კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელობა სიამოვნებისთვის

ბარმენმა კოქტეილი საკმაოდ ოსტატურად მოამზადა და კლიენტს წინ დაუდგა... საკმაოდ პირქუში კაცი ჩანდა. თუმცა, ფული ჰქონდა – საფულე გაძეძგილი იყო მსხვილი კუპიურებით. სასმელს ნელა სვამდა. ბარმენი გვერდზე გადგა და ისე დაუწყო ყურება. მერე ვიღაცას დაურეკა...
... ქალი რომ შემოვიდა, თითქოს იქაურობა სხვანაირი ენერგეტიკით დაიმუხტა. საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობა ჰქონდა და გამომწვევად მოკლე, დეკოლტირებული კაბა ეცვა. ბართან ჩამოჯდა და ბარმენს მიესალმა.
–  კევინ, როგორ ხარ?
– კარგად. მშვენივრად გამოიყურები, ლარა... რას დალევ?
– მოვიფიქრებ... მაგრამ ნისიად უნდა დამალევინოთ. ბანკომატი არ მუშაობდა. ფულს ხვალ საღამოს მოგიტან.
ბარმენმა თავი გააქნია.
– ვერა, ლარა. ბოლო დროს პატრონი ბრაზობს. რომ შემოიაროს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდები.
– რა ვქნა... დალევა ძალიან მინდა, ისე ძალიან, რომ ლამის ხელები ამიკანკალდეს. ჩემმა საძაგელმა ქმარმა ისევ ნერვები მომიშალა. უარი არ მითხრა...
კაცმა, რომელმაც ყველაფერი გაიგონა, თავი ასწია და ბარმენს მიმართა:
– ქალბატონს სასმელი დაუსხით, რასაც შეუკვეთავს – ვიხდი.
– როგორი კეთილშობილი და თავაზიანი ბრძანდებით, – გაუღიმა ქალმა. 
მერე მოვლენები სტანდარტული სქემის მიხედვით წარიმართა. მესამე ჭიქა მაგარი კოქტეილის შემდეგ ქალმა თავისთან წასვლა და ლიქიორიანი ყავა შესთავაზა – იდეალურად ვხარშავ ყავასო. ბარმენმა თვალი გააყოლა მიმავალთ და ჩაეცინა...
... ბინაც სტანდარტული იყო – ორი მოზრდილი ოთახი და კარგად მოწყობილი სამზარეულო. ავეჯი ძველი და ცოტათი ღირებულიც კი იყო. იატაკზეც საგრძნობლად გაქექილი ხალიჩა ეგო.
სახლში შესვლისთანავე ქალმა გამჭვირვალე პერანგი გაიხადა, ბიუსტჰალტერი არ ეცვა. მკერდი ლამაზი და ოდნავ პატარა ჰქონდა.
– ჩემი ქმარი ჩიკაგოში გაემგზავრა და ხვალ საღამომდე არ ჩამოვა. რატომ არ უნდა ვისარგებლო ამით? არიან კაცები, რომლებიც ერთგულებას არ იმსახურებენ. ჯო ასეთია და ამ ღალატისგან მხოლოდ სიამოვნებას მივიღებ, დიდ სიამოვნებას.
კაცმა გაიცინა და შარვლის ღილები შეიხსნა. მან თავიდანვე „გაშიფრა“ ქალი, როგორც კი ბარში შემოვიდა.  ბარმენის ფარულ თამაშსაც მიხვდა, მაგრამ არ შეიმჩნია. იმ ეტაპზე ეს მის წისქვილზეც ასხამდა წყალს. ქალი ცუდად არ გამოიყურებოდა. საკმაოდ ვნებიანიც კი ჩანდა და კაციც მოქმედებაზე გადავიდა. ლარას ჯერ სამზარეულოში გაჰყვა და იქ ჩაბღუჯა მისი მკერდი, მერე საძინებელში გადაინაცვლეს და დაწყებული საქმე განაგრძეს. კაცი ეხვეოდა ქალს და თავის წარმოსახვაში ტკივილს აყენებდა მას. წარმოსახვაშივე ქალი ტკივილებისგან იკლაკნებოდა, ღმუოდა და იკაწრებოდა. კაცს კი ეს ძალიან მოსწონდა. ისე მოუნდა ლარასთვის ცხადშიც მიეყენებინა აუტანელი ტკივილი, რომ კბილებიც კი გააღრჭიალა. ლარა ამაზე ვნებიანად აკვნესდა. „ო, ჰენკ... – ჩურჩულით წარმოთქვა მისი სახელი.  ეს უკვე კარგი იყო – ქალმა დაიმახსოვრა, რა ერქვა კაცს, რომელსაც დანებდა. ესე იგი, მის მიმართ ლტოლვა მართლა ჰქონდა ან, უბრალოდ, კარგად თამაშობდა როლს, რომელიც თავადვე მოირგო. ისევ წამოუარა ქალისთვის ტკივილის მიყენების სურვილმა, ამჯერად პირვანდელზე უფრო ძლიერად. განზრახვამ მის ტვინში სრულყოფილი ფორმა მიიღო და ალბათ, რეალობად აქცევდა კიდეც, კარზე ვიღაცას ბრახუნი რომ არ აეტეხა.
