კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იკავებს თავს ბავშვის გაჩენისგან ნუკი კოშკელიშვილი და რატომ ჩამოვიდა ის ნიუ-იორკიდან ბათუმში დასასვენებლად

ნუკი კოშკელიშვილმა ზაფხულის ცხელი დღეები საქართველოში გაატარა. ერთი წელია, რაც ტელეწამყვანმა ამერიკელ მამაკაცზე იქორწინა და საცხოვრებლად ნიუ– იორკში გადავიდა. როგორც თავად ამბობს, ამერიკულ ცხოვრებას მარტივად შეეგუა და რთული პერიოდები არ ჰქონია. წყვილის შესახებ ინტერესი ყოველთვის დიდია, სოციალურ ქსელში მათი ფოტოები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნუკი მალე ამერიკაში აპირებს დაბრუნებას და კარიერის თვალსაზრისით ცვლილებების შეტანას ცხოვრებაში.
– როგორ შეეგუე ამერიკულ ცხოვრებას?
– საკმაოდ კარგად. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ შევეგუე. მარტივია იქ ცხოვრება, რადგან ცხოვრების ხარისხია კარგი. რა თქმა უნდა, მენატრებოდა სამშობლო, ოჯახის წევრები, მეგობრები, ყველა მენატრებოდა.  ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რაზეც შემიძლია ვთქვა, რომ გამიჭირდა. დანარჩენს რაც შეეხება, ყველაფერი კარგად აეწყო. თან, ბენიმ ძალიან შემიწყო ხელი, რომ რთული პერიოდი, ნოსტალგია და რაღაც ნერვიულობის პერიოდი არ მქონოდა. სამსახური ჯერ არ დამიწყია, მაგრამ უკვე ამ საკითხზეც ვფიქრობ. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ  ყველაფერი მაქვს სრული ბედნიერებისთვის და ყველას ვუსურვებ ასეთივე ბედნიერების განცდას.
– საქართველოში რამდენიმე სამსახური გქონდა, ამერიკაში რომელ სფეროში ფიქრობ დასაქმებას?
–  ჯერ არ ვიცი, თუმცა სახლში დაჯდომას არ ვაპირებ. აქამდე საბუთებს ვაგვარებდი და სიმართლე გითხრათ, არც მიცდია სადმე მუშაობა. ახლა, ნიუ-იორკში რომ დავბრუნდები, უფრო ზუსტად მეცოდინება რას და როგორ გავაკეთებ.
–  ბენმა დაათვალიერა საქართველო? მოსწონს?
–   კი. ბენის ძალიან უყვარს აქაურობა და  მიაჩნია, რომ ქართველია (იცინის). თითქმის ყველგან ვიყავით, მოინახულა საქართველოს მხარეები. კახეთი მოეწონა ძალიან. დასავლეთი –  ბუნების თვალსაზრისით. ბათუმით საერთოდ აღფრთოვანებულია. რაც გაკეთდა ეს ქალაქი, იმის მერე სულ ვუხსნიდი, თუ რა იყო 12 წლის წინათ და რას წარმოადგენს დღეს.
–  ცდილობს ქართული ენის სწავლას?
–  რაღაც სიტყვები იცის: „გამარჯობა“, „როგორ ხარ“, „რას შვრები“, „ხაჭაპური“ და ასე შემდეგ. ძალიან მოსწონს ქართული სამზარეულო, განსაკუთრებით ხინკალი.  სხვათა შორის ნიუ– იორკში არაერთხელ ვცადეთ ხინკლის მომზადება და კარგად გამოგვივიდა.
–  ალბათ, ხშირად ანებივრებთ ერთმანეთს სიურპრიზებით.
– მე და ბენი დიდად არ გამოვირჩევით სიურპრიზების კეთებით.  არ გამოგვდის ხოლმე. უფრო შეთანხმებულად ვმოქმედებთ. სიურპრიზი არც მისი ძლიერი მხარეა და არც ჩემი. სიმართლე გითხრათ, არც გვიყვარს. თუ რამე მოგვინდება, ვეუბნებით ერთმანეთს და შეთანხმებულად ვაკეთებთ. მაგალითად, მომინდა ოთახის ფერი შემეცვალა. დავგეგმეთ და შევცვალეთ. ბენი, ამ მხრივ ძალიან ნიჭიერია, ეხერხება სახლის რაღაცეები. ამიტომ, მისი დახმარებით და ჩემი მონდომებით შევცვალეთ საძინებლის ფერი.
– ბენის მშობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, სულ ხაზზე ვართ, მკითხულობენ და მირეკავენ.  ძალიან კარგი ადამიანები არიან. ზოგადად, დედამთილის თემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში არსებობს. მე, უბრალოდ,  ძალიან გამიმართლა ამ კუთხით. თბილ, კარგ ოჯახში მოვხვდი, შესაბამისად, ეს შაბლონური რძალ-დედამთილის ურთიერთობა ჩვენ შორის არ არის.
–  დღის განმავლობაში რითი ხარ ამერიკაში   დაკავებული?
