კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის ნინი ქარსელაძის ერთადერთი ნარკოტიკი და ვისი სიყვარული გახდა მისდამი აგრესიის მიზეზი

მომღერალ ნინი ქარსელაძის მიმართ, ბოლო დროს, არაერთი ნეგატიური პოსტი დაიდო სოციალურ ქსელში. როგორც თავად ამბობს, ამას ის ყურადღებას არ აქცევს. ფაქტია, ნინი არ არის კონფლიქტური ადამიანი, თუმცა ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, ეს კი ყველასთვის მოსაწონი და მისაღები, ნამდვილად ვერ იქნება. ხოლო, თუ რატომ ვერ მოახერხა მან დასვენება ამ ზაფხულს, რაში უნდა ბიძგი და გეგმავს თუ არა რუსეთში კარიერის აწყობას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– კონცერტებზე აღარ გამოდიხარ, არსად ჩანხარ, სად დაიკარგე?
– ამბობენ, მიზანდასახული და ძლიერი ადამიანი ვარ, მაგრამ, კარიერის მხრივ, ამას ვერ ვიტყვი. ისე კი, რასაც დავისახავ მიზნად, ყოველთვის ვაღწევ. ალბათ, ბიძგი მჭირდება (იცინის).
– მერე, ვინ არის შენთვის მთავარი ბიძგის მომცემი?
– ჩემი ოჯახი და საყვარელი ადამიანები. თუმცა, ამ შემთხვევაში ალბათ არ იციან, რა მირჩიონ (იცინის). ზოგადად, ბევრჯერ ვყოფილვარ სტრესულ სიტუაციებში და ამ დროს ახლობლების გვერდით ყოფნა ყველაზე მეტად მშველის. ჩემს ზოდიაქოს ნიშანს თუ დავუჯერებთ – ვერძი ვარ, საკმაოდ მიზანდასახული და ამავდროულად, დეპრესიული ადამიანი, მაგრამ ჩემში დეპრესიას განვითარების საშუალებას  არ ვაძლევ. ვცდილობ, იმ გარემოში ვიყო, სადაც დადებითი ემოციებით დავიტვირთები. ზღვაზე დასვენება კი ყველაზე დიდი განტვირთვა და დადებითი ემოციებით ავსების საშუალებაა.
– მოასწარი უკვე ასეთი ემოციებით დატვირთვა და განტვირთვის დღეების მოწყობა?
– ჯერ ვერა და არც კი ვიცი, სად წავალ დასასვენებლად.
– ზაფხული თითქმის გავიდა და რას ელოდები?
– რატომ? ვფიქრობ, ახლა დგას ყველაზე კარგი და გიჟური დასვენების პერიოდი (იცინის). თუმცა, ისე ვარ გადაღლილი, მშვიდი დასვენება მინდა და ისიც არ ვიცი, ვისთან ერთდ წავალ ზღვაზე.
– თქვი, კარიერულ ცხოვრებაში ცოტა უკან დავიხიე, გავჩერდი და ბიძგი მინდაო. პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– სამწუხაროდ, პირად ცხოვრებაშიც სიმშვიდეა, აქაც რაღაც პერიოდით პაუზა მაქვს (იცინის). ახლა რა ეტაპზეც ვარ, არც კი ვიცი, რა ჰქვია, ალბათ, სხვა გარდატეხის ასაკი მაქვს, როცა სხვა აზროვნება ყალიბდება ადამიანის ტვინში.
– ერთ შენს ინტერვიუს საკმაოდ ცუდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი ადამიანი გლანძღავდა, საჯაროდ გკიცხავდა და სამშობლოს ღალატში გადანაშაულებდა.  რა მოხდა რეალურად?
