კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოკეტა ირმა სოხაძე შვილმა ორი წელი სახლში და შეიცვალა თუ არა მისი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილთან გახმაურებული ინტერვიუს შემდეგ

ირმა სოხაძე ორი ქალიშვილის დედაა,  უფროსი – სალომე ასათიანი რადიო  „თავისუფლების” ჟურნალისტია, უმცროსი – ნატა განათლების და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ შვილები ისე გაზარდა, მათთან  მკაცრი დედის როლის მორგება არასდროს  დასჭირვებია.  ყველაზე ემოციური  მათი დაოჯახება იყო, თუმცა არჩევანში ლიბერალი დედა, რომელიც შვილებთან ყველაზე კარგად მეგობრობს,  არასდროს  ჩარეულა. 
ირმა სოხაძე:  20 წლის ვიყავი, როცა სალომე გავაჩინე და პირველად გავხდი დედა.  კარიერის პირველი ეტაპი, ბავშვობის, უკვე  მოთავებული მქონდა, მეორე ეტაპიც - როცა  გოგონას ხმა ეცვლება,  უკვე აღარც რეპერტუარით აღარ არის კმაყოფილი და კიდევ ბევრი სხვა მიზეზია,  გავლილი. სწორედ იმ პერიოდში შევხვდი კვარტეტ „თბილისს”, სადაც გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე – რეზო ასათიანი.  მაშინ 16 წლის ვიყავი.   სამი წელი ვხვდებოდით მე და რეზო ერთმანეთს, რეზო მოდიოდა ჩემთან სახლში, მამას ის ძალიან უყვარდა. მოკლედ, სამი წელი გვქონდა „კოლექტიური პაემნები”  ოჯახის ახლობლების, სიმღერისა და სუფრის თანხლებით. რეზო არ იყო აზიატი ქმარი, თუმცა, თავიდან კი მეუბნებოდა, მე არ მინდა მომღერალი ცოლიო. მეც ვეუბნებოდი: კარგი, არ ვიმღერებ-მეთქი, მაგრამ თვითონაც და მეც მალე მივხვდით, რომ ეს არ გამოვიდოდა და ორივე ერთად კარგა ხანს კვარტეტ „თბილისში” ვმღეროდით. როდესაც სალომე გავაჩინე,  მივხვდი, რომ  მეორე ბავშვს  მალე ვერ მივაყოლებდი,  ამიტომაც არის ასაკობრივი სხვაობა ცხრა წელი სალომესა და ნატუკას შორის. სალომე, ფაქტობრივად, დედაჩემმა გაზარდა. მე ორ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ვმეცადინეობდი ძალიან ბევრს, აუცილებლად ფრიადებზე უნდა მესწავლა, იმიტომ, რომ ვიყავი მოწინავე სტუდენტი, პარალელურად კი კონცერტები მქონდა.  ახლა ძალიან მწყდება  გული, რომ სალომესთან მაქსიმალურად ბევრი დრო არ გავატარე, თავი უნდა მომეკლა და პირველი შვილი თვითონ გამეზარდა, მაშინ მეგონა, რომ ეს ბუნებრივი მოვლენა იყო. ეს „შეცდომა” ნატასთან გამოვასწორე – ორი წელი დეკრეტული შვებულება ავიღე და სახლში ვიჯექი. ერთი დღე არ მიმიყვანია დედაჩემთან. მერე ვხუმრობდი: ეტყობა, მეორე შვილი აქ იმიტომ არ მოვიყვანე, ვიფიქრე, ესეც არ  წაგერთმია-მეთქი (იცინის). ის, რომ ოჯახში  არ იყო  ბიჭი, სულ არ იყო მძიმე. მაშინ კიკინებიან გოგონებზე ვგიჟდებოდი, სხვათა შორის,  მესამე შვილის  გაჩენაზე ვფიქრობდი, სქესის გამოანგარიშებაც ვცადეთ (იცინის). სამაგიეროდ, ახლა შვილიშვილები მყავს ბიჭები, მათ მიმახვედრეს, რა მაგრია სახლში პატარა ბიჭი.  
– თქვენ გგავთ შვილები  თუ თქვენს მეუღლეს?
