კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გულთამხილველი

მასაჟისტმა თუ არ გიკბინა,
რაა პრეზიდენტობა?!

 რაკი თავი ქუდში აქვს, ანუ საპრეზიდენტო სავარძელში გარანტირებულად დარჩება კიდევ ერთ წელზე მეტ ხანს, მის მსჯელობასაც მეტი ფილოსოფიურობა შეეპარა (ხანდახან ოლიმპიურ, განა სიმშვიდეში, თვით დიდებულებაში გადასული).
შესაძლოა, იმიტომ, რომ თავი – ქუდში აქვს, ბ-ნმა მარგველაშვილმა (მთლად საკუთარი ნებითაც არა, ჟურნალისტის კითხვის წყალობით), აგვიხსნა, თუ რატომ არ ხსნიდა გრიფ „საიდუმლოს“ თავისი წინამორბედის დოკუმენტაციას (რის მიხედვითაც, დასტურდებოდა, რომ ამ ჩვენს საბიუჯეტო თანხებს საკუთარ ყულაბასავით განკარგავდა).
აღმოჩნდა, რომ, ამ ჩვენი პრეზიდენტის აზრით (თუ საკითხს, მათ შორის, არაფილოსოფიურადაც მივუდგებით), პრეზიდენტს ხამს (ანუ იგი მოვალეა), გაიკეთოს ბოტოქსი და ისარგებლოს ძვირად ღირებული მასაჟისტის მომსახურებით თვით ბიუჯეტის ხარჯზე.
სახელდობრ, ავლაბრის სასახლის ნომერ მეორე ბინადარი ბრძანებს, რომ იმთავითვე იცოდა, საქმე ცუდად დამთავრდებოდა (გულთმისანია?!), რადგან (აწ უკვე ციტატას მოვიშველიებ): „პრეზიდენტებს არცერთ ქვეყანაში სუშის ქვითრისთვის არ იჭერენ. არც ბოტოქსებისთვის, არც მასაჟისტების ჩამოყვანისთვის და არც პიჯაკების შეძენისთვის. ქვითრებით ვერავინ დაიჭირეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ“.
რთული წარმოსადგენია, ბ-ნმა მარგველაშვილმა არ იცოდეს, რომ დასავლეთში პანტაპუნტით ცვივიან პოლიტიკოსები სკამებიდან, თუ საბიუჯეტო თანხების უკანონო ხარჯვა დაუდასტურდათ (ვითომ იმედი აქვს, რომ ეს არ იცის საქართველოს მოსახლეობამ?!), მაგრამ, მეორე მხრივ, რაკი პრეზიდენტის ლოგიკა ჩვენთვის გაუგებარია (თუმცა არისტოტელეს ფრიად ჰარმონიულად ვუგებთ), ჩნდება ეჭვი, იქნებდა, სასახლეგამტკბარს (თუმცა გაპრეზიდენტებამდე ირწმუნებოდა, რომ ამ ბოროტების სასახლეში ფეხს არ შეადგამდა),  ბოტოქსი, სუში ან მასაჟისტი მოესურვილა, პრინციპით: ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ მასაჟისტმა) არ გავიარე (არ გიკბინა), რაა მამული?! –

скачать dle 11.3