– ეს რუსეთის თემას ეხებოდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცნობილი პიროვნებებისგან ელოდებიან იმის თქმას, რაც მათ აწყობთ და უნდათ, გაიგონ. მე განსხვავებული აზრი  და დამოკიდებულება მაქვს რუსეთის მიმართ და იმ ქართველების მიმართ, ვინც იქ არის. რაც არ უნდა მლანძღონ, მე ამ აზრზე დავრჩები. რა ვქნა, განსაკუთრებული სიყვარული მაქვს ამ  ერის მიმართ. მე პოლიტიკას, რასაკვირველია, არ ვეხები და არც იმ ადამიანებს ვაქცევ ყურადღებას, ვინც ამის გამო მლანძღავს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მათ რომ შანსი მიეცეთ, ჩემზე წინ გაიქცევიან და ჩამასწრებენ მოსკოვში. ჩემს ნათქვამს მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი და ათასგვარი სალანძღავი კომენტარი, მაგრამ  არ წამიკითხავს. არც კი დავინტერესებულვარ და არ მინდა მათთან დისკუსიაში შესვლა.
– ხომ იცოდი, რომ შენს ნათქვამს ასეთი ამბავი მოჰყვებოდა?
– რა ვქნა, ასეთი ტიპი ვარ, რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ და არა იმას, რაც ხალხს მოეწონება ჩემგან. ყველა ვერ იტყვის იმას, რაც ყველას მოეწონება და ყველას მოსაწონი ვერც მე ვიქნები.
 – ანუ, რუსეთიდან რომ გქონდეს შემოთავაზება, წახვიდოდი?
– კი. მოსკოვიდან შემოთავაზება რომ მქონდეს, დაუფიქრებლად წავიდოდი. იყო კიდეც, მაგრამ პოლიტიკური იერი ჰქონდა და უარი ვთქვი – ამაზე ვერ წავედი. მე პოლიტიკაში ვერ გავერევი. მიფიქრია უცხოეთში კარიერის გაკეთება, მაგრამ იქ ცხოვრებას და ჩემი ქვეყნის გარეთ ყოფნას ვერ შევძლებ. სადაც არ უნდა ვიყო, გული მაინც საქართველოში მომიწევს.
– ნინი, ამბობენ, საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავ  თავის მოვლაში. ეს სიმართლეა?
– დიდად პრანჭია არ ვარ, თუმცა სახის კანი მაქვს პრობლემური და განსაკუთრებულ დროს მის მოვლას ვუთმობ. შესაბამისად, ჩემი დროის დიდი ნაწილი და თანხები მიაქვს სახის მოვლისა და მკურნალობის პროცესებს. ცხიმიანი კანი მაქვს, თუმცა, გარდატეხის ასაკში მსგავსი პრობლემები არ მქონია.
– თუ შენი ოჯახის წევრებს დავაკვირდებით, ვფიქრობ, ეს პრობლემა გენეტიკური არ უნდა იყოს. მეთანხმები?
– დიახ, ასეა. არ ვიცი, ვის ვგავარ. თუმცა დროთა განმავლობაში, ვისწავლე ამ პრობლემის მართვა. ყველაზე დიდი თანხა სახის მოვლაზე და მანიკიურის გაკეთებაში მეხარჯება. თმას არ ვიღებავ, სალონში იშვიათად ვიკეთებ, ალბათ, წელიწადში ერთხელ, მაკიაჟსაც თავად ვიკეთებ.
– სახის კანის პრობლემა იმის გამო ხომ არ გაქვს, რომ მაკიაჟის გაკეთება ადრეულ ასაკში მოგიწია?
– ზოგადად, შვეიცარიაში მითხრეს, რომ სხვისი კოსმეტიკისა და აქსესუარების ხმარება იწვევს აკნეს, რომელიც გადამდებია. ადრე მიწევდა – ტელევიზიებში და კონცერტების წინ ვიჟაზისტები მიკეთებდნენ მაკიაჟს. ამის გაგების შემდეგ, ვისწავლე და  ყოველთვის თავად ვიკეთებ. ასე რომ, ამის სწავლა დამჭირდა და ახლა არავის დახმარება აღარ მჭირდება. ყოველდღიურად მაკიაჟს არ ვიკეთებ, სახეს ვასვენებ. დედას სახის კანის პრობლემა არ ჰქონია და ამიტომ, ამ მხრივ, რჩევებს ვერ მაძლევს. ზოგადად, ფიზიკურად მამას ვგავარ, თუმცა, იერით ხათუნას მამსგავსებენ. კანი ინდივიდუალური პრობლემაა და ადამიანმა თავად უნდა ისწავლო მისი მართვა, მკურნალობა და მოვლა, ამაში ახლობლების რჩევები ვერ დაგეხმარება.
