კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ანაცვალა კინოს ძროხები ხათუნა კოტრიკაძემ

ამ მშვენიერი ქალის შესახებ ყველაზე ნაკლებადაა ცნობილი საზოგადოებისთვის. სულ ითამაშა სამ ფილმში: „მეთხუთმეტე გაზაფხული“, „მოიტაცეს თამარ ქალი“ და „მხიარული რომანი“ და მისი მსახიობობა ამით დამთავრდა. მაშინ ითქვა, რომ კინოში სათამაშოდ ქმარმა, ფეხბურთელმა დავით გოგიამ არ გაუშვაო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ  კინო არც თავად მისთვის ყოფილა მნიშვნელოვანი, მიუხედავად ასეთი პოპულარობისა. გათხოვების შემდეგ კარჩაკეტილი ცხოვრება არჩია. მეტიც, ის ქმართან ერთად სოფელ დიღომში დასახლდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. ალბათ, ძნელად თუ წარმოედგინა ვინმეს, რომ ეს თხელი, ნატიფი აღნაგობის, ულამაზესი გოგონა სახეზე საყვარელი ჭორფლებით, სოფელში ძროხებისა და ქათმების მოვლით, დიდი საოჯახო საქმეებით დაკავდებოდა, მაგრამ ასეა. ის  საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დღემდე არ ჩნდება, არც ჟურნალისტებთან ურთიერთობს და, არც ფოტოებს იღებს. არადა, ყველას ძალიან აინტერესებს, სად გაქრა გოგონა, რომელმაც  ეკრანიდან ყველას ასე დაამახსოვრა თავი. 
მის დღიურებს დედა – ნანული ნიშნიანიძე დაგათვალიერებინებთ. მოკლედ, ეს პროფესიით ბიოლოგი, ხათუნა კოტრიკაძის ცხოვრების დღიურებია, ანუ, იგივე ეკა ბერიძისა, ფილმიდან „მხიარული რომანი“. საინტერესოა და არ გამოტოვოთ.        
„ხათუნა პრინციპული ადამიანია, რაც უნდოდა ყოველთვის იმას აკეთებდა. მსახიობობა ბავშვობიდანვე უნდოდა, მაგრამ, როცა ეს შესაძლებლობა მიეცა, აღარ მოისურვა. სამ ფილმში გადაიღეს და ამით დამთავრდა. ეს, ალბათ, იმანაც განაპირობა, რომ ქმარი ძალიან ეჭვიანი ჰყავს. კატეგორიულად აუკრძალა კინო. ხათუნას განსაკუთრებით უყვარდა მამა და მამამისსაც გამორჩეულად უყვარდა ის. თუ გვეტყოდა, ამა და ამ ადგილას მინდა წასვლაო და ჩვენ უარს ვეტყოდით, აღარასდროს დაგელაპარაკებოდა ამ თემაზე, არ შეგაწუხებდა. ერთადერთი უნებართვო ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა, დათო გოგიაზე გათხოვება იყო. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ჩვენ არ გვინდოდა დათო. მას ბავშვობიდან ვიცნობდი. უბრალოდ, ჯერ არ იყო მისი გათხოვების დრო. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა. ვეუბნებოდით, ჯერ უმაღლესში ჩააბარე და მერე გათხოვდიო, მაგრამ... დიდხანს ურეკავდნენ, რომ გათხოვდა მაშინაც, მაგრამ არასდროს მისულა ტელეფონთან, მე მივდიოდი და ვპასუხობდი. სხვათა შორის, სულ ძალიან ცნობილი პიროვნებები და მათი შვილები რეკავდნენ. ყოველ ჯერზე იმის ახსნა მიწევდა, რომ ხათუნა გათხოვდა. ნუთუ მართლა გათხოვდაო, არ იჯერებდნენ და ალბათ, გული სწყდებოდათ. დათო ჩემი მეუღლის (ფეხბურთელი ალიოშა კოტრიკაძე – ავტორი) მოწაფე იყო და ყოველთვის მოდიოდა ჩვენს ოჯახში. ხათუნას ძალიან დიდი ეჩვენებოდა და უყურებდა, როგორც თავისზე ბევრად უფროს კაცს. დათო მასზე ცხრა  წლით უფროსია. ხათუნა ჩემთან ყველაფერს ლაპარაკობდა, მისი ყოველი ნაბიჯი ვიცოდი. ყოველთვის ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. სკოლაში, კინოში. სადაც იღებდნენ, ყველგან ხელჩაკიდებული დამყავდა... ვიცოდი, რომ მოსწონდა, იმიტომ რომ, დათო ჩამოყალიბებული კაცი იყო. თავისი ტოლი ბიჭები მაინცდამაინც არ იზიდავდა. თვითონაც სერიოზული გოგო იყო. დათო ოფიციალურად, თავისი მშობლებით მოვიდა და ხათუნას ხელი გვთხოვა... ერთად რომ გადიოდნენ, ქუჩაში მთელი ხალხი ხათუნას უყურებდა. დათოს ვატყობდი, რომ ნერვები ეშლებოდა. კი არ ემჩნეოდა, მაგრამ რა გამომეპარებოდა? დათოს ჩემს სიძედ ვერც აღვიქვამ, ეს ბიჭი ჩვენთვის ყოველთვის მესამე შვილივით იყო. ჩემსა და დათოს შორის 13 წელია განსხვავება.  დღემდე კაი ძმაკაცებივით ვართ. დამცინიან: რა იყო, ქალო, ყველა სიძეს აგინებს და შენ სულ აქებო... ადრე რომ გათხოვდა, ნანობს. ამაში უნდა დავეთანხმო. ცოტა გულჩათხრობილიც გახდა. თუმცა, არ მახსოვს, საყვედური ეთქვას... სხვათა შორის, 37 წლამდე ხათუნას სახლში არაფერი გაუკეთებია, მე ვუკეთებდი ყველაფერს. ბავშვს ვუზრდიდი. ახლა ისეთი დიასახლისია, განცვიფრებული ვარ. ქსოვს, კერავს, მისი ხელიდან რა არ გამოდის. ამას გარდა, ძალიან რელიგიურია. ისეთი სიღრმეები იცის რელიგიაში, გაგიკვირდებათ, რომ მოუსმინოთ...
