როდის გეკრძალებათ ახალი საქმის დაწყება და გეგმების დასახვა
თუ გეცოდინებათ, ასტროლოგიურად, კვირის რომელ დღეს ჯობს საქმის წამოწყება, საყვარელ ადამიანთან გარკვეული კავშირი, ახლობლებთან ურთიერთობა და იმიჯის შეცვლა, ასე მარტივად დააღწევთ თავს პრობლემებს და ხელიც მოგემართებათ. მაგალითად:
ორშაბათს კარგია სახლის დალაგება, ნათესავებთან კონტაქტი. ამ დღეს განმარტოებას არ გირჩევთ, რადგან დიდი შანსია, სევდა შემოგაწვეთ და დეპრესიაში ჩავარდეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს და არავითარ შემთხვევაში არ ეჩხუბოთ მათ.
სამშაბათ დღეს სწრაფად გაუმკლავდებით იმ საქმეს, რომელსაც აქამდე დიდ დროს ანდომებდით. კატეგორიულად გეკრძალებათ სიზარმაცე. საყვარელ ადამიანს ტკბილი სიტყვით ადვილად აიყოლიებთ და მის გულსაც ადვილად მოიგებთ. უმჯობესია, თუ საღამოს საათებს ვარჯიშს ან სუფთა ჰაერზე სეირნობას დაუთმობთ.
ოთხშაბათი საუკეთესოა ურთიერთობებისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის. ნუ დაუჯერებთ დაპირებებს, რადგან დიდი შანსია, მოტყუვდეთ. ამიტომ, ყურადღებით იყავით. არავითარ შემთხვევაში არ ჩაერიოთ სხვების საქმეებში, მათი თხოვნის გარეშე. სასურველია, ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ გახვიდეთ.
ხუთშაბათი დღე კარგია საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. არ გირჩევთ საყიდლებზე სიარულს. დასახეთ მომავლის გეგმები საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, ნაკლები იფიქროთ საყოფაცხოვრებო პრობლემებზე. გეკრძალებათ კამათი, რადგან ის სერიოზულ სახეს მიიღებს და მომავალში დიდ უთანხმოებაში გადაიზრდება. მაღალია წონაში მომატების ალბათობა, ამიტომ, მოერიდეთ ტკბილეულს და საკვები ზომიერად მიიღეთ.
პარასკევ დღეს ეცადეთ, სახლში შექმნათ სასიამოვნო გარემო. ეს დღე საუკეთესოა იმიჯის შესაცვლელად და საყიდლებისთვის. ნუ დაიტვირთებით ზედმეტი საქმით და ნუ დაისახავთ დიდ გეგმებს. ეს დღე კარგია ურთიერთობების გასარკვევად და სიყვარულის ასახსნელად.
შაბათ დღეს არ გირჩევთ გრძნობების აფიშირებას, უცნობებთან ზედმეტ საუბარს. შეგიძლიათ, მეუღლესა და შვილებს დიპლომატიურად მიუდგეთ და ასე შეახსენოთ მათ თავისი მოვალეობები ოჯახში. კარგია სახლის დალაგება და საყიდლებზე სიარული. ასევე, სასიკეთოდ იმოქმედებს განმარტოება, მომავლის დაგეგმვა და ახალი მიზნების დასახვა.
კვირა დღეს არ დაიტვირთოთ საქმეებით. უკეთესი იქნება, თუ ამ დღეს ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან და ახლობლებთან გაატარებთ. თავს უფლება მიეცით, გაერთოთ და დაიმუხტოთ დადებითი ემოციებით.