კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავარკვიოთ, რომელი მცენარეა ჩვენთვის სახიფათო და რომელი ხის მოჭრა და დარგვა ეკრძალება მამაკაცს

მცენარეებთან ურთიერთობისას ადამიანს შეუძლია, გაიხანგრძლივოს სიცოცხლე, თავი აარიდოს პრობლემებს, გამორიცხოს უდროოდ სიკვდილის ალბათობა და უბრალოდ, იცხოვროს ჰარმონიულად ამქვეყნად. როგორც ეზოთერიკოსი, ბატონი ჯემალი ამბობს, ხეებთან ურთიერთობით ადამიანი ბევრ რამეს სწავლობს. თუ როგორ გავარკვიოთ, რომელი მცენარეა ჩვენთვის სიკეთის მომტანი და რომელი – სახიფათო, რა უნდა გავითვალისწინოთ მათი დარგვისას და რაში გვეხმარებიან ისინი, ამ თემებზე ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი გვესაუბრება:

 ჯემალი: ზოგ ხესთან კონტაქტი სასარგებლოა, ზოგთან კი – მომაკვდინებელი. ჩვენი სიცოცხლის გენის გახანგრძლივება კი, სწორედ ბუნებასთან, კერძოდ კი, კონკრეტულ ხეებთანაა კავშირში. ხეებს აქვს სხვადასხვა სიდიდისა და ნიშნის ბიოენერგეტიკული ველები. მაგალითად, ასეთია მუხის ხე. თუ ადამიანს საკუთარი ენერგიის დიდი დოზით ხარჯვა უწევს, აუცილებელია, ის შეავსოს, რომ თავადაც არ დაუძლურდეს. ამიტომ, ამისთვის მუხის ხესთან კონტაქტი და მისი ენერგიით დამუხტვა, უბრალოდ, აუცილებელია.
– რომელია ენერგეტიკულად ყველაზე გამოუსადეგარი ხე, რომლის დარგვაც ეზოში არ ვარგა?
– ენერგეტიკული თვალსაზრისით, ყველაზე გამოუსადეგარი და ადამიანისთვის საშიში ხე ალვაა და მისი ეზოში ან სახლის მახლობლად დარგვა და გახარება, არ არის რეკომენდებული. ალვის ხეს უარყოფითი ენერგია აქვს, რომელიც შთანთქავს მის ახლომახლო მყოფ ადამიანთა ენერგიას. ალვა, ჩვენგან იმ ბიოენერგიის ნაწილს ითვისებს და გვართმევს, რაც წარმატებისა და წინსვლის გარანტია. თუ არ გსურთ, უარყოფითი ენერგიით აავსოთ ორგანიზმი, მაშინ ამ ხესთან კონტაქტი მინიმუმამდე შეამცირეთ. კომუნისტების დროს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბევრი ალვის ხე დაირგო და  არც კი უფიქრიათ იმაზე, თუ რა დიდი ზარალი შეიძლებოდა მოეტანა მის ახლომახლო მცხოვრებთათვის. ერთ-ერთ სოფელში გახლდით, რომელიც ალვის ხეების გარემოცვაშია და მინდა გითხრათ, ვერცერთ ოჯახში ვერ ვნახე ბარაქა და კეთილდღეობა. ჩემი აზრით, ეს ნამდვილად იმის შედეგია, რომ მათ ვამპირი ხეები აცლიან ძალას და უარყოფითი ენერგიით მუხტავენ, რაც, საბოლოო ჯამში, მათი წარუმატებლობის, უბარაქობისა და ხელმოცარულობის მიზეზია. ამიტომ, გირჩევთ, მეტი იაროთ ტყეში, ისუნთქოთ წიწვოვანისა და მუხნარის არომატი. ეს ყოველივე ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო და აუცილებელია.
– გამიგია, რომ კაკლის ხის დარგვა ან მისი მოჭრა საკუთარ ეზოში, უბედურების მომტანიაო. ეს სიმართლეა?
– დიახ, საკუთარ კარ-მიდამოში, საკუთარი ხელით კაკლის დარგვა ან მისი მოჭრა სასტიკად იკრძალება. ჰკითხეთ სოფლად მცხოვრებ, ხანში შესულ ადამიანებს, რატომ არ რგავენ მამაკაცები საკუთარ ეზოში კაკალს? აუცილებლად გიპასუხებენ: ეს ცუდის ნიშანიაო. მაგრამ, თუ მას მეზობელი, ნათესავი ან უცხო დარგავს თქვენს ეზოში, მაშინ საშიში აღარ არის. ასევე, არაფრით არ შეიძლება საკუთარ ეზოში კაკლის ხის მოჭრა. ასე, სიცოცხლის წლებს მოიკლებთ.
