კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ სარგებლობდნენ თურქები საქართველოს დასუსტებით და როგორ გაანადგურა აზატ-მოსეს ჯარი ბექა ჯაყელმა

მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისში მცირე აზიის თურქებმა გადაწყვიტეს საქართველოს სამხრეთის დალაშქვრა და ისარგებლეს იმით, რომ ჩვენი ქვეყანა რამდენიმე ნაწილად იყო დაშლილი. საქართველო ხარკს უხდიდა მონღოლებს და ქართული ჯარი წყდებოდა მათ დაპყრობით  ომებში.
თურქები შემოიჭრნენ პარხლის მთებში და აღმოსავლეთ ლაზეთში (ზღვისპირა კლარჯეთში). მათი მეთაური იყო აზატ-მოსე – კაცი მხნე და ძლიერი, რომელსაც 60 000 მეომარი შეეკრიბა. სასტიკად ააოხრეს ტაო და ბასიანი, არბევდნენ და აწიოკებდნენ მოსახლეობას. უამრავი ადამიანი მონად წაიყვანეს ან მოკლეს – მოხუცები, ბავშვები და ჭაბუკები. ჩვილებს დედებს მკერდზე აკლავდნენ.
ქართველები არ ელოდნენ თურქების გამოჩენას და ტაოს სოფლები სრულიად დაუცველი აღმოჩნდა. ვერც გაქცევა მოასწრო მოსახლეობამ. უამრავი დაიხოცა. ვაშლოვანის (ტაოშია) გზას გაუყვნენ თურქები და მურღულსა და ნიგალისხევს მიადგნენ. აქ კი ივაჟკაცეს ხერხემელის ძეებმა და ერთი ნაწილი თურქებისა დახოცეს ვიწრობებში, პარტიზანული მეთოდებით.
ტაოს ერისთავ თაყა ფანასკერტელს, დიმიტრი თავდადებულის ასულის, რუსუდანის ქმარს, ძალიან მცირე ჯარი ჰყავდა. თავის რეზიდენციასთან – თორთომის ციხესთან დიდი ზარალი მიაყენა თურქებს. თუმცა, იმდენად ბევრნი იყვნენ მომხვდურნი, ვერ განდევნა ქვეყნიდან. თურქები უფრო გამძვინვარდნენ და აოხრებდნენ ტაოს. 
1285 წლიდან სამცხეს მართავდა ბექა ჯაყელი. შეიტყო თურქების შემოსევის ამბავი ბექამ. ძალიან განიცადა ჯაყელმა ხალხის აწიოკება. მოუწოდა თავის ყველა ქვეშევრდომს. სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, მცირე ნაწილებით გაემართა თურქებთან საომრად. როცა ბექას ლაშქარი მიუახლოვდა ტაოსა და ბასიანს, შეიტყო, რომ მტერი უკვე გასულიყო საქართველოს საზღვრებიდან გამოსაზამთრებლად.
თურქები ისევ დააპირებდნენ შემოჭრას, ამიტომ, ჯარი მოსამზადებელი იყო. შეკრიბა ბექამ სამცხელი, შავშ-კლარჯელი წარჩინებულები და მიმართა:
„ისმინეთ, მთავარნო საქართველოსანო, ძმანო და თანამონათესავენო ჩემნო, სიტყვა ჩემი. დიდმა და სახელოვანმა, სკიპტრისა და პორფირის მქონეთა შორის უმეტეს განთქმულმა მეფე დავითმა, დასცა და დაამხო ძლიერება თურქებისა და განდევნა თავისი სამეფოსაგან. იმ დროიდან აღარ გამოჩენილან თურქნი, ახლა კი ჩვენი ცოდვების გამო, კვლავ შემოგვესივნენ და მოაოხრეს ტაო. ურიცხვი სული ტყვედ ჰყვეს და მოსწყვიტეს მახვილით. ეკლესიები დაანგრიეს, სიწმიდეები შეურაცხყვეს.
ისევ ემზადებიან ქრისტანების განადგურებისა და ქვეყნის მოსაოხრებლად, რადგან მეფე დასუსტებულია თათრების მძლავრობისგან, საქართველოს ზოგიერთი დიდებული კი – განდგომილი. აღარავინ არის წინააღმდგომი თურქთა.