ქალის რეაქცია მყისიერი იყო. წამოხტა და თვალებგაფართოებულმა, სასოწარკვეთილი ხმით შესძახა.
– ჩემი ქმარი დაბრუნდა. ახლა რა ვქნათ?! ის ისეთი ეჭვიანია და სასტიკი...
კაცმა მხოლოდ გაიღიმა. შარვალი აიღო და ნელა შეუდგა ჩაცმას. სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა.
ოთახში ტანდაბალი, ჯმუხი მამაკაცი შემოვარდა, ხელში რევოლვერით. ლარამ იკივლა და კედელს აეკრა. ჰენკმა ერთი შეხედვით შეაფასა სიტუაცია – ცოლ-ქმრისთვის ეს, ალბათ, პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ბრიყვ კაცებს მახეში იტყუებდნენ და ჯიბეებს უსუფთავებდნენ. ბანალური სიუჟეტი იაფფასიანი, ბულვარული რომანისთვის – ბოზი ცოლი და ეჭვიანი ქმარი... ჰენკმა გადაიხარხარა. ერთი ნახტომი და მას რევოლვერი უკვე ხელში ეჭირა. მეორე ხელით ლარას ქმარს ნიკაპში მუშტი ამოარტყა. დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, რომ საცოდავი ჰაერში ავარდა და იატაკზე პირქვე ჩაემხო. ჰენკმა რევოლვერი ოთახის მეორე კუთხეში ისროლა, იატაკზე დაცემულს დაახტა და სანამ ის უბედური გონზე მოსვლას მოასწრებდა, კისერი მოუგრიხა – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ქალს თვალები გაუფართოვდა. დამუნჯებულივით იდგა და ძლივს სუნთქავდა.
– მე შენ ახლა სიკვდილისგან მიხსენი. ხომ დაინახე, როგორ მიყურებდა. ის ჩემი ქმარი იყო... – ჩაიჩურჩულა ქალმა.
– ჰო, მაგრამ შენ ხომ უღალატე მას ჩემთან? ეჭვიანმა ქმარმა კი დანდობა არ იცის.
– შენ მკვლელი ხარ? – ქალმა საფრთხე იგრძნო და ერთიანად აცახცახდა.
– ძნელი სათქმელია, – უბრალოდ, განგიმარტავ – სიამოვნებისგან ვკლავ. მაგრამ ყველას არა. ეს თქვენი ინიციატივა იყო. ბარმენმა ხომ შენ დაგირეკა? გაცნობა, რომ ფულიანი კლიენტი გამოჩნდა, რომლის შებმაც შეიძლება. შენც მაშინვე იქ გაჩნდი. გგონია, დავიჯერე მითი, რომ ბანკომატი არ მუშაობდა? გინდა, ახლავე შევამოწმოთ. 
ცარცივით გათეთრებული ქალის თვალწინ კაცი მის ხელჩანთას დასწვდა და იატაკზე გადმოყარა შიგთავსი. საფულეში მართლაც იდო ორი ასდოლარიანი და ერთი ორმოცდაათდოლარიანი. კაცმა კომოდის უჯრები და მოკლულის ჯიბეებიც ამოატრიალა. საერთო ჯამში, ხუთას დოლარამდე მოგროვდა.
– ბევრი არ არის, მაგრამ დანარჩენს ნატურით გადამიხდი...
– არ მომკლა, ძალიან გთხოვ. ფული წაიღე და წადი. თუ გინდა, შენი საყვარელი გავხდები და შენთვის ვიმუშავებ. ერთად კარგად გამოგვივა.
– არაფერში მჭირდები. ზედმეტი ბარგი ხარ, – ჩაიცინა კაცმა. ფული ჯიბეში ჩაიტენა, ქალი იატაკზე წააქცია და მთელი სხეულით ზედ დააწვა. ლარა აუტანელი ტკივილებისგან ყვიროდა, კიოდა... კაცი ისე კბენდა, ხორცს ლამის აგლეჯდა. პირში სისხლის გემოს გრძნობდა. ბოლოს ორივე ხელი ყელში წაუჭირა და ნელ-ნელა დაუწყო მოხრჩობა. ქალს თვალები გადმოეკარკლა, ახროტინდა და გალურჯდა. კაცმა უსულო, მომჩვარულ სხეულს მშვიდად გადააბიჯა და კარი გაიხურა.

скачать dle 11.3