ბრძნული აზრები
გიბრანი: მეფე უნდა იყო, რომ საზოგადოება ისე მოგექცეს, როგორც არ დაგიმსახურებია.
ჰეგელი: ხელგაშლილობა სიძუნწეზე შემოსავლიანია.
აბულ ფარაჯი: ცოდნა იმდენად ძვირფასი რამეა, მის მისაღებად არანაირი წყარო არ არის სასირცხვილო.
ავერბახი: ჭკვიანი ადამიანები სურნელოვან ყვავილებს ჰგვანან: ერთი – სასიამოვნოა, მთელი თაიგულისგან კი თავი გტკივდება.
ავგუსტინე: ის, ვინც კეთილია – თავისუფალია, მონაც რომ იყოს; ბოროტი კი მონაა, მეფეც რომ იყოს.
ოთარ ჭილაძე: ადამიანები მოკვდავი ღმერთები არიან, ხოლო ღმერთები – უკვდავი ადამიანები.
ეპიკურე: ახალგაზრდობამ რომ იცოდეს და სიბერეს რომ შეეძლოს.
დელაკრუა: ასაკი – ეს ტირანია, რომელიც გვმბრძანებლობს.
ანტისთენე: ადამიანისთვის უმაღლესი ნეტარებაა – მოკვდეს ბედნიერი.
შილერი: ჭეშმარიტება სულაც არ ზიანდება იმით, თუ მას ვინმე არ იზიარებს.
კრისტი: ლოგიკა – ეს ხელოვნებაა, შეცდომა დაუშვა შენს სიმართლეში დარწმუნებულმა.
მელიე: ნებისმიერი რელიგიის ბრმა რწმენა ილუზიის, სიცრუისა და დაბნეულობის წყაროა.
შოუ: გამოცდილება ზრდის ჩვენს სიბრძნეს, მაგრამ არ ამცირებს ჩვენს სისულელეს.
ბაირონი: პროზაში ჩვენ მყარად ვრჩებით დედამიწაზე, პოეზიაში კი უსასრულო სიმაღლეებზე ავდივართ.
რატნერი: როგორი ტალანტი უნდა გქონდეს, რომ დამალო, რამდენად უნიჭო ხარ.
აინშტაინი: ცხვრის ფარას უნაკლო წევრი რომ გახდე, პირველ ყოვლისა, ცხვარი უნდა იყო.
აბელიარი: მოთმინება – შესანიშნავი თვისებაა, მაგრამ ცხოვრება ძალიან მოკლეა, რომ ვითმინოთ.
ლაუბი: მსახურის მსახურებაა ძნელი.
ბუასტი: დაცინვა, თითქმის ყოველთვის მოქნილი და დაფარული ბოროტებაა და სხვა არაფერი.
ბრეხტი: ადამიანი, რომელმაც არ იცის ჭეშმარიტება ან არ ამბობს სიმართლეს, ლაპარაკობს აბსტრაქტულად, მაღალფარდოვნად და ზოგადად.
ებნერ-ეშენბახი: კაცობრიობა ვარსკვლავებისკენ მიილტვის, მაგრამ ავიწყდება, რომ მუხლებამდე ტალახშია ჩაფლული.
ვოლფრამი: ყველაზე სადა ქალსაც კი უნდა, რომ სხვა ქალს ჭკუას უქებდნენ, მას კი – თეძოებს.
ლაროშფუკო: ნებისმიერი ვნება გვიბიძგებს შეცდომებისკენ, მაგრამ ყველაზე სულელურ შეცდომებს სიყვარული ჩაგვადენინებს ხოლმე.