– უცნაური ის იყო, რომ  ჩვენმა შვილებმა ორივე მხრიდან  მხოლოდ კარგი „აკრიფეს.” მე მგონია, რომ მე მგვანან,  თუმცა  ვინც შეხედავს იძახის: ვაიმე, რეზოს როგორ ჰგვანანო! გოგონებს  აქვთ მამის  იერი, აღნაგობა, სიმაღლე, აშხვართულები არიან – ეს ასათიანების საფირმო ნიშანია.  მე არ შემიშლია ხელი  გენეტიკის გაფურჩქვნისთვის, თუმცა არც მე ვიყავი ცუდი გოგო. ორივე ქერაა, ცისფერთვალება, რაშიც, როგორც ჩანს,  მე ვიყოჩაღე (იცინის) ხასიათითა და თვისებებით ორივე აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანია. საბაზისო საკითხებში ბევრი აქვთ საერთო, მაგრამ ხასიათი  აქვთ  კარდინალურად განსხვავებული. სალომე შეიძლება  უცებ გაგიწყრეს, არ დაგეთანხოს,  მაგრამ თუ მიხვდა, რომ ეს შენ გჭირდება, აუცილებლად გაგიკეთებს. ნატა თითქოს უფრო რბილია,  უფრო მარტივად დაგეთანხმება, მაგრამ  ბოლოს, როგორც თვითონ უნდა,  მაინც ისე მოიქცევა. ხავერდოვანი ხასიათით არც ერთი არ გამოირჩევა, თუმცა ბევრი კარგი თვისება აქვთ – პასუხისმგებლობა, სკულპულოზურობა, საქმის შუა გზაში მიტოვება არც ერთმა არ ვიცით. 
– ცნობილი მშობლები როგორ განსაზღვრავდით მათ ცხოვრებას?
– ვერ ვიტყვი, რომ მათ  განსაკუთრებული ბავშვობა  ჰქონდათ ან ვანებივრებდით.  ვაკეთებდით მათთვის იმას და იმდენს, რისი საშუალებაც გვქონდა; ვექცეოდით მათ, როგორც დიდებს.  იმ დროს შვილების გაზრდა, მაინც დედებზე იყო მინდობილი, მამები  უფრო მატერიალურ უზრუნველყოფას, აგარაკთან  და ასეთ თემებთან დაკავშირებულ საკითხებს აგვარებდნენ. მე არც ფსიქოლოგი ვარ, არც  პედაგოგიური განათლება მიმიღია, მაგრამ ამ თემებზე ბევრ ლიტერატურას ვეცნობოდი და ჩემი დასკვნაც  გავაკეთე – ჩემს შვილებს არ ვატყუებდი, გულწრფელად და გულღიად ვუყვებოდი ყველაფერს, არაფერს ვუმალავდი. მაგალითად, მამას წინა საღამოს სახლში მოსვლა დააგვიანდა და ნაწყენი ვარ? ამაზე ვსაუბრობდი მათთან, რაც შეიძლება პედაგოგიკის კანონებით სწორი არც არის, მაგრამ ჩემს შემთხვევაში  ურთიერთობა  გამოვიდა.  მე და ჩემი შვილები კარგი მეგობრები ვართ,  სალომესგან იმდენი რამ ვისწავლე,  ხუმრობით ვეტყვი ხოლმე:  დედიკო, შენ უფრო მეტი ამაგი გაქვს ჩემზე, ვიდრე მე შენზე-მეთქი (იცინის).
შვილებთან მკაცრი არასდროს ვყოფილვარ. ისინი  ნდობაში, სიყვარულსა და მოფერებაში უნდა გაზარდო. როდესაც  გოგონებს თინეიჯერული ასაკი ჰქონდათ, რეზომ უფრო იცოდა „გამკაცრება”,  როგორც კი გაიგებდა, რომ ვიღაცის შვილი გაიპარა და გათხოვდა... არ გავუშვებ არსად! – მოირგებდა ხოლმე მკაცრი მამის როლს. ერთხელ ნატა სრულიად უმიზეზოდ არ გაუშვა დაბადების დღეზე. სახლში დავრეკე, ნატამ ტირილით მიპასუხა, არ მიშვებსო. ჩაიცვი და წადი-მეთქი, ვუთხარი. რეზოსთან პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებდი.
– მათი ცხოვრების რა ეტაპები იყო თქვენთვის ყველაზე მძაფრი?
