კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წყალი ჩვენი არსობისა

ანუ დამარხული ტალანტი

 თუმცა თანამედროვე სამყაროში ერთი ლიტრი მტკნარი წყლის ფასი ერთი ლიტრი ნავთობის ფასზე ძვირი ღირს, ხოლო საქართველო მტკნარი წყლის მარაგით ერთ-ერთი უმდიდრესია მსოფლიოში (თანაც – გაითვალისწინეთ, ეს მარაგი განახლდება, თუ სწორად   მართავ), არა მხოლოდ კუჭი გვიხმება შიმშილით (ქვეყნის განვითარებადი სტატუსი მაქვს მხედველობაში), არამედ ყელიც გვიშრება – წყურვილით.
კახეთი და ქუთაისი, რომელიც, ამერაც და იმერაც, არტეზიულ წყლებზე დგას, უწყლობით იხრჩობადა, მეორე მხრივ, უამრავი სამკურნალო წყაროს წყალი უბრალოდ იღვრება.
ამასობაში კი, თუმცა რაღა ამასობაში, ამ თემაზე კარგა ხანია, ლაპარაკობენ (ოღონდ მხოლოდ ლაპარაკობენ) ირანი საქართველოს მდინარეების წყლის ირანში გადატუმბვის შესაძლებლობას განიხილავს: რაკი ურმიის ტბა დამშრალა, ირანი საქართველოდან და სომხეთიდან გეგმავს წყლის მიღებას.
ქართულ გარემოსდამცველ სექტორში აზრი გაყოფილია: ზოგი კატეგორიულად წინააღმდეგია, ზოგიც – ნაწილობრივ (ამდენი წყალიც არ გაგვაჩნიაო), თუმცა, გაყოფილია თუ ერთიანი, ეს მიწაში დამარხული რესურსი (გონივრულად და საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით) ჩვენც უნდა გამოვიყენოთ და ამით კიდეც უნდა ვიხეიროთ (მით უფრო, თუ მუშტარი არის). რადგან ისევ ავი ძაღლის როლში გამოვდივართ: არც სხვას რომ აჭმევს და თვითონაც მშიერია. –

скачать dle 11.3