კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამაგრილებელი სასმელები – გასახდომად და გასამხნევებლად

ზაფხულში ჩვენი მენიუ რადიკალურად იცვლება: მივირთმევთ გაცილებთ მეტ ცოცხალ ხილს, ბოსტნეულსა და მწვანილს და ვსვამთ ბევრად მეტ სითხეს. ზაფხულის პერიოდში სწორედ სითხეს ენიჭება განსაკუთრებული როლი, რადგან ცხელ დღეებში კანის ზედაპირიდან სითხის აორთქლება ხდება ძალიან სწრაფად. ექიმების აზრით, ზაფხულში აუცილებელია, ყოველ 2 საათში დავლიოთ მინიმუმ 1 ჩაის ჭიქა წყალი, ხოლო თუ ძალიან ცხელა – ყოველ საათში ერთხელ.
რით უნდა დავიკმაყოფილოთ წყურვილი? უპირველეს ყოვლისა, ჩვეულებრივი სასმელი წყლით ან ლიმონის წვენით გაზავებული წყლით (პროპორციით – 1:5), რომელიც კარგი მატონიზებელი საშუალებაა. მაგრამ, თუ ეს მოსაწყენად გეჩვენებათ, შეგიძლიათ, თვითონ მოამზადოთ გემრიელი და სასარგებლო სასმელები, რომლებიც გაუწყლოებისგანაც დაიცავს თქვენს ორგანიზმს და ცხიმების წვასა და საჭმლის მონელებაშიც დაგეხმარებათ. ასეთი სასმელებია: ნატურალური ლიმონათი, მოჰიტო, ვიტამინიზებული მორსი, კრუშონი და ასე შემდეგ.
მაგალითად, ცოცხალი კენკრისგან შეგიძლიათ, 10 წუთში მოამზადოთ მორსი, ოდნავ მეტი დრო სახელდახელო კომპორტს დასჭირდება – წამოდუღების შემდეგ ხილი 5 წუთი ადუღეთ, შემდეგ კი თავდახურული გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. კარგად ჩაანაცვლებს საუზმესა და სამხარ-ვახშამს სხვადასხვა ხილის სმუზი. გამაგრილებელი სასმელები შეგიძლიათ მოამზადოთ ბალახების, ჩაის ან ყავისგან, ამისთვის კი ყოველთვის უნდა გქონდეთ მომარაგებული ყინულის კუბიკები და ადუღებული წყალი.
გთავაზობთ რამდენიმე სასმლის რეცეპტს:
1. მოჰიტო (4 ულუფა): 7 ღერი პიტნა, 2 ცალი ლაიმი, 1 სადილის კოვზი ყავისფერი შაქარი, ყინულის კუბიკები.
პიტნის ღერებს მოაშორეთ ფოთლები და 12 ცალი ცალკე გადადეთ. ნახევარი ლაიმი დაჭერით თხელ რგოლებად, მეორე ნახევარს კი მოახერხეთ ცედრა. მეორე ლაიმი გამოწურეთ. ცედრა და წვენი შეურიეთ პიტნის ფოთლებს, დაუმატეთ შაქარი და კარგად ჩასრისეთ. დაასხით 500 მილილიტრი ანადუღარი ცივი წყალი, ამოურიეთ და ჩამოასხით ფუჟერებში. თითო ფუჟერში ჩაყარეთ პიტნის 3 ცალი ფოთოლი, ყინულის კუბიკები და დაჭრილი ლაიმის 2 ცალი რგოლი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ, 50 მილილიტრი თეთრი მშრალი ღვინოც ჩაუმატოთ.
2. კიტრის სასმელი (4 ულუფა): 1 ცალი ლაიმი, 3 ცალი საშუალო ზომის კიტრი, 4 ღერი შაშკვლავი, 2 ღერი პიტნა, 1 სადილის კოვზი შაქარი, ყინულის კუბიკები.
ლაიმს მოახეხეთ ცედრა და გამოწურეთ წვენი. კიტრი დაჭერით თხელ ნაჭრებად, სიგრძეზე. შაშკვლავის ფოთლებს დააყარეთ შაქარი, კარგად ასრისეთ, დაასხით 800 მილილიტრი ანადუღარი ცივი წყალი და დააბლენდერეთ. ჩამოასხით ფუჟერებში, თითო ფუჟერში ჩადეთ კიტრის თითო გრძელი ნაჭერი და ყინულის კუბიკები.
3. ჩაის სასმელი (4 ულუფა): 2 პაკეტი მწვანე ჩაი, პიტნის 16 ცალი ფოთოლი, 1 ცალი ლიმონის წვენი, 500 მილილიტრი ახალგამოწურული ვაშლის წვენი.
ჩაის პაკეტებს დაასხით 500 მილილიტრი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე გააჩერეთ 5 წუთი, ამოიღეთ პაკეტები და ჩაის ნაყენში ჩაუმატეთ პიტნის ფოთლები და ლიმონის წვენი. ადუღეთ 1 წუთი, გადაწურეთ და აცადეთ გაგრილება. შემდეგ შეურიეთ ვაშლის წვენი, ჩამოასხით ფუჟერებში, ჩაუმატეთ 2-2 ფოთოლი პიტნა და ყინულის კუბიკები.

скачать dle 11.3