– თუ გახმა?
– მართალია, კარ-მიდამოში გამხმარი ხის გაჩერება არ შეიძლება,  მაგრამ თქვენ ნუ მოჭრით, ჯობია ეს საქმე სხვას დაავალოთ, ანუ ოჯახის წევრს არა.  კაკლის ხესთან მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან მას ადამიანისთვის როგორც სიკეთის, ასევე, უბედურების მოტანა შეუძლია. საერთოდ კი, თუ ხეებთან კონტაქტისას ზემოთქმულს გაითვალისწინებთ,  საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას ძალიან დაეხმარებით. აბა, დააკვირდით, სტატისტიკურად, რატომ ცოცხლობენ სოფლად გაცილებით მეტხანს, ვიდრე დიდ ქალაქებში? იმიტომ რომ, მათ მეტი კონტაქტი აქვთ ხეებთან, სუნთქავენ მათგან ბოძებულ ჟანგბადს და მათთან შეხებით, დადებითი ენერგიით იმუხტებიან. ზოგადად, ადამიანსა და მცენარეებს შორის უჩინარი კონტაქტი არსებობს და ისინი, ფაქტობრივად, ერთმანეთთან უხილავი მაგიური ძაფებით არიან დაკავშირებული. დაავადებულ ადამიანს ექიმბაშები სწორედ ათასგვარი მცენარის ნაყენებით მკურნალობდნენ, რასაც უფრო მეტი ეფექტი ჰქონდა, ვიდრე დღევანდელ ქიმიურ აბებს. მაგალითად, თუ ადამიანი ენერგიას გადაჭარბებით ხარჯავს, აუცილებელია, ის შეავსოს, რომ თავადაც არ დაუძლურდეს. ამისთვის კი,  აუცილებელია მუხის, ნაძვის ან ფიჭვის ხესთან კონტაქტი და მათი ენერგიით დამუხტვა. ამ დროს, უბრალოდ, ზურგით უნდა მიეყრდნოთ  ხეებს, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. თვალები დახუჭეთ და არაფერზე იფიქროთ. თუმცა, ამ ხეების ეზოში დარგვა, არ ვარგა. ასევე, უდიდესი სამკურნალო თვისებებითა და ენერგეტიკული ბალანსით გამოირჩევა იასამანი და ვარდი. კარგია მათი დარგვა ყველა ეზოსა და ბაღში, რადგან, ამ მცენარეებს ადამიანებისთვის სიკეთე მოაქვს.
– ამბობენ, რომ ზოგიერთი მცენარის ნაყოფს შეუძლია უარყოფითი ენერგიის გაძლიერება და დადებითის დაბლოკვა. ეს სიმართლეა?
–  ნებისმიერ მცენარესა და მის ნაყოფს შეუძლია სახლში ცუდი ენერგიის შემოტანა, კარგის კი – განდევნა. ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელ ზონაში გაიზარდა ხე, რომელმაც ეს ხილი მოისხა და სად გაიშალა ყვავილები. როდესაც ხილს იყიდით და სახლში მიიტანთ, დიდი ხნის განმავლობაში დადგით გამდინარე წყლის ქვეშ, რომ ნეგატიური ენერგია ჩამოერეცხოს და წყალს გაჰყვეს. თუ ყვავილს შეიძენთ, მისი ღეროები შეუშვირეთ გამდინარე წყალს; ქოთნის ყვავილს კი, უმჯობესია, ყიდვის შემდეგ მიწა გამოუცვალოთ და ისე დადგათ ოთახში. დააკვირდით, თუ ოთახის მცენარემ დაიწყო უეცარი ჭკნობა ან ფოთლები გაუყვითლდა, ესე იგი, იმ ადგილას, სადაც ქოთანი დგას, დაგროვდა დიდი რაოდენობით უარყოფითი, საშიში ენერგია და სახლში ბნელი ძალების წყარო გაჩნდა. კარგია, თუ ქოთნის ყვავილებს შეიძენთ და სასტუმრო ოთახში დადგამთ. ეს მომავალში წარმატების მოპოვებაში დაგეხმარებათ. საშიშია სახლში ქოთნის წიწაკის ან დეკორატიული ხურმის ჯუჯა ხის გახარება. მათ სახლში სიმწარე შემოაქვთ, რაც ჩვენს ენერგიასაც იწოვს.

скачать dle 11.3