  – ეს იყო მათი გათხოვება.  იმის მიუხედავად, რომ არც ერთი არ გაპარულა და ორივე სიძე გადასარევი ბიჭია, სალომეს და ნატას გათხოვება  გაგვიჭირდა. პატარა არც ერთი არ იყო, მაგრამ მათი გადაწყვეტილება ჩვენთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. სალომე ისე  გაჰყვა ცოლად ადრიანს, არ ვიცნობდი.  სალომე ბრაიტონში სისესქსის უნივერსიტეტში სწავლობდა, იქ გაიცნო ადრიანი.  მიყვებოდა, რომ ის საინტერესო ახალგაზრდა, საყვარელი ბიჭია, ვმეგობრობთო, – მეუბნებოდა.  მეორე წელს გადავიდა ბუდაპეშტში, მოხდა ისე. რომ ადრიანმაც იქით გადაწყვიტა წასვლა. აი, იქ კი მათი მეგობრობა  უკვე  ნამდვილ სიყვარულად იქცა. ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა: დედა, მე გავთხოვდი, ჩვენ ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთო. მე  გავოგნდი.  კი მაგრამ, არ უნდა გავიცნოთ-მეთქი, ვკითხე. – კი, აი, მოვდივარ და ჩამოვიყვანო.
– როგორ მიიღეთ ალბანელი სიძე ტრადიციულ ქართულ ოჯახში?
–  ეს ისეთი საოცარი ბიჭია, არანაირი დისკომფორტი არ გვქონია.  რეზოს უფრო  გაუჭირდა – ბუნებრივია, მამა გოგონას გათხოვებაზე რომ ღელავს. როცა გაიგო, რომ სალომეს რჩეული ალბანელი იყო,  უფრო მეტი ემოციები ჰქონდა: სად იპოვე ტირანელი ბიჭი,  ჩვენთან სამი საათი მაინც არის შუქი და მაგათ, ალბათ,  სულ  არ აქვთო – ეხუმრებოდა სიმწრისგან (იცინის). რეზოსთან მე ჩავატარე „მასტერკლასი.” სულ არ მყავდა ადრიანი ნანახი და რეზოს ტვინი გავუხვრიტე: შენ არ იცი, რა ბიჭია-მეთქი, აგიტაცია-პროპაგანდის დღეები მქონდა სალომეს ჩამოსვლამდე. ჩემთვის მთავარი იყო ჩემი შვილების სურვილი, მათი  ბედნიერება. სულ მიკვირდა იმ დედების, რომ ამბობენ, ჩემს შვილს  დავაბამ და არ გავუშვებო. თუ შვილი უბედურებას აკეთებს, ალბათ, მართლა შეიძლება რადიკალური ზომების მიღება,  მაგრამ ის, რომ შენ შენი მოწონებული სასიძო უნდა შეაჩეჩო  შვილს,  წარმოუდგენლად მიმაჩნია.  ჩამოვიდა ადრიანი. აეროპორტში დავხვდით... ისეთი კეთილი და ნათელი ღიმილი ჰქონდა, პირველივე შეხვედრაზე მივხვდი, რომ სალომემ სწორი არჩევანი გააკეთა. თვითონ ცოტა შეშინებული იყო, პირველად ჩამოდის სხვა ქვეყანაში, უცხო  ოჯახში, სადაც სხვა წესებია. ჩემზე იცოდა, რომ პოპულარული მომღერალი ვიყავი, ალბათ „სტერვა” ვეგონე, ვარსკვლავური კაპრიზებით (იცინის). ჩვენ ძალიან მარტივად შევეგუეთ ადრიანს.  ალბანელები სიმინდის პურს აცხობენ, ჩვენ ხომ მჭადი გვიყვარს. მოკლედ, სუფრაზეც ბევრი აღმოგვაჩნდა საერთო და ზოგადად, ჩვენი  ურთიერთობა შედგა. ადრიანი  პროფესიით კულტუროლოგია. როცა გაჩნდა მაქსიმე, მე და რეზო ხშირად ჩავდიოდით პრაღაში, ერთხელაც ადრიანმა დაგვახვედრა იტალიის ბილეთები, მე და რეზო დაგვპატიჟა საოცარ ტურში, იტალიის სხვადასხვა ქალაქები მოვინახულეთ. მათ შორის ფლორენცია, სადაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, რასაც ჩვენც დავესწარით. ადრიანს უნდოდა, ჩემთვის და რეზოსთვის კარგი სიურპრიზი მოეწყო და გამოუვიდა კიდეც. რომელი ქართველი სიძე გააკეთებს ამას?! (იცინის).
– პოლიტიკოს ქართველ სიძეს არ ეხერხება ასეთი სიურპრიზები?
