კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კომუნიზმის ფრთის ქვეშ

ანუ გაბახებული დემოკრატია?!

თუმცა გვიან (არც იმაზე უკეთესია, ვიდრე არასდროს), მაგრამ მაინც – პარტია „ცენტრისტები“, ბედუკაძე-ხაჩიშვილისა, ცესკომაც მოხსნა რეგისტრაციიდან და საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც გამოირეცხა თვალები (როგორც იქნა, შეამჩნია, თუ რა მარაზმს უშვებდა ტელეეთერით ხსენებული პარტიის წინასაარჩევნო ვიდეორგოლის სახით).
ოღონდ ამ ამბავს, ასევე, ხსენებულ ბედუკაძე-ხაჩიშვილისთვის ბრძოლის ჟინი არ მოუკლავს. მოუკლავს კი არადა, თანამოაზრეებიც აპოვნინა: როგორც გაირკვა, ისინი არჩევნებში პარტია „საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელების“ ფრთის ქვეშ მიიღებენ მონაწილეობას (ემანდ კრამიტებს არ აუყენონ რაკი-რუკი).
თუკი ამ ორის მოტივი გასაგებია (პრინციპით: როცა გშია, ზაქარია, რა – პუტინი, რა – სტალინი), „კომუნისტი სტალინელების“ თავკაცმა (ვინმე ივანე წიკლაურმა) საკუთარი მოტივებიც დაასახელა.
სახელდობრ (მომყავს ციტატა): „ჩვენ ვნახეთ, როგორ ებრძვიან „ცენტრისტებს“. როცა არჩევნებიდან ხსნიან პარტიას, ეს არ არის დემოკრატიული პრინციპების დაცვა. „კომუნისტური პარტია“ კი, ყოველთვის დემოკრატიის სადარაჯოზეა.“
თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენებურ ლიბერალებსაც ფრიად უცნაურად ესმით ხოლმე დემოკრატიის პრინციპები, „კომუნისტი სტალინელების“ დაცული დემოკრატიაღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის. –

скачать dle 11.3