კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოთხი შვილის დედამ მამინაცვალი მოკლა

46 წლის მადონა ქ-შვილი  სამართალდამცევლებმა  68 წლის ანზორ ფ-ძის  განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.  საქმის მასალების მიხედვით, მან დანით ექვსი ჭრილობა  მიაყენა მამაკაცს, რომელიც მისი მამინაცვალი იყო. მკვლელობა მოხდა სოფლის განაპირას მდებარე ფერმაში, სადაც ანზორ ფ-ძე დარაჯად მუშაობდა.   მამინაცვლის მკვლელი პოლიციამ მკვლელობიდან მესამე დღეს დააკავა.
საქმის მასალების მიხედვით, მადონა ქ-შვილი მამინაცვალთან ერთად დედის გარდაცვალების შემდეგაც   ცხოვრობდა. მათ ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, ქალმა მამინაცვლის სახლიდან გაგდება რამდენჯერმე სცადა, მაგრამ ქმარი ამის საშუალებას არ აძლევდა. ოთხი შვილის დედამ მამინაცვალს ბავშვობაში მის მიმართ  გამოვლენილი სასტიკი ქმედებები ვერ აპატია, რისი თვითმხილველნი მეზობელებიც იყვნენ. იმის გამო, რომ ბინა ოფიციალურად ანზორ ფ-ძის კუთვნილება იყო, მადონა ქ-შვილი რამდენჯერმე შეეცადა ბინა თავის სახელზე  გადაეფორმებინა, მაგრამ მამინაცვალი შეთავაზებაზე არ თანხმდებოდა. მას წარსულში სხვა ცოლიც ჰყავდა, რომელთანაც ერთი შვილი ეყოლა. ანზორ ფ-ძე გერს, რომელიც მან გაზარდა, ხშირად ემუქრებოდა, რომ ბინას იმ შვილს გაუფორმებდა, თუმცა მისი  ადგილსამყოფლის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა და ამ ხერხს მხოლოდ ქალის დასაშინებლად მიმართავდა.  
  იმ  მოტივით, რომ მამინაცვალთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა, მადონა ქ-შვილმა ის თავიდან მოიშორა და სამუშაოდ ფერმაში მოაწყო.  დახმარება თანასოფლელს, ფერმის მესაკუთრეს თავად სთხოვა. ანზორ ფ-ძე მუდმივად ფერმაში იყო და სახლში საერთოდ არ მიდიოდა. ის თანასოფლელების პირით ხშირად უთვლიდა გერს, რომ სახლში დაბრუნების  საშუალება მიეცა, თუმცა ამას ვერ მიაღწია. მამინაცვლისა და გერის ცუდი ურთიერთობის შესახებ სოფელში ყველამ იცოდა, მაგრამ მათ ოჯახურ დავაში არავინ ერეოდა.  რატომ აითვალწუნა ქალმა მამინაცვალი, ამისი მიზეზი მის წარსულში გახლდათ.  სოფელში იმასაც ამბობდნენ, ქალი ახალგაზრდობაში მამინაცვლის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდაო, მეორენი კი იმას ამტკიცებდნენ, ანზორ ფ-ძე მადონა ქ-შვილს ხშირად სცემდაო.
საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობა ფერმაში დილით ადრე მოხდა. თუმცა, გარდაცვლილი მამაკაცის დასახიჩრებული ცხედარი ფერმის მეპატრონემ საღამოს აღმოაჩინა.  წინასწარი გამოძიებით, მამაკაცს სხეულზე მრავლობითი  დაზიანება ჰქონდა მიყენებული – დანით მიყენებული ექვსი ჭრილობის გარდა,  დაზიანებული ჰქონდა სახის არეც. მკვლელს შეგნებულად  დაეტოვებინა ფერმის გასასვლელი კარი ღია, რომ ღორები იმ ადგილას მოხვედრილიყვნენ, სადაც დარაჯი გარდაცვალებამდე იწვა. მისი ცხედარი,  დერეფნის  ბოლოს მდებარე პატარა ფარდულში, ტახტზე იპოვეს.  გამოძიებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დაიწყო გამოძიება, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით, სამართალდამცველებმა ეჭვი  გარდაცვლილის გერზე, მადონა ქ-შვილზე მიიტანეს. ის მკვლელობიდან მესამე დღეს დააკავეს. 