– ბექაც საუკეთესო სიძეა,  მერე რა, რომ პოლიტიკაშია, პოლიტიკოსებშიც არიან კარგი ადამიანები  (იცინის)  იმ პერიოდში, როცა ნატამ  გათხოვება  გადაწყვიტა, მე და რეზო პრაღაში ვიყავით წასულები, ახალი წლისთვის ჩამოვედით. ახალდაბრუნებულს  უცებ ნატუკა მეუბნება:  დედა მე ვთხოვდები. ეს ჩემთვის ისეთი მოულოდნელი იყო, ხმა ვერ ამოვიღე.  ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვქონდა, ნატას ცხოვრებაში რაც ხდებოდა, ყველაფერი ვიცოდი. მაგრამ, როცა მითხრა, ბექა ნაცვლიშვილს უნდა გავყვეო, გავოცდი, მისი სახელი და გვარი გაგონილიც კი არ მქონდა. მერე მომიყვა, რომ სამი თვის გაცნობილი ჰყავდა. არ მეგონა, ნატა ასე უცბად თუ მიიღებდა გადაწყვეტილებას.  უკვე დაგეგმილი და გადაწყვეტილი ჰქონდა ყველაფერი. ბექა სახლში მალე მოიყვანა,  გაგვაცნო მთელ ოჯახს. მე და რეზოს მოგვეწონა სასიძო – მასაც ძალიან ლამაზი  და კეთილი ღიმილი ჰქონდა, ჩემი გულის მოსაგებად – ყველაფერი (იცინის). ასე შეიქმნა მათი ოჯახი. დღეს  ორი პატარა ვაჟკაცი ჰყავთ. ნატა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს, სამივე შვილიშვილის გაზრდაში აქტიური წვლილი შემაქვს, გადარეული ბებია ვარ (იცინის). 
 –  სალომემ ვერ „გადმოიბირა” ალბანელი ქმარი საქართველოში?
– ასე არ დგას საკითხი, სალომეს ძალიან უყვარს თავისი სამსახური, რადიო „თავისუფლება”, მისი კოლექტივი. დღეს  ყველა ერთად  ცხოვრობს პრაღაში.
 – რამდენიმე თვის წინ,  ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ, სალომე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდა.  თქვენ როგორი რეაქცია გქონდათ იმ ხმაურზე, რაც იყო იმ დღეებში? 
– ვინც იცნობს სალომეს, ამის გამო ყველა შეწუხებული იყო. მე არ ვარ სოციალური ქსელების აქტიური  მომხმარებელი,  თუმცა ვიცი, რაც ხდებოდა იმ დღეებში იქ. ძალიან ემოციური, მაგრამ გულწრფელი ადამიანი ვარ და აუცილებლად ვინმესთან კამათში შევიდოდი, რაც ძალიან არ მინდოდა. ყველა მიხვდა, რომ ის, რაც საზოგადოების ერთი ნაწილისგან მოდიოდა წარმოუდგენელი სიბეცე იყო, უვიცობა.  რადიკალურ შეფასებებზე, რაც გასცდა ყველა ჩარჩოს,  მწვავე რეაქცია მქონდა და ეს  ბუნებრივია. დედისთვის ეს იოლი არ არის. სალომე არის ფანტასტიკური გოგო! არ ვიცი, რა ტვინში უნდა დაიბადოს აზრი, ადამიანს უთხრა, ელამი ხარ და ჩადრი ჩამოიფარეო. სალომე ეთერში სილამაზის სტანდარტების დასამკვიდრებლად არ ზის, ის უმაღლესი რანგის ჟურნალისტია და იმდენად კარგად აკეთებს თავის საქმეს, ბევრს რომ ვერც წარმოუდგენია. მე არ ვარ ის დედა, ვისაც ბრმად მოსწონს და უყვარს თავისი შვილები, მაგრამ სალომეს პროფესიონალიზმი და აკადემიურობა, ყველამ კარგად იცის... მე იმ გადაცემის შემდეგ სხვა პრობლემა დავინახე – არსებობდა კომუნიკაციის პრობლემა, ვინ ვის რა უთხრა და რა – არა, ეს ჩემი გასარკვევი არ იყო. მე ბიძინა ივანიშვილს დიდ პატივს ვცემ, როცა ერთმანეთს ვხვდებით, სიმპათიასაც არ ვმალავთ ერთმანეთის მიმართ და ამ ინციდენტს არც  არაფერი შეუცვლია. ზოგს რომ ეგონა,  ამ აჟიოტაჟით  ვინმეს აამებდა, ასე არ მოხდა. ტყუილად  გაისარჯნენ – ის ადამიანი იმ ხალხზე ბევრად გამოცდილი და ჭკვიანია, ვიდრე ისინი, ვინც ეს უსაგნო აჟიოტაჟი ატეხა.

скачать dle 11.3