კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკურ ალყაში

ბირთვული ქობინების მოლოდინი

 მაშინ, როდესაც ჩვენს სამხრეთელ მეზობელ თურქეთში დიდი რეპრესიებია და უფრო დიდი სიამტკბილობა აქვთ გაჩაღებული ჩვენსავე ჩრდილოელ მეზობელთან, თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ინჯირლიკის ბაზაზე კვლავ ინახება ბირთვული ქობინები.
ჰოდა, რაკი პრეზიდენტ ერდოღანის რიტორიკა სულ უფრო და უფრო მკაცრი ხდება „ნატოსა“ და აშშ-ის მისამართით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიც დაფიქრებულა ხსენებული ბირთვულების ბედზე.
ხოლო, რაკი დაფიქრებულა, გავრცელებული ინფორმაციით, მათი გადატანაც გადაუწყვიტავს თითქოს რუმინეთში – ახალ ბაზაზე დისლოკაციის ადგილი ლოგიკურია, თუმცა მეტად აშორებს „ნატოსა“ და აშშ-ის ბირთვულ რაკეტებს ახლო აღმოსავლეთს.
უფრო მეტიც, რუსეთმა და თურქეთმა ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლის ცენტრის შექმნაც განიზრახეს, ხოლო ირანმა კი თავისი ბაზა დაუთმო რუსულ მოიერიშეებს, ცხადია, ტერორისტებზე იერიშის მისატანად. მეორე მხრივ, არც ისაა გამორიცხული, რომ რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს თურქეთმაც გაუღოს თავისი კარი; იმას გარდა, რომ აწი შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების შესასვლელის გასაღები ცალმხრივად თურქეთის ხელშია.
შესაბამისად, თუ ჩვენს ადგილმდებარეობას გავიხსენებთ, ფაქტობრივად, ალყაში ვართ, თან, ისეთ გაურღვეველში, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ფლაგმანი გემები აწი, დიდი ალბათობით, შავ ზღვაში ვერ შემოცურდებიან (რადგან თურქეთის თანხმობა, ვფიქრობ, შექმნილ ვითარებაში ფრიად ძვირი ეღირება).
აქედან გამომდინარე კი, იბადება რიტორიკული კითხვა: კონსტიტუციაში არაფრისმთქმელი ფრაზების ჩაწერა-არჩაწერაზე არასახელმწიფოებრივ მსჯელობას, იქნებ ჯობდა, ამერიკული სამხედრო ბაზის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებაზე გვემსჯელა თავისი ბირთვულქობინიანი რაკეტებით?! მით უფრო, რომ აშშ-საქართველოს შორის არსებული შეთანხმებები საამისო სამართლებრივ საფუძველს სავსებით თავისუფლად გვაძლევს?! –

скачать dle 11.3