამ საჩუქარს არ ავიღებ, – გადაჭრით თქვა გოგომ და თვალები ცრემლებით აევსო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3