კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: აუცილებელია თუ არა, ჩემი შვილი მოვანათვლინო ჩემს მეჯვარეს თუ შემიძლია სხვა ნათლია შევურჩიო?
პასუხი: არ არის აუცილებელი, რომ მეჯვარე იყოს თქვენი შვილის ნათლია. მეჯვარე მხოლოდ თქვენი ჯვრისწერის საიდუმლოს დამადასტურებელია. შეგიძლიათ, შვილი ნებისმიერ, თქვენთვის სასურველ მართლმადიდებელს მოანათვლინოთ.
კითხვა: ახლობლის გარდაცვალების შემდეგ მწუხარებას სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ზოგი წვერს უშვებს, ზოგი შავ თავსაბურავს ატარებს. რამდენად აუცილებელია გარეგნულად ასეთი ფორმით გლოვის გამოხატვა?
პასუხი: ასეთი აუცილებლობა არ არსებობს. შეგიძლიათ, სხვაგვარად გამოხატოთ თქვენი თანაგრძნობა – მოწყალების გაცემით მიცვალებულის სახელზე, ლოცვებით, პანაშვიდის გადახდით, რადგან გლოვის გარეგნული გამოხატულება არ უკავშირდება მის სულზე ზრუნვას. თუმცა, თავისთავად, გარეგნული გამოხატვის მიმართ ეკლესიას საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
კითხვა: თუკი ავადმყოფობა ღმერთისგან ჩვენი ცოდვებისთვის გვეძლევა, ცოდვას ხომ არ ჩავდივართ, როდესაც ექიმთან მივდივართ განსაკურნებლად?
პასუხი: ექიმიც ღმერთის მიერ არის შექმნილი და წამალიც. ექიმი თავად კი არ ჰკურნავს, არამედ ღმერთი ჰკურნავს მისი ხელით. მიმართეთ ექიმს სამკურნალოდ და სთხოვეთ უფალს, რომ დაეხმაროს ექიმს, სწორი მკურნალობის წარმართვაში.
კითხვა: როგორ უნდა შევაფასოთ მცირედი ცოდვა, ოღონდ ხშირად განმეორებადი?
პასუხი: ასეთი ცოდვა სასიკვდინე ცოდვასთანაა ახლოს. დიდი ცოდვა დიდ ქვას ჰგავს, ხოლო პატარა – ქვიშის ნამცეცს, თუ ქვიშა ბევრია, შეიძლება, მან დიდი ქვაც გადაწონოს. მაგალითად, სიცრუე არ არის სასიკვდინე ცოდვა, მაგრამ მისი ხშირი გამეორების შემთხვევაში, უფლის მადლს განაქარვებს და სასჯელს მოიწევს.
კითხვა: ჩემი ახლობლის შვილს სურს ბერად აღკვეცა. მშობლები სიხარულის ნაცვლად დაბნეულები არიან. შეიძლება, ასეთ გადაწყვეტილებაზე შვილს მშობელმა უარი უთხრას და დააბრკოლოს?
პასუხი: თუ თქვენი ახლობლის შვილი უფლისკენ ისწაფვის, ნუ დააბრკოლებთ მას. მით უმეტეს, თუ ოჯახს სხვა შვილებიც ჰყავთ, ერთი უნდა გაიმეტონ უფლისთვის. მონასტერში ხომ უკეთ ილოცებს ის თავისი ოჯახისთვის და მთელი ქვეყნიერებისთვის.

скачать dle 11.3