–  ძირითადად, ვსეირნობ. ოჯახური ამბებით ვარ დაკავებული, მეტი –  დიდად არაფერით. როგორც სტანდარტული ცოლი, მეც ისე ვარ ზუსტად: სახლსაც ვალაგებ, კერძებსაც ვამზადებ და ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს მივყვები. ბენიც ბევრ რამეში მეხმარება. როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან უყვარს ქართული სამზარეულო, მე ხშირად ქართულ კერძებს არ ვაკეთებ, თავადაც მშვენივრად გამოსდის. ერთად ვფიქრობთ ხოლმე, რა შეიძლება იყოს დღის მთავარი კერძი. მერე მის გარშემო ორივე ერთად ვფიქრობთ რაღაცეებს. იცით, კიდევ რა, ბენმა მაჩუქა ყველაფერი, მისი მეგობრებიც კი. ჩემი მეგობრები იქ არ მყავს, შესაბამისად, ყველა ბენის მეგობარი ჩემი მეგობარი გახდა. უკვე მისგან დამოუკიდებლად მაქვს მათთან ურთიერთობა. არაჩვეულებრივი სამეგობრო წრე აქვს და მეც შინაურულად ვგრძნობ მათთან თავს.
–  ბავშვის საკითხი ჯერ არ დამდგარა დღის წესრიგში?
–  ჯერჯერობით არა. რა თქმა უნდა, გვინდა ორივეს, მაგრამ ჯერ გვირჩევნია, ცოტა მოვიცადოთ და ესეც იქნება აუცილებლად. იქიდან გამომდინარე, რომ სამსახური არ დამიწყია და გარკვეული ეტაპები მაქვს გასავლელი საბოლოო ინტეგრირების მოსახდენად ამერიკაში,  თავს ვიკავებთ. ბენიც მხარს მიბამს ყველა წამოწყებაში.
–  ბენი საკმაოდ სიმპათიურია, არ ეჭვიანობ ხოლმე?
– ჩემი მეუღლე ძალიან სიმპათიურია, მაგრამ ეჭვიანი არ ვარ. ვინმე თუ გახედავს და გაეპრანჭება, პირიქით მიხარია. ბენიც არ არის ეჭვიანი, ნორმალურად ვუყურებთ ყველაფერს და ზედმეტ პრობლემებს არ ვიქმნით.
–  არ კამათობთ ხოლმე?
–   ვჩხუბობთ, როგორც ნებისმიერი წყვილი. სულ ვკამათობთ რაღაცეებზე, მაგრამ ეს არ არის სერიოზული. შეიძლება პოლიტიკაზე „წავაყაროთ“ ერთმანეთს და ნახევარ საათში კარტოფილი შევწვათ ერთად. შეკამათების რა მიზეზებიც ყველა ოჯახში არსებობს, იგივე გვაქვს ჩვენც... თუმცა, არასდროს არაფერი სერიოზული, ხეზე დავაკაკუნოთ სამჯერ (იცინის).
–  განსხვავებული ჩაცმის სტილი გაქვს. ამ საკითხში შენი და ბენის შეხედულებები ემთხვევა?
–  ბენის ძალიან მოსწონს ჩემი ჩაცმის სტილი, სათვალეები და საერთოდ, ყველაფერი. მიმაჩნია, როცა იპოვი შენს მეორე ნახევარს, მან ისეთი უნდა მიგიღოს როგორიც ხარ. თუ, ის ეცდება რაიმე შეცვალოს შენში, ესე იგი არ ყოფილა შენი მეორე ნახევარი. ბენი მივიღე ისეთი, როგორიც არის და შესაბამისად, არასოდეს არაფერს არ შევცვლი მასში, ანალოგიურად ფიქრობს ისიც ამ საკითხზე.
–  დაქორწინებამდე თქვენ ურთიერთობას მალავდით, რატომ? ქორწილის ორგანიზატორები თავად იყავით?
–  არ ვმალავდი, ყველაფერზე ღიად ვსაუბრობდი, მერე იმდენი რაღაც მოხდა და იმდენი ჭორ-მართალი გაჩნდა, რომ შევთანხმდით, მოდი, არც კი ვთქვათ და არც არა–მეთქი. ეს პოზიცია მქონდა, თან, უკვე ვემზადებოდით ქორწინებისთვის და გადავწყვიტეთ, რომ გაგვესაიდუმლოებინა. ქორწილის ორგანიზატორები ნამდვილად თავად ვიყავით. რამდენად ორიგინალური გამოვიდა, არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მომეწონა. შემიძლია ვთქვა, რომ იმ ქორწილებს შორის, სადაც ვარ ნამყოფი, ჩემი საუკეთესო იყო (იცინის). ყველაფერი ჩვენ დავგეგმეთ –  დაწყებული ჩანგლით და დამთავრებული ყვავილის ფოთლით. ეს არ იყო მარტივი, საკმაოდ რთული და სტრესული ეტაპი გახლდათ.
–  რელიგიის მხრივ, როგორ ეწყობით ერთმანეთს?
–  ბენი ებრაელია, თუმცა ტოლერანტული რწმენა აქვს. არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ მე  მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ. ჩვენ გვჯერა ღმერთის. ბენის დედაც ქრისტიანია.
–  როგორ დაისვენე საქართველოში და როდის აპირებ ამერიკაში დაბრუნებას?
–  ძალიან კარგად დავისვენე და ვფიქრობ, რომ ყველამ საქართველოში უნდა დავისვენოთ, რათა ტურიზმი განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში. ორ კვირაში მივდივარ, უკვე რამდენი ხანია, აქ ვარ. ძალიან მომენატრა იქაური სახლი და ჩემი ქმარი.

скачать dle 11.3