 ამონაწერი მადონა ქ-შვილის წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებიდან: „ანზორ ფ-ძემ დედა ცოლად შეირთო,  როცა ექვსი წლის ვიყავი. მთელი ცხოვრება გაგვიმწარა მეც და დედასაც, მაგრამ დედა ყველაფერს ითმენდა, რადგან სახლი, სადაც ვცხოვრობდით ჩემს მამინაცვალს ეკუთვნოდა. ჩვენ კი არსად გვქონდა წასასვლელი. როცა დათვრებოდა, ანზორი, დედასაც სცემდა და მეც. ძალიან ცუდად მახსოვს  ბავშვობის წლები. როცა გავთხოვდი, ქმარი ჩემს სახლში გადმოვიდა ზედსიძედ. სანამ დედა ცოცხალი იყო, ანზორი ნორმალურად იქცეოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი დაიწყო საშინელებები – კვირაში ერთხელ გვემუქრებოდა, სახლიდან გაგყრითო, თავიდან ვჩუმდებოდი, მერე წინააღმდეგობას ვუწევდი. მაშინ მოვისვენეთ, როცა ხუთი თვის წინ, ფერმაში მოვაწყვეთ სამუშაოდ, მაგრამ ვერც იქ ივარგა. თანასოფლელმა, ვისაც ფერმა ეკუთვნოდა, ერთ დღეს მითხრა: შენც დიდ პატივს გცემ და შენს ქმარსაც, მაგრამ ანზორი ისე ცუდად იქცევა – სვამს, ღორებს არ უვლის, უნდა გამოვუშვაო. როცა წარმოვიდგინე, მისი სახლში დაბრუნებით, კვლავ როგორ აირეოდა ჩვენი ცხოვრება, მისი მოკვლა გადავწყვიტე. ქმრის შემეშინდა, მაგრამ  ეს  უკვე გადაწყვეტილი მქონდა.  ერთ დღეს ქმარმა მითხრა, რომ ორ დღეში მეზობელ სოფელში, ნათესავთან მიდიოდა საქმეებზე და ღამით იქ მოუწევდა დარჩენა.  მკვლელობისთვის, ეს დღე შევარჩიე.  დილის ოთხ საათზე გავედი სახლიდან, ფეხით მივედი ფერმამდე.  რიჟრაჟდებოდა, როცა ფერმაში შევიპარე. თან მქონდა დანა და ფანარი, რომ იქამდე მიმეღწია, სადაც ჩემი მამინაცვალი იყო. ოთახში ჩუმად შევიპარე, ანზორს ღრმად ეძინა. ტახტთან მივედი და დანა პირდაპირ გულში ჩავარტყი. პირველივე დარტყმაზე გამიძალიანდა. სიბნელეში ვერ მხედავდა და მე კიდევ დავარტყი. ისეთ აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, რომ მივხვდი, მკვდარი იყო, მაინც ვურტყამდი დანას. ოთახიდან რომ გამოვედი, უკან მივტრიალდი – გადავწყვიტე, კარი ღია დამეტოვებინა, რადგან ასე  ღორები იმ დერეფანში მოხვდებოდნენ. ამის შემდეგ ფერმა დავტოვე. დანა, რომელიც თან წამოვიღე, არხში გადავაგდე და სახლში ისე მივედი, არავის არაფერი გაუგია. საღამოს ექვსი საათი იქნებოდა, მეზობლები შემოვიდნენ და მითხრეს, რომ ჩემი მამინაცვალი მოკლული იპოვეს. რამდენიმე საათში პოლიციაც მოვიდა და დაგვკითხეს მეც და ჩემი მეუღლეც. მან კი არ ვიცი, რატომ, წინასწარ ამაზე არ შევთანხმებულვართ, დამალა, რომ ღამით სახლში არ იყო. ალბათ, ის ყველაზე ადრე მიხვდა, რომ დანაშაული მე ჩავიდინე.”
სასამართლომ მადონა ქ-შვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.   იმ გარემოებების მიხედვით, როგორც მკვლელობა იყო ჩადენილი და ასევე, მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე, ყველა მათგანი ხაზს უსვამდა  მადონა ქ-შვილის  ფსიქიკურ მდგომარეობას – უკვე გარდაცვლილ მამაკაცს კიდევ ოთხი ჭრილობა რომ მიაყენა, დაინიშნა სასამართლო ექსპერტიზა. გამოკვლევამ საბოლოდ დაადგინა, რომ მადონა ქ-შვილს: „შეეძლო თავისი მდგომარეობისთვის ანგარიშის გაწევა,” თუმცა მისი  ფსიქიკური მდგომარეობა ნამდვილად იყო პრობლემური.   ბრალდებულის დაცვის მხარე  ქალის მძიმე წარსულსა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას    შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევდა. მაგრამ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა და ბრალდებულს  მკვლელობისთვის, რომელიც  განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი, 13  წლით პატიმრობა მიუსაჯა.

скачать dle 11.3