კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიმართეთ ჟორდანიას ინსტიტუტს – მიეცით საკუთარ თავს შანსი, გყავდეთ შვილი!

ჟორდანიას ინსტიტუტი  ქართული მედიცინის თვალსაჩინო ბრენდია. ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის  სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, პირველად ამიერკავკასიაში, ჩატარდა პირველი ლაპაროსკოპიული ოპერაცია, ხოლო 1999 წელს, საქართველოში განხორციელდა პირველი ექსტრაკორპორალური განაყოფიერება.
ახალი ბიზნესინვესტიციის შედეგად კი, განახლებული ჟორდანიას კლინიკა  უნაყოფო წყვილთა მკურნალობის  ყველაზე წარმატებულ კლინიკად იქცა. ჟორდანიას კლინიკაში თქვენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ევროპული დონის აპარატურით,  სამედიცინო  სტანდარტებითა და რაც მთავარია, შედეგიანად  ზრუნავენ.  ამჟამად ინსტიტუტში უნაყოფო წყვილთა მკურნალობის შედეგად წელიწადში 1 000-ზე მეტი ბავშვი იბადება. ამაში კი უდიდესი დამსახურება ინ-ვიტრო განაყოფიერების განყოფილების ექიმებს მიუძღვით, რომელშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ემბროლოგიას ენიჭება.  ჟორდანიას ინსტიტუტის ექიმი-ემბრიოლოგის, ჰისტომორფოლოგის, მედიცინის დოქტორის, ნინო  მუსერიძის პროფესიული საქმიანობაც ჟორდანიას ინსტიტუტში დაიწყო. ქალბატონი ნინო მუსერიძის დამსახურებით არაერთ უშვილო ოჯახში  შევიდა სიხარული და ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მათ შვილი შეეძინათ. 
ნინო მუსერიძე: ჩემი პირველი პროფესიული ნაბიჯები ჟორდანიას ინსტიტუტს უკავშირდება. პროფესიით  მორფოლოგი ვარ.  მიკროსკოპი ჩემი ცხოვრების თანამგზავრია. დღეს ვმოღვაწეობ, როგორც მორფოლოგიაში, ასევე – ემბრიოლოგიაში. განუზომელი შეგრძნებაა, როცა განაყოფიერება წარმატებით ხორციელდება და ხედავ ახალ სიცოცხლეს, გამრავლების შანსს.  ჩემი პროფესია მოითხოვს მუდმივ განვითარებას, ამიტომ, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ბევრ ქვეყანაში გავიარე პრაქტიკა, ავიმაღლე კვალიფიკაცია, მათ შორის: ისრაელში, კანადაში, უკრაინაში. 
– რა დონეზეა განვითარებული ხელოვნური განაყოფიერება დღეს საქართველოში?
– ამ მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარება ნამდვილად შეესაბამება ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს. ჩვენ  ხშირად გვქონია ისეთი შემთხვევა, როცა უცხოეთში მკურნალობის შემდეგ მოსულან ჩვენთან  და აქ განაყოფიერების პროცესი წარმატებით დასრულებულა. ხელოვნური განაყოფიერების პროცესში მიღებული შედეგი დამოკიდებულია აბსოლუტურად ყველაფერზე – ემბრიონის ხარისხზე, ჩატარებული კვლევის ხარისხზე და ასე შემდეგ.  მსოფლიოში ჯერჯერობით იმას ვერ მიაღწიეს, რომ ხელოვნური განაყოფიერების პროცესი დასრულდეს ასპროცენტიანი ორსულობით. ამის გარანტიას არავინ იძლევა. ხშირია შემთხვევა, როცა პაციენტი იცვლის ექიმს იმის გამო, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ვერ მიიღო ორსულობა. მაგრამ, ეს არ არის გამოსავალი. ერთმა ექიმმა, რომელიც მართავს პაციენტს, უკეთესად იცის მისი მდგომარეობა, ვიდრე სხვა ექიმმა, რომელთანაც ისევ თავიდან იწყება ეს ყველაფერი. როდესაც ხანგრძლივი ცდის შედეგად ხდება დაორსულება, რომელიმე კონკრეტული ექიმის დანაშაული ან ღირსება კი არაა, უბრალოდ, იმ პაციენტს სწორედ იმ მომენტში მოუმწიფდა საუკეთესო კვერცხუჯრედი, მივიღეთ საუკეთესო სპერმატოზოიდი და განაყოფიერების შედეგად გაჩნდა ჯანმრთელი ბავშვი. უნდა აღვნიშნო, რომ გვაქვს უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოს წამყვანი ფირმების მიერ წარმოებული ტექნიკური აღჭურვილობა.
– მაინც რითაა გამორჩეული  ჟორდანიას კლინიკა და რა ტიპის მომსახურებას უწევენ პაციენტს ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით?
– ჩვენთან  წარმატებით ფუნქციონირებს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (IN-VITRO)  განყოფილება, სადაც წარმატების მაჩვენებელი 60%-ს აღწევს. 
ექსტრაკორპორალური (IN–Vitro)  განაყოფიერება;
საშვილოსნოს შიდა ინსემინაცია;
ექსტრაკორპორალური განაყოფიერება სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინiექციით (ICSI).
