როგორ გავიგოთ სასურველი პარტნიორის სექსუალური შესაძლებლობები
ინტიმურ-სასიყვარულო ცხოვრება იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნითაა დაბადებული ადამიანი. ამის ცოდნა დაგეხმარებათ, სწორად შეაფასოთ სასურველი პარტნიორის სექსუალური შესაძლებლობები.
ვერძი – ადვილად შეუძლიათ საპირისპირო სქესთან საერთო ენის გამონახვა. ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს სექსუალური თანაცხოვრების დროსაც კი არ უყვართ პარტნიორზე დამოკიდებულება და არიან ეგოისტები.
კურო – მგრძნობიარეები და მომთხოვნები სქესობრივ ცხოვრებაში შეუდარებლები არიან. უყვართ გულღია ურთიერთობები. არ არიან ერთგული და გამუდმებით ეძებენ თავგადასავლებს.
ტყუპები – შეუძლიათ, ერთი მზერით გაშიფრონ ადამიანი. უყვართ ხანმოკლე რომანები და ფლირტი. სანამ სექსუალური პარტნიორისგან სითბოს გრძნობენ, მასზე არიან დამოკიდებული, ხოლო თუ მისგან სიცივე იგრძნეს, სასწრაფოდ წყვეტენ ურთიერთობას.
კირჩხიბი – ყოველთვის თვალში საცემია ის ვნება, რაც მათ შინაგანად აქვთ. თბილი და მოსიყვარულე პარტნიორები არიან. სექსუალურ პარტნიორს ენდობიან, მაგრამ თუ ის, ვერ იგრძნეს, რისი იმედიც ჰქონდათ, შეუძლიათ, მაშინვე შეწყვიტონ მასთან ურთიერთობა.
ლომი – საკუთარ გრძნობებს ბოჭავენ და თავს საშუალებას არ აძლევენ, ბოლომდე გაიხსნან სექსუალური პარტნიორის წინაშე. მათთვის მთავარია, სასიყვარულო პარტნიორის მხრიდან მეტი სიყვარული და მხარში დგომა, ვიდრე სექსი.
ქალწული – თბილები და მოსიყვარულეები არიან. ენდობიან რჩეულს როგორც სექსში, ასევე, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. არ უყვართ, როცა იყენებენ და ღალატობენ. ამ დროს ისინი შეუბრალებლები ხდებიან.
სასწორი – ძლიერი სექსუალური პარტნიორები არიან. გამოირჩევიან ტემპერამენტითა და ვნებით. თუმცა, იშვიათად პოულობენ ცხოვრებაში მათთვის მისაღებ პარტნიორს.
მორიელი – ჭკვიანურად ირჩევენ პარტნიორს და ინტიმურ ცხოვრებასაც ჭკვიანურად გეგმავენ. უყვართ თავისუფლება სექსში და არიან ერთგული პარტნიორები.
მშვილდოსანი – გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობითა და ყოველთვის აკონტროლებენ სასიყვარულო პარტნიორს. უყვართ მაქსიმალური თავისუფლება სექსში. მათი ნდობა სარისკოა.
თხის რქა – არიან მოსიყვარულეები და სექსუალურები. ენდობიან სასიყვარულო პარტნიორს და თავადაც ერთგულები არიან. თუმცა, ხშირად მოტყუებულები რჩებიან.
მერწყული – სასიყვარულო ურთიერთობა მათ შრომისუნარიანობაზე პირდაპირ აისახება. უყვართ, როცა აფასებენ და ცდილობენ, მაქსიმალური დრო გაატარონ სასიყვარულო პარტნიორის გარემოცვაში.
თევზები – უჭირთ სექსუალური პარტნიორის არჩევა. ხშირად ცდებიან ადამიანებში. ერთგულები არიან და ცდილობენ, მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ ინტიმური ურთიერთობებიდან.