კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ფორმით ხდება სახლის დაწყევლა და ცხოვრებისგან გამწარებული ადამიანების ბედის გაზიარება

ბევრს არ სჯერა, მაგრამ თუ სახლს აშენებთ და მის საძირკველში ჩააყოლებთ ისეთ ნივთს, რომელიც არ შეიძლება, შესაძლოა, ეს მომავალში ოჯახის წევრების გარდაცვალების ან დიდი უბედურების საწინდარი გახდეს. ძველად საქართველოში ასეთი წესი იყო – სანამ  საძირკველის გათხრას დაიწყებდნენ, ბედნიერ ადამიანს სთხოვდნენ, ამა თუ იმ ნივთის იმ ადგილას ჩამარხვას, სადაც მომავალში სახლი უნდა აეშენებინათ. ბატონი რეზო შემთხვევით გავიცანი და როცა მისი ცხოვრების შესახებ შევიტყვე, სურვილი გამიჩნდა, დაწვრილებით გამომეკითხა დეტალები და გამერკვია, რამდენად საშიშია მითი, თითქოს, ნამდვილად არსებობს დაწყევლილი სახლები.

 რეზო: სახლში ადამიანმა უნდა დაისვენოს, თავი კომფორტულად იგრძნოს. თუმცა, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მათთვის მსგავსი იდილია და სიმშვიდე უცხოა. ალბათ, არც კი დაფიქრებულხართ იმაზე, ვის ეკუთვნოდა წინათ ბინა, რომელიც შეიძინეთ და ცხოვრობთ ოჯახთან ერთად, რა ვნება და რა ძალა ტრიალებდა თქვენს მისვლამდე იქ; ან რა არის ჩადებული საძირკველში, რაზეც ის სახლია დაშენებული, სადაც ცხოვრობთ. მოკლედ, ამაზე, ზუსტად ვიცი, ბევრი თქვენგანი არ ფიქრობს, არადა, თქვენი ოჯახის მომავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.  თუ სახლში, თქვენამდე, ბოროტი ზრახვის ადამიანები ცხოვრობდნენ, უარყოფითი ენერგია ტრიალებს. იქ დასახლების შემდეგ კი, ხშირად, ბოროტი ძალების მსახური თავად ხდებით. ჩემი წინაპრები წარმოშობით კახეთიდან იყვნენ. თელავის რაიონის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში ვარ გაზრდილი. მშობლებისგან მემკვიდრეობით მერგო დიდი, ორსართულიანი სახლი, ეზო და ვენახ-ბოსტნები. სამწუხაროდ, იმ სახლში ვერც ჩემმა წინაპარმა და ვერც მე ვერ გავიხარეთ, სანამ ამის რეალური მიზეზი არ გავიგეთ. სულ ტრაგედია და უბედურება ტრიალებდა. ბაბუა დაბრმავდა, ბებია ჭკუიდან შეიშალა, ჩემი ძმა გაურკვეველ მდგომარეობაში, სრულიად ჯანმრთელი გარდაიცვალა, დედამ დაიძინა და ვეღარ გამოიღვიძა და მხოლოდ მე და მამა დავრჩით ცოცხალი.
– რა იყო ამის მიზეზი?
– არ დაიჯერებთ და, საძირკველში ჩადებული ნივთი გახდა ჩვენი ოჯახის ტრაგედიის მიზეზი. მეზობლის ხანში შესული ქალი ხშირად ეუბნებოდა მამას: ამ ბინის საძირკველს რომ თხრიდნენ, მასში ისეთი რამეები ჩააყოლეს, რაც არ შეიძლებოდა და ამიტომაცაა, გამუდმებით ასეთი ტრაგედია რომ ტრიალებს თქვენს სახლშიო. მისგან ვიცი, რომ თურმე, სახლის აშენებისას, საძირკველში ბედნიერ ადამიანს უნდა ჩაადებინოთ ვერცხლისფერი სამი ცალი მონეტა, რომელზეც არ იქნება გამოსახული კაცის თავი, როგორიც ძველ ხურდა ფულსა და უცხოურ მონეტებზეა. ასევე, უნდა ჩადოთ პატარა ბლის ტოტი – ეს მომავალში ამ სახლში მცხოვრებლების სიამტკბილობაზე, სიყვარულსა და ბარაქაზე იზრუნებს. ჩვენი სახლის საძირკველში კი შორეულ ნათესავს, რომელიც ქვრივი ქალი იყო, ჯიბიდან ამოუღია რაღაც მარცვალი და ჩაუგდია. არადა, არაფრით არ შეიძლება თურმე ქვრივმა, შვილმკვდარმა, უდედმამო ადამიანმა სახლის საძირკველში რაიმე ჩაატანოს. ამ ფრომით ხდება სახლის დაწყევლა და ცხოვრებისგან გამწარებული ადამიანების ბედს სახლის ახალი მაცხოვრებლებიც გაიზიარებენო. