კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააერთიანა სტალინმა ბაქოში მოქმედი კრიმინალური ბანდები ერთიან რევოლუციურ რაზმში

მიუხედავად იმისა, რომ სტალინს არანაირი დიპლომატიური განათლება არ გააჩნდა, ის საკმაოდ ოსტატურად ფლობდა დიპლომატიურ უნარ-ჩვევებს და მსგავსი შეხვედრების დროს, ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში... ისტორიის დოქტორი, სტალინისა და სტალინიზმის მკვლევარი სერგეი რუბცოვი წერს: „ჯერ კიდევ ადრეული რევოლუციონერობის დროს ჩამოუყალიბდა ახალგაზრდა სტალინს დიპლომატის უნარი და მიუხედავად იმისა, რომ „კობა“ (სტალინის პარტიული ფსევდონიმი) ლენინის საბრძოლო-დამრტყმელი ჯგუფების მეთაური იყო და პირველ ხანებში მხოლოდ ამ კუთხით მოღვაწეობდა, უკვე მაშინვე ავლენდა დიპლომატის უნარს... სტალინს თავისი, განსაკუთრებული პიროვნული თვისებების მეშვეობით, ისე შეეძლო წაეყვანა საუბარი დაპირისპირებულ მხარეებს შორის, რომ მოსისხლე მტრებიც კი შეერიგებინა.  ასეთი რამ არაერთხელ გაუკეთებია ახალგაზრდა სტალინს.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა სტალინის რევოლუციური მოღვაწეობის დიდმა პერიოდმა ბაქოში გაიარა. აზერბაიჯანის დედაქალაქი კი მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიული ქალაქი იყო, რომელშიც ასევე სწრაფად მრავლდებოდნენ კრიმინალური ელემენტები. შემდგომ ეს კრიმინალური ელემენტები ბანდებად ერთიანდებოდნენ და ქალაქს ატერორებდნენ. ამგვარად, 1903 წლისთვის ბაქოში მოქმედებდა 20-მდე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფება. კბილებამდე შეიარაღებულ თითოეულ ბანდაში 20-25 ბოროტმოქმედი იყო გაერთიანებული. მათი ძირითადი საქმიანობა რეკეტი, ანუ მსხვილი და საშუალო მრეწველებისგან ფულის გამოძალვა იყო. ამ ფულს კი  ქეიფსა და დროსტარებაში ხარჯავდნენ, ანიავებდნენ... იმის გამო, რომ ბანდებს შორის არ არსებობდა შეთანხმება ტერიტორიისა და მეწარმეების დაყოფის თაობაზე, თუ ვის ვინ და სად უნდა დაერეკეტებინა, მათ შორის ხშირი იყო სასტიკი შეიარაღებული შეტაკებები, რაც დიდი მსხვერპლით მთავრდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ორგანიზებული შეიარაღებული დაჯგუფება იყო „ჩოხოსნები“ და მას 23 წლის „კობა“ ხელმძღვანელობდა. ძალიან ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ბაქოელ კრიმინალებს შორის. კობა, იგივე იოსებ ჯუღაშვილი, იმ პერიოდში ბაქოში პავლე მიქელაძის სახელით მოქმედებდა. მართალია, მისი ხელქვეითები რეკეტიორობდნენ და პარტიული სალაროსთვის დიდ თანხებს შოულობდნენ, თავად მეთაური ცდილობდა, თვალში არ შეფეთებოდა პოლიციასა და „ოხრანკას“ (მეფის უშიშროება). თუმცა, კობას კარგად იცნობდნენ სხვა ბანდების მეთაურები და საკმაოდ ხშირად მიმართავდნენ დახმარებისთვის, ანუ სხვა ბანდებთან მოსარიგებლად. კობა თითქმის ყოველთვის წარმატებით ართმევდა თავს ამ მისიას და ბაქოს კრიმინალურ სამყაროში მშვიდობას ამყარებდა...
სემიონ ტერ-პეტროსიანი, იგივე „კამო“, თავის გამოუქვეყნებელ მემუარებში წერს: „1903 წელს პირადად ჩავედი ბაქოში, რომ კობა მომენახულებინა, რადგან ექვსი თვე არ მყავდა ნანახი, თან გამეგო, როგორ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ის კვლავ ისეთივე ასკეტი იყო, როგორც ადრე და რომ დამინახა, გადამეხვია. დაწვრილებით გამომკითხა ყველაფერი და მითხრა:
– ერთი იდეა მაქვს, კამო და შენი აზრი მაინტერესებს, რას იტყვი?