აწ ისმინეთ ჩემი, ტომნო და ერთნებანო! შევიკრბოთ ჩვენი ძალებით და შევუტიოთ თურქებს. არ ჩავუგდოთ მათ ხელში ჩვენი შვილები. არ გაგვწირავს ღმერთი მის მოიმედეებს და მორწმუნეებს – მოგვცემს ძლევას მათზე, როგორც მისცა ჩვენს წინაპრებს გამარჯვება. დავდოთ თავი ჩვენი სჯულისთვის და ძმათა ჩვენთათვის.  ღმერთი უეჭველად მოგვანიჭებს ცხონებას“.
სამცხის დიდებულებმა და სამხედროებმა სიხარულით მიიღეს ბექას მოწოდება. დათქვეს ლაშქრობა თურქებზე და გაიყარნენ.
გაზაფხულზე მტერმა ისევ შემოუტია ჩვენს საზღვრებს. შეკრიბეს 70 000 კაცი, ყველა ქალაქიდან გამოჰყვათ სჯულით სარკინოზი ქრისტიანთა დასარბევად – არა მარტო თურქები, არამედ სპარსელებიც იყვნენ მათ შორის.
აცნობეს თუ არა ბექას თურქთა შემოჭრა, მოუწოდა თავის ქვეშევრდომთ: მესხებს, შავშებს, კლარჯებს, კოლა-არტაან-კარნიფორელებს და ტაოელებს, რადგან ეს ტერიტორიები მას ეკუთვნოდა. ასევე, მისწერა თმოგველებსა და თორელებს და შეკრიბა 12 000 მხედარი. გაემართნენ თურქებთან საომრად.
თურქები ამ დროს პარხლის მთებისკენ მიემართებოდნენ და უნდოდათ დარბევა ბექას საბრძანებლოსი, მერე კი ქართლისა და ქვემო ქართლისა.
თურქთა ერთი ნაწილი – 10 000 კაცი მიადგა ვაშლოვანს. წინ გადაუდგა მათ 500 ქართველი, იქაურობის მცველად დატოვებულნი. გამაგრდნენ ვიწრო გზაზე ქართველები და სასტიკი ბრძოლა გაიმართა. გაიქცნენ თურქნი. მათი დიდი ნაწილი გაწყვიტეს ჩვენმა წინაპრებმა.
ბექამ შეიტყო ეს და ძალიან გაუხარდა. თვითონ მიმართა სპერს და ბაიბურთს, სადაც გამაგრებულიყვნენ მტრები. გამწარებული თურქები „იღრჭენდეს კბილთა“ მცირერიცხოვანი ქართველების მიერ მათი მოძმეების გაწყვეტის გამო.
თურქთა მთავარმა აზატ-მოსემ არ იცოდა, რომ ბექას ჯარი უახლოვდებოდა, ამიტომ 30 000 კაცით გაემართა ვაშლოვანისკენ, შურის საძიებლად. დანარჩენი 40 000 მეომარი სხვა მხარეს  გააგზავნა და უბრძანა: „მე წავალ ვაშლოვანს და მოვაოხრებ, ავიღებ სისხლს ჩვენი ძმების გამო. თქვენ მიდით ტაოში და დახოცეთ, თუ ვინმე სადმე იქნება დარჩენილი. მე გამარჯვებული დავბრუნდები და მოვალ ბანაში. იქ შევიკრიბოთ და მერე დავერიოთ სრულიად საქართველოს“. და გაემართა ვაშლოვანისკენ.
მანდატურთუხუცესი ბექა ემზადებოდა თურქებზე თავდასხმისთვის და არ იცოდა, რომ დიდი ძალა გააგზავნეს ვაშლოვანისკენ. წინსვლის დროს ქართულმა ჯარებმა შეიპყრეს ოთხი თურქი და მიუყვანეს ბექას. მან გააცალკევა თურქები და ოთხივე ცალ-ცალკე დაჰკითხა. ოთხივემ უთხრა, რომ ვაშლოვანისკენ გაემართა აზატ-მოსე 30 000 ჯარისკაცით, ხოლო 40 000 გააგზავნა ტაოს მეორე მხარესო. ხვალ ან ზეგ აქ იქნებაო.