ძროხების მოვლა მისი კაპრიზი იყო. მანამდე ძროხა ახლოსაც არ ენახა. რუსი სამხედროები იყვნენ სოფელში და წავიდნენ. ბევრი ძროხა ჰყავდათ. ხათუნამ მოისურვა, მათგან ეყიდა ძროხები. ქმარმაც უარი არ უთხრა და უყიდა. რამდენიმე წელი ჰყავდა. ეს იცით, რა დროა? საშინელი არეულობა და პურის რიგები რომ იყო. ჩვენ ელიტური ნათესაობა გვყავს. იმ პერიოდში არავის ჰქონდა დიდი მატერიალური შესაძლებლობები, ყველას უჭირდა. ხათუნას, როგორც შეეძლო, ისე ეხმარებოდა მათ. სოფელ დიღმიდან აგზავნიდა ყველს, მაწონს... სოფელში დიდი ეზო აქვთ. გადატიხრეს და გააკეთეს დიდი ბოსელი. იქ ჰყავდა საქონელი. ხათუნა მათზე გიჟდებოდა. იცით, როგორ უვლიდა. მეც ხომ ძალიან მეშინოდა ძროხის, მაგრამ წარმოიდგინეთ, ვუწმენდდი და ვწველიდი. მერე ვურჩიეთ, რომ გაეყიდა, რადგან ძროხა იმაზე მეტი გვიჯდებოდა, ვიდრე ისინი რამეს გვაძლევდნენ. მაშინ სახლიც არ ჰქონდათ დამთავრებული. ახლა გადასარევადაა მოწყობილი. ისე შეუყვარდა იქაურობა, თბილისში ჩამოსვლა საერთოდ აღარ უნდოდა. ყვავილები აქვს, ულამაზესი ეზო. უნდა ნახოთ, ორი ოჯახი როგორ აქვს მოწყობილი. მიხვდებით, რომ ტყუილად არ დაჯდა სახლში. მის შვილს არასდროს არაფრის ყიდვა არ დასჭირდება, ისე მოუწყო სახლი. ხათუნამ გამოიხურა კარი და გამოვიდა, სავსე ოჯახი დაუტოვა თბილისში ბიჭს. კლარა ცეტკინზე ორო ბინა ჰქონდათ და გააერთიანეს. ავეჯიდან დაწყებული, ყველაფერი თავად მოაწყო. შვილო, ეს რა აიკიდე, სად გაქვს ამის თავი-მეთქი. მაქვსო, მითხრა. დაჯდა და დახაზა, სად რა უნდა გაეკეთებინა, კედლები რა ფერის უნდა ყოფილიყო...
ოჯახში ორთოდოქსი ქრისტიანები არ ვიყავით. მგონი, ეს ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა, თუმცა ხათუნა მას პირადად არ იცნობდა. როცა რამეს სწავლობდა, მერე ენციკლოპედიაში ეძებდა, რომ გაეანალიზებინა. რელიგიასაც ასე მიუდგა. ბევრ ლიტერატურას კითხულობს, რელიგიური გაზეთები აქვს გამოწერილი. ძალიან გონიერია. ინსტიტუტი რომ დაამთავრა, კათედრაზე დატოვეს. ცხოველებზე ოპერაციას რომ აკეთებდა, სამედიცინო ინსტიტუტიდან ვიღაც კაცი დაესწრო და უთხრა – ხათუნა, შენ ქირურგად ხარ დაბადებული, დაანებე თავი ამას და წამოდი ჩვენთანო. მაგრამ, არ  მოინდომა. ისეთი სიზუსტით სვამს დიაგნოზს, გაოცდებით. გული მწყდება, მეცნიერებას რომ  არ გაჰყვა. ბრწყინვალე ბიოლოგია.“

скачать dle 11.3