ტესტიკულებიდან და ეპიდიდიმუსიდან სპერმის ექსტრაქცია და ასპირაცია (MESA,TESE და PESA).
ბიოლოგიური მასალების გაყინვა (სპერმა, ემბრიონები, საკვერცხის ქსოვილი, კვერცხუჯრედები, ზიგოტა) და მათი შენახვა.
Fish – დიაგნოსტიკა  ლეიკემიების, სარძევე ჯირკვლისა და სხვა სიმსივნეების დროს. სიმსივნეების დროს მამაკაცის ბიოლოგიური მასალის გაყინვა და ასევე, ქალბატონებში კვერცხუჯრედების ან საკვერცხის ქსოვილის კრიოპრეზერვაცია (გაყინვა).
– ინსტიტუტის ექსკლუზივს წარმოადგენს PICSI, AOA აქტივატორი, რომელიც ზრდის განაყოფიერებასა და ჯანმრთელი ემბრიონის მიღების შანსს. 
– დაახლოებით რამდენი პროცენტია ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაორსულების შანსი?
– როდესაც ჯანმრთელი წყვილი სქესობრივად აქტიურად ცხოვრობს, ქალის დაორსულების შანსი ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 20 პროცენტია, ხოლო ინ-ვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში დაორსულების შანსი 45-დან 60 პროცენტამდე იზრდება. თან, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ხელოვნური განაყოფიერების დროს პაციენტები, ძირითადად, მოდიან სხვა პრობლემით. საქართველოში წყვილების უნაყოფობა ყოველთვის ქალს ბრალდებოდა. დღევანდელ დღეს კი სტატისტიკურად მამაკაცებში პრობლემა გაცილებით მაღალია, ვიდრე – ქალებში. ამიტომაც, წყვილებში კომპლექსურად უნდა მოხდეს კვლევა და არა მხოლოდ ქალბატონებში.  
– აქვთ თუ არა ყველა უშვილო წყვილს შანსი, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად გახდეს მშობელი?
– რა თქმა უნდა. არ აქვს მნიშვნელობა, სათესლე ჯირკვალში სპერმატოზოიდების რაოდენობა ნულია თუ სულ რამდენიმე, ჩვენ ადამიანს ვაძლევთ შანსს, ჰყავდეს საკუთარი, გენეტიკური შვილი. ხშირია შემთხვევა, როცა სპერმოგრამით სპერმის ხარისხი საკმაოდ ნორმალურია და ადამიანს ჰგონია, რომ მას ნორმალური სპერმოგრამა აქვს, მაგრამ განაყოფიერება მაინც არ ხდება, ან განაყოფიერების შემთხვევაში, ორსულობა მთავრდება თვითნებური აბორტით. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ  საქმე გვაქვს ბევრ პათოლოგიურ სპერმატოზოიდთან. დნმ-ის ფრაგმენტაციის განსაზღვრით ჩვენ შეგვიძლია, დავადგინოთ სპერმის ხარისხი. მაგალითად, მყავდა პაციენტი, რომელსაც 130 მილიონზე მეტი სპერმატოზოიდი ჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქედან 98 პროცენტი დაზიანებულია. როგორც აღვნიშნე, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, შევაფასოთ სპერმატოზოიდების არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ხარისხიც და რაც მთავარია, არა მხოლოდ მორფოლოგია, არამედ დნმ-ის ფრაგმენტაცია. კვება, სტრესი და სხვადასხვა სახის გარემო პირობები, ვირუსები, ეს ყველაფერი მოქმედებს სპერმის ხარისხზე. 2015 წელს დაინერგა Picsi-ს პროცედურა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია, ამოვარჩიოთ ჯანმრთელი დნმ-ის მქონე სპერმატოზოიდი და მოვახდინოთ განაყოფიერება. შესაბამისად, მეტი შანსი გვაქვს ჯანმრთელი ემბრიონის მისაღებად.
– ხელოვნური განაყოფიერების დროს შესაძლებელია თუ არა სხვადასხვა პათოლოგიის თავიდან აცილება?
– ადრე თუ სპერმატოზოიდების მხოლოდ გარეგნული შეფასება შეგვეძლო, ახლა ბევრად წინ ვართ. განაყოფიერების დროს ვარჩევთ აბსოლუტურად ჯანმრთელ სპერმატოზოიდს და მისი განაყოფიერებით ვიღებთ ჯანმრთელ თაობას. ხელოვნური განაყოფიერების შედეგად გენეტიკური პათოლოგიების შანსი მინიმალურია. გვაქვს მიკროსკოპი, რომელიც აკეთებს ციტოგენეტიკურ ანალიზს. ავიღებთ ბიოფსიას სათესლე ჯირკვლიდან და ორი ცალი ცოცხალი სპერმატოზოიდიც რომ მივიღოთ, შევძლებთ, ვაჩუქოთ  მას საკუთარი, გენეტიკური შვილი. ეს ძალიან დიდი მიღწევაა მედიცინაში და დიდი ბედნიერებაა ექიმისთვის!
მისამართი: თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქ. N5 (ყოფ. რკინიგზის საავად. შენობა II სართული).
ტელ: 237 55 60; 577 90 19 15.
E-mail: n_museridze@mail.ru

скачать dle 11.3