კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჯოჯოხეთში ვცხოვრობ
ღარიბ ოჯახში გავიზარდე და ამის გამო ყოველთვის ყველაფერი მაკლდა. სკოლაში საკმაოდ კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ფინანსების არარსებობის გამო სწავლა ვერ გავაგრძელე. ძირითადად, სახლის საქმეებით ვიყავი დაკავებული და ასე გადიოდა წლები. როდესაც ოცდაათ წელს გადავცდი, ყველა მეუბნებოდა, რომ უნდა გავთხოვილიყავი და ჩემი საკუთარი ოჯახი შემექმნა. ამის წინააღმდეგი არც მე ვიყავი, მაგრამ შესაფერისი კანდიდატურა არ ჩანდა. სანათესაოში ბევრი დაუოჯახებელი გვყავდა, მათ შორის ჩემი პაპიდა და  ორი ბიძა, ამ ფაქტზე ხშირად მიმახვილებდნენ ყურადღებას, მეუბნებოდნენ, რომ ესეც ერთგვარი გენეტიკაა, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში გარკვეულ როლს ასრულებს. მოკლედ, ყველა მომიწოდებდა, რომ სასწრაფოდ მენახა ვინმე და გავთხოვილიყავი. ორი ძმა მყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროსი და ვარ, ყოველთვის მკაცრად მექცეოდნენ და მათი რიდი დღემდე მაქვს. ორი წლის წინ სოციალურ ქსელში ერთმა ჩემმა ძველმა ნაცნობმა ბიჭმა მომწერა, მომიკითხა. შემდეგ ისე მოხდა, რომ საკმაოდ ხშირად მწერდა, თავის ამბებს მიყვებოდა. ცოლთან გაშორებული იყო და ორი ქალიშვილი ჰყავდათ, ბავშვები ხან დედასთან იზრდებოდნენ და ხან – მამასთან. მოკლედ, მე და ეს ბიჭი ყოველდღე ვწერდით ერთმანეთს. ტელეფონის ნომრებიც გავცვალეთ, მირეკავდა და საათობით ვლაპარაკობდით. მალე სიყვარულშიც გამომიტყდა. მეც ძალიან შევეჩვიე, მასთან თავს კარგად ვგრძნობდი. სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობდით და კვირაში ერთხელ ტაქსით ჩემს სანახავად ჩამოდიოდა, ფულსაც მიტოვებდა – თუ რამე დაგჭირდა, იყიდეო. მოკლედ, ძალიან მზრუნველი, ყურადღებიანი და მოსიყვარულე იყო. პირველ ცოლთან დაშორების მიზეზად იმის ცუდ ყოფაქცევას ასახელებდა. ამბობდა ხოლმე, ის გოგო ახლა თურქეთშია წასული და იქ, ალბათ, რამდენი საყვარელი ეყოლებაო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩვენი ასეთი უწყინარი ურთიერთობა რამდენიმე თვეს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში სულ იმას მიმტკიცებდა, რომ ჩემსავით არავინ ჰყვარებია და რომ როგორც იქნა, იპოვა ისეთი ადამიანი, ვისთანაც სიბერის გატარება უნდოდა.  ერთხელ, როცა მომაკითხა და შევხვდი, მითხრა, მინდა, რომ დღეს ცოლად გამომყვეო. გვიანი იყო – საღამოს 11 საათი იქნებოდა. მე უარი ვუთხარი, ჯერ ჩემს მშობლებს და ძმებს უნდა დაველაპარაკო-მეთქი. ვიცოდი, რომ ცოლნაყოლ კაცზე ჩემი გათხოვება მათთვის ტრაგედია იქნებოდა. თანაც, არ მინდოდა ამ ასაკში თინეიჯერი გოგოსავით, შუაღამეს სახლიდან გავპარულიყავი და ისე გავთხოვილიყავი. ძალიან ბევრი მელაპარაკა, დამაჯერა, რომ ჩემს ოჯახს ის უფრო გაუხარდებოდა, როცა მის გვერდით უბედნიერესს მნახავდნენ. ამ ლაპარაკის დროს ამოიღო ეგრეთ წოდებული „ბრიტვა” და მითხრა – შენ გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს და თუ ახლავე არ გამომყვები, შენ თვალწინ მოვიკლავ თავსო. ძალიან შემეშინდა, ვიფიქრე, მართლა რამე არ დაუშავოს თავს-მეთქი და დავთანხმდი. მოკლედ, გავიპარეთ. განაწყენებული და გაბრაზებული ოჯახის წევრები რამდენიმე თვე არ მირიგდებოდნენ. წყნარად და ბედნიერად ვცხოვრობდით. მალევე დავფეხმძიმდი და გაგვიჩნდა ქალიშვილი – ანასტასია. რაც ბავშვი გაგვიჩნდა, მას მერე ჩემი ქმარი ძალიან შეიცვალა. თითქმის ყოველდღე მთვრალი მოდის, თუ ფხიზელი მოვიდა, სახლში მარტო დაჯდება და იქამდე სვამს, ვიდრე ძალა არ გამოელევა. ჩემ მიმართ ძალიან აგრესიული გახდა. შეუძლია, ყველაფერზე მეჩხუბოს, უმნიშვნელო წვრილმანზეც კი. გამომიცხადა, რომ მეტი შვილი აღარ გვინდა, მე ისედაც სამი ქალიშვილი მყავს და საკმარისიაო.  თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, ვიფიქრე, იქნებ გამოსწორდეს-მეთქი. ერთხელ აბაზანაში იყო, როდესაც მის ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა, გავხსენი და ქალი იყო. შევყევი ძველ მიწერ-მოწერებს და ისეთი რამეები ვნახე, დავრწმუნდი, რომ ის ქალი მისი საყვარელია. რა თქმა უნდა, ვუთხარი. არც უარყო და არც თავის მართლება უცდია. მერე რა მოხდა, კაცი ვარ და ყველაფრის უფლება მაქვსო. ანასტასია უკვე სამი წლის გახდა და ამ ხნის განმავლობაში მე სრულ ჯოჯოხეთში მიწევს ცხოვრება, ქმრის გვერდით, რომელიც არც კი მალავს და უკვე ჩემი თანდასწრებით ელაპარაკება თავის საყვარელს, ყოველდღე მთვრალია და ჩხუბობს. აბსოლუტურად არავინ გამაჩნია, ვისაც ჩემს გულისტკივილს გავუზიარებ. დედამთილი მეუბნება, შუაღამეს მანქანაში რომ ჩაუხტი და გამოყევი, რა გეგონა, ჯერ წესიერად გაგეცნო, ახლა პრეტენზიები რომ გაქვსო. ჩემს ოჯახს ვერაფერს ვეუბნები, ყველასთან ბედნიერი ქალის როლს ვთამაშობ. მინდა, თქვენს მკითხველს ვურჩიო რომ რა ასაკშიც არ უნდა იყოთ, არ აჩქარდეთ და ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება დაუფიქრებლად არ მიიღოთ.
ნათია, 36 წლის.

скачать dle 11.3