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, წლების განმავლობაში შიშები მქონდა, რაღაც ხმები მესმოდა, ვერ გაარკვიეს, რა მჭირდა და შემლოცველთან წამიყვანეს. ნახშირით და დანით შემილოცა და ის დანა სახლში გამოგვატანა, ბალიშის ქვეშ წლების განმავლობაში მედო. მართალია, აღარც შიში მაწუხებდა და აღარც უცნაური ხმები ჩამესმოდა, მაგრამ მაინც ვერ გავიხარე. დავოჯახდი და შვილი რომ გამიჩნდა, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო ქვეყანაზე. მაიკოს დაბადებამ თითქმის მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ხუთი წლის რომ გახდა, ღამით კოშმარული სიზმრების ნახვა დაიწყო. მამაჩემმა თქვა, ამ ასაკში ღამის კოშმარები ჩვეულებრივი მოვლენაა და გაივლის, ნუ ნერვიულობთო. ერთ ღამესაც მაიკო მძინარე ადგა, იარა ოთახებში და ბოლოს ფანჯარას მიადგა, გამოაღო და გადახტა. ამ ამბიდან უკვე თექვსმეტი წელი გავიდა, მაგრამ ის ტკივილი არ გამნელებია. მანამდე, სანამ ეს მოხდებოდა, ბავშვი ხშირად იღვიძებდა ღამით და სიზმარს ყვებოდა: ვიღაც შავებში ჩაცმული ქალი მოდის, მეუბნება, ფანჯარასთან მოდი, რაღაც უნდა გაჩვენოო. რომ მივდივარ, გარეთ  ვიღაც  ბიძიას ვხედავ, ხელს მიქნევს დაბლიდან და მეძახის: მოდი, გადმოხტიო. მისი გარდაცვალების მერე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბინა დაწყევლილია და გამუდმებით მსხვერპლს ითხოვს. ამბობენ, იმ ბინაში, სადაც ადამიანმა თავი მოიკლა, მისი იდუმალი ხმა ხშირად ესმით იქ მცხოვრებლებსო. ზუსტად ასეა. ჩემი გოგონას გარდაცვალების შემდეგ, ხშირად მესმის, თითქოს ვიღაც კარს აღებს, ფანჯარას ხურავს. არაერთხელ ფეხის ხმაც შემომესმა. სულ მგონია, ვიღაც მეძახის. გავიხედავ, არავინ არის. ჩემი მეუღლე და მამა გიჟებს ჰგვანან. მეუბნებიან, მოლანდებები ხომ არ დაგეწყო, ჭკუიდან არ გადახვიდე, თავი ხელში აიყვანეო. არადა, მესმის მსგავსი იდუმალი ხმები და რა ვქნა? ჩემი თავი – ჯანდაბას! ერთადერთი შვილი დამრჩა, თოთხმეტი წლის მარიამი და მას რომ საფრთხე დაემუქროს, ხომ თავი მოვიკალი?
– გეთანხმებით, ძნელია, ასეთი შიშით ცხოვრება და მაინც, რას აპირებთ?
– ჩემი ცოლის ნათესავი იყო პარაფსიქოლოგთან და მისთვის უკითხავს რჩევა. სწორედ მან უთხრა, რომ აუცილებელი იყო, ჩვენს სახლში ჩვენი ფუძის ანგელოზის შემორიგება. ანუ, სახლებში სადაც რაღაც რიგზე არ არის, ფუძის ანგელოზია გაბრაზებული. ეს ჩემთვისაც უცნაური იყო. მაგრამ, დამიჯერეთ, თურმე, მისი შემორიგება შესაძლებელი ყოფილა. ძველად ჩვენი წინაპრები, თურმე, ისე არ შეიცვლიდნენ საცხოვრებელს, თუ ჯერ ფუძის ანგელოზს არ გადაიყვანდნენ ახალ სახლში. ამისთვის კი სპეციალური რიტუალის ჩატარებაა საჭირო. როგორც გავარკვიე, ანგელოზი, თურმე, ისეთ ნივთში სახლდება, რომელიც წინაპრებისგან შთამომავლობით გადმოდის. არადა, სოფელში ასეთი უამრავი ნივთი გვქონდა, რომელი ერთი ჩამოვთვალო. მაგრამ, ერთი განსაკუთრებით გვიყვარდა და ვუფრთხილდებოდით. ეს იყო ჭაღი, რომელსაც უცნაური ნავისებური ფორმა ჰქონდა. ახლა რომ ვუფიქრდები, მის მიმართ მართლაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ახალ სახლში რომ გადავბარგდით, ის ჩემმა ბებია-ბაბუამ ძველ სახლში დატოვა. ახლა კი იძულებული ვარ, ჩვენი ფუძის ანგელოზს პატიება ვთხოვო. ეს კი ასე უნდა გავაკეთო: ის ჭაღი ძველი ბინიდან გადმოვიტანო, დავკიდო. მის ქვეშ მივიტანო ანთებული სანთელი და წყლით სავსე ჭურჭელი, ასევე, ტკბილეული, რომ ფუძის ანგელოზის ყურადღება მივიპყრო. თუ სანთლის ჩაწვისას წყალში რგოლები გაჩნდა, ესე იგი, ფუძის ანგელოზი შესარიგებლად თანახმაა. ამ ხერხით არაერთი ოჯახი გადაურჩა უბედურებას და ეს თავდაცვის ერთადერთი გზაა. სხვათა შორის, ისიც მითხრეს, რომ თურმე, სუფრაზე ფუძის ანგელოზისთვის ყველა ოჯახში უნდა იდგას ტკბილეულით სავსე ლანგარი. ამით თქვენს კეთილგანწყობას გამოხატავთ მის მიმართ და ისიც ამითვე გიპასუხებთ. ასევე, სახლში რომ ბედნიერება სუფევდეს, მას უნდა ჰქონდეს ექვსი ფანჯარა და ერთი შესასვლელი, მთავარი კარი. თუ პატარა სახლია, აუცილებელია, მას ჰქონდეს წყვილი ფანჯარა და დიდი ზომის შესასვლელი კარი.

скачать dle 11.3