დაიჯერა ბექამ და ორად გაჰყო თავისი ჯარი. რჩეული ლაშქარი ჩააბარა თავის პირმშოს, სარგისს, რომელიც აღზრდილი იყო აბჯრის მტვირთველად, ანუ ჯერ ძალიან ახალგაზრდა გახლდათ. ის გააგზავნა აზატ-მოსესთან საბრძოლველად ვაშლოვანისკენ.
სარგისმა სწრაფად იარა, მეწინავეებით დაეწია ვაშლოვანის მთაზე მიმავალ მტერს. თურქებს ძალიან გაუკვირდათ, რომ შეამჩნიეს, ქართველები მოგვდევენო, თანაც ასე მცირერიცხოვანი რაზმით. მოატრიალეს ცხენები სარგისის ნაწილებისკენ.
ამ დროს მესხების წინამბრძოლების რაოდენობა, მემატიანეს თქმით, მხოლოდ 500 მხედარი იყო, თურქები კი 30 000 იყვნენ. როგორც ჩანს, ჩვენმა წინაპრებმა კარგად გამოიყენეს ადგილმდებარეობა, ხეობა, ვიწრობი. პირველივე შეტაკებაზე იძლივნენ თურქები და გაიქცნენ. 513 თურქი დარჩა ბრძოლის ველზე, გარდა მათისა, ვინც დევნისას მოკლეს. ჩვენი წინაპრები მისდევდნენ ურჯულოებს მზის ჩასვლამდე. ქართველთაგან მოიკლა მხოლოდ 5 უსახელო გმირი.
სარგის ჯაყელი, მიუხედავად სიჭაბუკისა, ძალიან მხნედ იბრძოდა – რამეთუ გვარისაგან ჰქონდა სიმხნე და მამაცობა.
ბექამაც სამხედრო ხერხი იხმარა და მოულოდნელად შეუტია თავისი ნაწილებით თურქთა მთავარ ბანაკს. შორიდან დაინახეს თურქებმა მთიდან დაშვებული ქართველთა ჯარი და ისინიც გაიქცნენ.
ამის შემხედვარე, მთავარი ბანაკის ზურგის მცველებიც გაიქცნენ, მიატოვეს კარვები, აღჭურვილობა, საკვები. მისდევდნენ ქართველები თურქებს, იპყრობნენ და ხოცავდნენ. მათი ერთი ნაწილი ქალაქ სპერის ციხეში შევარდა, ნაწილი კი ნორქალაქისკენ გაიქცა. წამოეწივნენ ბექას მხედრები, შეუკრეს გზები თურქთა ჯარის დედაწულს, ოჯახის წევრებს, რომლებიც თან ახლდნენ მომთაბარე ბრბოს, მსახურებს, მზარეულებსა და სხვებს და დაიჭირეს.
ამ დროს სარგისის ნაწილებს გამოქცეული თურქები უკან მოადგნენ ბექას ჯარს. მესხები ამათაც მოუტრიალდნენ და დაბნეული თურქები ისევ გაჟუჟეს.
ალყა შემოარტყეს ქართველებმა ისტორიულ ქართულ ქალაქ სპერს, რომელშიც გულგახეთქილი თურქები გამაგრებულიყვნენ და პირველივე დღეს აიღეს ქალაქის ციხე. აივსო ქართველთა ჯარი საქონლით, ოქროთი, ვერცხლით, ლარით, ცხენების, აქლემების, ცხვრისა და ძროხების ჯოგებით, რომელიც ნაძარცვი ჰქონდათ თურქებს და ხანგრძლივი შეტევებისას, ზურგისთვის მომზადებული. ქონება თურქებისავე სახედრებს აჰკიდეს ქართველებმა და წამოიღეს. სარგისმა ნორაქალაქი აიღო და ძლევაშემოსილი დაბრუნდა მამასთან.
სპერი, ბაიბურთი და არზრუმი დაიმორჩილა ბექამ.
დანარჩენი გადარჩენილი თურქები შავი ზღვისკენ ილტვოდნენ დამფრთხალნი.

скачать dle 11.3