კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა საყვარელი გოგონა მეგობრის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის მიზეზი

24 წლის მამუკა მ-შვილს მეგობრის მკვლელობისთვის  სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვერსია, რომ მან მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა, სასამართლომ არ გაიზიარა. მკვლელობის მოტივი  გახდა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც  მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ის ჯერ მოკლულის – კოტე ი-ძის, შემდეგ კი მკვლელობაში ბრალდებულის საცოლე იყო.
გამოძიების მასალების მიხედვით, მამუკა მ-შვილმა 22 წლის კოტე ი-ძე მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე სკვერში  მოკლა. ორი ახალგაზრდა, რომელთაც ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, 20 წლის სალომე ს-იას გამო ერთმანეთს დანაშაულამდე ორი თვით ადრე დაუპირისპირდა. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მამუკა მ-შვილმა საცოლე ყოფილი შეყვარებულის სახლთან მიიყვანა და  კოტე ი-ძეს მისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.  მკვლელობა რამდენიმე თვითმხილველის  თვალწინ მოხდა. სკვერთან ახლოს მდებარე ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორმა მოგვიანებით ამოიცნო დამნაშავე და  ჩვენება მისცა გამოძიებას. როგორც მან განაცხადა, სკვერში ახალგაზრდა გოგონა და ვაჟი შენიშნა. „წყვილები ამ სკვერში იშვიათი შემთხვევა არაა, მაგრამ მათ რატომღაც მიიქციეს ჩემი ყურადღება. ძალიან ხმამაღლა საუბრობდნენ, თითქმის ჩხუბობდნენ. ერთი საათი მაინც  იქნებოდა გასული,  როცა მათ ახალგაზრდა ბიჭი შეუერთდა. ცხარე საუბარი ჰქონდათ. ალბათ, 10-15 წუთი იქნებოდა გასული, როცა იარაღიდან  ორი გასროლის ხმა გავიგონე. მაშინვე შემთხვევის ადგილისკენ გავიქეცი, გოგონა და ვაჟი იქვე, სკვერთან გაჩერებულ ავტომობილში ჩასხდნენ და შემთხვევის ადგილი მიატოვეს, დაჭრილი ბიჭი სკვერში მიწაზე იწვა, მუცლიდან სისხლი სდიოდა. მაშინვე სასწრაფო გამოვიძახეთ, უცებ, არ ვიცი, საიდან, შემთხვევის ადგილზე მისი ოჯახის წევრებიც მოცვივდნენ. როგორც მერე გავიგე, იქვე, ახლოს უცხოვრიათ. საშინელი ამბავი ატყდა. სასწრაფოს მოსვლამდე ახალგაზრდა ბიჭი გამვლელი მანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ახალგაზრდას ღვიძლი ჰქონდა დაზიანებული და  საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.”
მომხადრ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ახალგაზრდა გოგონას მიმართაც – მას ბრალი დაედო მძიმე დანაშაულის დაფარვაში. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ სალომე  ს-იასთვის ცნობილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისა და ჩადენის ფაქტი, მაგრამ ამის შესახებ არ განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებთან და უფრო მეტიც, დანაშაულის ჩადენის დროს, როცა მამუკა მ-შვილი მეგობარს სახლთან ერთი საათის განმავლობაში დაუდარაჯდა, სალომე ს-იამ კოტე ი-ძისგან, სატელეფონო ზარით შეიტყო, რომ ის სახლში ბრუნდებოდა, თუმცა  ყოფილ საქმროს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არ შეატყობინა. 
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, განსასჯელ მამუკა მ-შვილს განზრახ მკვლელობასთან ერთად ბრალი დაედო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაშიც. სასამართლომ დამნაშავედ ცნო მისი თანმხლები გოგონაც.  გამოძიების მასალების მიხედვით, მამუკა მ-შვილსა და კოტე ი-ძეს შორის დაპირისპირება მკვლელობამდე ორი თვით ადრე მოხდა. მათი საერთო მეგობრების ჩვენების მიხედვით, ახალგაზრდა ბიჭები სალომე ს-იას გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გოგონა ჯერ კოტე ი-ძეს ხვდებოდა და მის საცოლედ ითვლებოდა, შემდეგ კი მის მეგობარს მამუკა მ-შვილს. როგორც გამოძიებით დადგინდა, მამუკა მ-შვილი ყოფილ მეგობარს იმის გამო  წაეჩხუბა, სალომეზე მეგობრებში ცუდს ლაპარაკობ და შეურაცხყოფას აყენებო. დაპირისპირებული ახალგაზრდები მეგობრებმა გააშველეს, მოგვიანებით  მათი შერიგებაც სცადეს, რაზეც მამუკა მ-შვილი ვერ დაიყოლიეს. ის ხშირად ემუქრებოდა კოტე ი-ძეს და ჰპირდებოდა, რომ მისი საცოლის შეურაცხყოფას არ აპატიებდა და „მის წინ მუხლებზე დამხობილს ბოდიშს მოახდევინებდა”. 