– გოგონები ადრეული ასაკიდან იწყებენ ხელოვნურ ჩარევებს და ათასგვარ პროცედურებს იკეთებენ. მსგავსი რამ თავად გაკეთებული გაქვს?
– ოთხი წლის წინ გავიკეთე ტუჩი და არ მომეწონა. ჩემდა საბედნიეროდ, ეს სამუდამო პროცედურა არ იყო. ზოგადად, მომხრე ვარ, თუ ადამიანს რაიმე არ მოსწონს თავის გარეგნობაში, პლასტიკური ოპერაცია გაიკეთოს. რატომაც არა? უბრალოდ, ზედმეტი არ მიყვარს არაფერი, თორემ ზომიერების ფარგლებში ბევრ რამეს შევცვლიდი ჩემს გარეგნობაში.
– კონკრეტულად, რას შეცვლიდი საკუთრ გარეგნობაში?
– თვალისა და ცხვირის ფორმას. ყოველთვის მინდოდა, „კურნოსა“ ცხვირი მქონოდა, მაგრამ ეს დიდი რისკია. რომ ვაკვირდები, არცერთი გაკეთებული ცხვირი არ მომწონს. არადა, ეს ძალიან ცვლის ადამიანს და ამას ვერ გავრისკავ. თან, ჯერჯერობით, მიმაჩნია, რომ ჩემთვის ადრეა და პლასტიკური ქირურგიისგან თავს ვიკავებ. ახლა რომ დავიწყო ჩემს გარეგნობაში პლასტიკური ჩარევები, უფრო მალე დავბერდები. ბევრი ისეთი საშუალება არსებობს, ადამიანმა კანს ნაადრევად დაბერების საშუალება არ მისცე.
– რაც შეეხება წონის კონტროლს? საკმაოდ კარგ ფორმაში ხარ, გიწევს დიეტებეზე ყოფნა თუ ეს გენეტიკის დამსახურებაა?
– იოგაზე ვვარჯიშობ, განტვირთვის დღეებს ვაწყობ და ამიტომ, წონის პრობლემა არ მაქვს.  ტანზე საკმაოდ კარგი კანი მაქვს და არც წონა მაწუხებს.
– ამბობენ, ვისაც კანის პრობლემები აქვს, ის რუჯს უნდა მოერიდოსო. თუმცა, შენ სულ გარუჯული ხარ. ამ მხრივ, სოლარიუმს ანიჭებ უპირატესობას თუ ბუნებრივი ნამზეური გირჩევნია?
– ეს ერთადერთი ჩემი ნარკოტოკია, ჩემდა სამწუხაროდ. (იცინის). ზამთარში სოლარიუმში დავდივარ, ხოლო ზაფხულში ბუნებრივად გარუჯვა მიყვარს. ვიცი, ამ მხრივ როგორ მოვუარო თავს, ყოველთვის ვისვამ დამცავ კრემს და ამიტომ, კანის დამწვრობა არასდროს მიმიღია. ბევრი ჩემი ტოლი გოგონა მინახავს დაბერებული და არც კი ვიცი, მათ რა ვურჩიო. თუმცა, ვფიქრობ, ვარჯიში და სწორი კვება ნებისმიერ ასაკში აუცილებელია. ჯანსაღი ცხოვრების წესი ნამდვილად ემჩნევა გარეგნობას. არ მიყვარს ალკოჰოლური სასმელი, ძილიც მოწესრიგებული მაქვს, ვვარჯიშობ იოგაში, ვცდილობ, ჯანსაღი პროდუქტით ვიკვებო და ამის ხარჯზე გამოვიყურებოდე კარგად. მარტო ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებები და პლასტიკური ოპერაციების გაკეთება არ არის საკმარისი, რომ ადამიანი ლამაზად გამოიყურებოდეს.

скачать dle 11.3