– გისმენ. ბრძანე, კობა, – ნახევრად ხუმრობით მივუგე მას. მხარზე ხელი დავკარი მეგობრულად და გავაბოლე.
კობამ პაპიროსს მოუკიდა და თქვა:
– აქ, ბაქოში ოციოდე ისეთი მსხვილი ბანდაა, რომლებიც ერთი ხელმძღვანელობის ქვეშ რომ  გააერთიანო, იდეა მისცე და დარაზმო, მთებს გადააბრუნებენ. ხომ არ გვეცადა?
კობას კარგად ვიცნობდი და ისიც ვიცოდი, რომ ყოველთვის პრაქტიკოსი იყო. სიტყვებს ჰაერზე არასოდეს ისროდა და არც ფუჭი რომანტიზმით იყო გატაცებული. მაგრამ, ეს მისი იდეა მაინც უტოპიად მომეჩვენა და მივუგე:
– არ გეწყინოს, ძმაო, მაგრამ ვფიქრობ, ეს უფრო რევოლუციური რომანტიზმია, ვიდრე პრაქტიკული რამ.
– რატომ ფიქრობ მასე? – მკითხა კობამ.
– იმიტომ, ჩემო ძვირფასო, რომ ისინი პირწავარდნილი ყაჩაღები და მკვლელები არიან. ფულისა და დროსტარების მეტი არაფერი აინტერესებთ და როგორ გინდა, მათ რევოლუციური იდეები ჩაუდო თავში?
კობას გაეცინა.
– მით უარესი მისთვის, ვისაც ეს იდეა არ მოეწონებაო.
ამ თემაზე საუბარს მოვრჩით. ორი დღის მერე კი თბილისში დავბრუნდი...“
კამო ორი თვის მერე დაბრუნდა ბაქოში და გაოცება ვერ დამალა იმის გამო, რომ კობას  თავისი განზრახვა უკვე სისრულეში მოეყვანა და ბაქოს ოცივე ბანდა, რომ იტყვიან, მუჭში ჰყავდა.  იქ კი, საერთო ჯამში, 500-ზე მეტი შეიარაღებული „გალავარეზი“ იყო და 24 წლის იოსებ ჯუღაშვილმა ისინი კომუნისტური პარტიის სამსახურში ჩააყენა... ყველაფერი ასე მოხდა: კამოს თბილისში დაბრუნებიდან ორი დღის მერე კობასთან მივიდა ერთ-ერთი ბანდის მეთაური, ვინმე ახმად აზიზბეკოვი და ართურ სპანდერიანთან მორიგება სთხოვა, რომელიც არანაკლებ გავლენიან ბანდას მეთაურობდა. მოგვიანებით, უკვე ცნობილი მოღვაწე იხსენებდა: „კობამ შემოგვთავაზა, რომ ბაქოში მოქმედი ყველა დაჯგუფების მეთაურები ერთად შეგვეკრიბა და როდესაც ეს შეკრება გაიმართა, მან გაერთიანების წინადადება წამოჭრა. შემოგვთავაზა, რომ ერთიანი გეგმით გვემოქმედა, ხოლო მოპოვებული თანხის ნახევარი თანაბრად გაგვენაწილებინა თითოეულ მებრძოლზე. მეორე ნახევარი კი პარტიულ სალაროში შეგვეტანა, თუ, რა თქმა უნდა, მეთაურები თანახმა იქნებოდნენ ამაზე. მხოლოდ ორი მეთაური წავიდა წინააღმდეგი. დანარჩენი თვრამეტი კი, ამ წინადადებას დათანხმდა და ასე ჩამოყალიბდა 1903 წელს ბაქოს იატაკქვეშა კომუნისტური საბრძოლო რაზმი, რომელსაც ამხანაგი სტალინი მეთაურობდა.“
სპანდერიანის მოგონებებში ის აღარაა ნათქვამი, რომ ურჩი მეთაურები – მამედოვი და ვოსკოვი, თავად მათივე ხელქვეითებმა მოკლეს, ხოლო უმეთაუროდ დარჩენილი მებრძოლები კი, გაერთიანებულ რაზმს შეუერთდნენ... სწორედ ამ სტალინის რაზმმა მოაწყო ბაქოს ცნობილი აჯანყება 1904 წელს და ამის გამო გამოაცხადეს მიქელაძის გვარით მოქმედი სტალინი საიმპერიო ძებნილად.”

скачать dle 11.3