გარდაცვლილის დედის ჩვენების მიხედვით, მისთვის ცნობილი იყო შვილისა  და მამუკა მ-შვილის დაპირისპირების შესახებ. არსებულ კონფლიქტს ის გოგონას აბრალებდა, რომელიც მისი აზრით, მამუკა მ-შვილს აქეზებდა და ატყუებდა, რომ კოტე  ი-ძე მას სახალხოდ შეუარცხყოფდა. „ჩემი შვილი საერთოდ გაერიდა იმ წრეს, ხმას არ სცემდა სალომეს, მისი დანახვაც აღარ უნდოდა. სალომე ერთი წელი ჩემს ოჯახში დადიოდა, როგორც სარძლო, სიყვარულს არ ვაკლებდით, მან კი სასიკვდილოდ გაიმეტა ჩემი შვილი,” – განაცხადა დაზარალებულმა ქალბატონმა გამოძიებასთან.
მკვლელობაში ბრალდებულმა მამუკა მ-შვილმა გამოძიებასთან ჩვენება რამდენიმეჯერ შეცვალა, ჯერ დუმილის უფლება გამოიყენა, შემდეგ განაცხადა,  რომ ცეცხლსასროლი იარაღი თავდაცვის მიზნით გამოიყენა, რადგან კოტე ი-ძეს ხელში დანა შენიშნა.  მას შემდეგ, რაც გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაცვლილს  დანა არ ჰქონია, მამუკა მ-შვილმა განაცხადა, რომ მას ასე მოეჩვენა. ცეცხლსასროლი იარაღი კი შემთხვევის ადგილზე მის შესაშინებლად ამოიღო. დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების მიხედვით,  რომელთა შორის იყო ბრალდებულის მეგობარი გოგონა,  მამუკა მ-შვილს ცეცხლსასროლი იარაღი  კოტე ი-ძესთან შეხვედრაზე განგებ ჰქონდა  წაღებული. ის  ბევრ ადამიანთან ამბობდა, რომ  „თუ სალომეს ბოდიშს არ მოუხდიდა, ის საკუთარ თავზე პასუხს არ აგებდა”. მამუკა მ-შვილის ჩვენების მიხედვით, იმ დღეს სალომე ს-იასთან ერთად ერთი საათი ელოდა სახლთან კოტე ი-ძეს, „დიდხანს ველოდეთ, ვიფიქრე, რომ სკვერში, სადაც ხშირად იყო ხოლმე, აუცილებლად გამოჩნდებოდა. ბოლოს სალომეს  დავარეკინე და ვაკითხვინე, სად იყო. კოტემ უთხრა, რომ სახლისკენ მოდიოდა. მისი მოკვლა განზრახული არ მქონია. მინდოდა, საქმე გამერჩია და სალომეს თვალწინ ბოდიში მოეხადა, მაგრამ როცა სკვერში ერთმანეთს შევხვდით, ჩემს შეურაცხყოფაზე გადმოვიდა. ძიძგილაობა დამიწყო. მერე  დანა ამოიღო ჯიბიდან. თავდაცვის მიზნით ორჯერ ვესროლე. ამის შემდეგ მე და სალომე შემთხვევის ადგილიდან მანქანით წავედით. არ ვიცოდი, რომ გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე არ დავრჩი მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მშობლების შემეშინდა. ისინი სკვერთან ახლოს ცხოვრობდნენ და ვიცოდი, რაც  მოხდებოდა,” – განაცხადა ჩვენებაში ბრალდებულმა მამუკა მ-შვილმა.
სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულის ჩვენება, რომ კოტე ი-ძე დანით იყო შეაირაღებული, ეს დადასტურდა გარდაცვლილის მეგობრების ჩვენებებითაც.  მამუკა მ-შვილი ყოფილი საქმროს განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა სალომე ს-იამაც, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო. მას სასამართლომ ერთი წლით პატიმრობა შეუფარდა.

скачать dle 11.3