კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დათო როსტომაშვილის ანეკდოტები


სასაფლაოზე, დაკრძალვის ცერემონიალზე, მამაკაცი გამოსამშვიდობებელ ტექსტს კითხულობს:
–  ჩვენ დღეს ვემშვიდობებით გამოჩენილ პოლიტიკოსს და სუფთა რეპუტაციის მქონე ადამიანს...
– უკაცრავად, ერთ საფლავში ორს მარხავენ?
***
სარეკლამო განცხადება – „გამოვიდა ახალი საღეჭი რეზინი  რძიანი თევზის გემოთი. ის ასუფთავებს არა მარტო პირის ღრუს, არამედ კუჭ-ნაწლავსაც.“
***
ძმაკაცი არიგებს ჭკუას ძმაკაცს:
– ბიჭო, რადმენჯერ უნდა გითხრა, არყის დალევას ლუდის დალევა სჯობია.
– რატომ, ვითომ?
–  იმიტომ, რომ ღვიძლი ერთი გვაქვს, თირკმელი კი ორი!
***
ორი კაცი შეხვდა ერთმანეთს და საუბრობენ:
–  ეს ჩემი ცოლი, სულმთლად განაგლდა ამ ბოლო დროს. ჩემთან ხომ არ წევს და ახლა კიდევ თავისთან ერთად მაგიდასთან ჯდომაც ამიკრძალა.
–  შენ, რა, ჭამაც არ იცი?
***
–  რა მოხდება თუ მდივანი გენერალური დირექტორისგან დაფეხმძიმდება?
–  დაიბადება გენერალური მდივანი!
***
ქმარი გაგლეჯილი მთვრალი მივიდა სახლში. ცოლმა გააღო თუ არა კარი, სახეში სილა ლეწა და ჰკითხა:
–  კიდევ დალევ?
ქმარი ხმას არ იღებს. ისევ გააწნა ცოლმა სილა და უყვირა:
–  კიდევ დალევ-მეთქი? ხმა ამოიღე!
–  ხო, კარგი... დაასხი.
***
ქირურგი რენტგენის სურათს აკვირდება:
–  გასაგებია... ბარძაყის ძვალი გატეხილია, წვივის ძვალი ჩაფშვნილი, ლავიწის ძვალიც გაბზარული, ნეკნები ჩამსხვრეული...
–  ექიმო, რა ეშველება ახლა მაგას? – იკითხა შეშინებულმა პაციენტმა.
–  არ ინერვიულო, ფოტოშოპში ყველაფერს გამოვასწორებ.
***
გურიის სოფელში, წინასაარჩევნო შეხვედრაა. ერთ-ერთი პარტიის წევრი სიტყვით გამოდის:
–  თუ ჩვენ აგვირჩევთ, ოთხ წელიწადში, იმაზე უკეთ იცხოვრებთ, ვიდრე შვეიცარიაში ცხოვრობენ!
–  ყოლიფერი გავიგე, მარა, ნეტავ, რას უპირებენ შვეიცარიას? – იკითხა გაკვირვებულმა გურულმა ამომრჩეველმა.
***
მეგრელი ეკითხება გურულს:
–  აპა, თუ გამეიცნობ, რომლია უფრო დაკმაყოფილებული, ის, ვისაც მილიონი აქვს თუ ვისაც შვიდი შვილი ჰყავს?
–  მაგი რაფერი ადვილი კითხვაა? რა თქმა უნდა, ის, ვისაც შვიდი შვილი ჰყავს.
–  რატომ, ვითომ?
–  იმიტომ, რომ, ვისაც მილიონი აქვს, მას კიდო უნდა...

скачать dle 11.3